საბჭოთა პერიოდის დისიდენტი ელისაბედ ქავთარაძე (1905-1988) დაიბადა ქალაქ თბილისში.
ცნობილი სოციალ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაწევრიანდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში, რომელიც უკვე იატაკქვეშეთში იყო გადასული. 1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით ჯერ მეტეხის ციხე-ში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს. თბილისში 1936 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1940 წელს კვლავ დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში სულ 28 წელი გაატარა. 1956 წელს სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაცია მიიღო. ავტორია თხზულებებისა: "არა ცოდნითა ერთითა", "ყბაახვეული ქალი", "ნაადრევი ოცნება", "რატომ ჩვენს დაუკითხავად", "ბებოს ბარათი", "უმისამართო ბარათი" და სხვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გამგეობის წევრი (1987-)
ბიბლიოგრაფია
- 28 წელი გულაგში : მოგონებები, ესეი, მოთხრობები, წერილები (ავტორი). - თბილისი, პეგასი:Memoria, 2008. - 464გვ.. - ISBN: 978-9941-9028-1-9
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001037/