დეკანოზი გიორგი ქავთარაძე
დაიბადა 1984 წლის 29 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
1995 წელს მოინათლა ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარში.
2004 წელს დაამთავრა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 გიმნაზია.
1998 წლიდან ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობდა სტიქაროსნად.
2007 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო გიმნაზია.
2008 წლის 2 მარტს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო
ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად.
2008 წელს დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნად.
2009-2014 წლებში იყო ეპარქიის გაზეთ ,,საფარველის“ რედაქტორი.
2009-2015 წლებში მუშაობდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად.
2009 წელს აკურთხეს ეპარქიის პროტოდიაკვნად, ხოლო 2011 წლის 4 სექტემბერს _ მღვდლად და მსახურობდა
ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში.
2012 წლიდან არის ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე.
2014 წელს დაინიშნა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოძღვრად.
2017 წლის 15 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით
და აიყვანეს დეკანოზის ხარისხში.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ორბელიანის ქ. N27.