სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იაგო გურამის ძე ქავთარაძე 1963-1992 წწ გარდ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. სოფ. ნორიო გარდაბანი. იაგო გურამის ძე ქავთარაძე 1963-1992 წწ გარდ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. სოფ. ნორიო გარდაბანი. იაგო გურამის ძე ქავთარაძე 1963-1992 წწ გარდ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. სოფ. ნორიო გარდაბანი.

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქავთარაძე სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

იაგო გურამის ძე ქავთარაძე 1963-1992 წწ გარდ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. სოფ. ნორიო გარდაბანი.

სამშობლოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირის უფროსი ლეიტენანტის იაგო გურამის ძე ქავთარაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მისმა დედამ ქალბატონმა იზა ქავთარაძე-ბადრიძემ მოგვაწოდა:


იაგო 1963 წლის 27 სექტემბერს დაიბადა გარდაბნის რაიონი სოფელ ნორიოში, მუშის ოჯახში. საშუალო სკოლაც აქვე, ნორიოში დაამთავრა, თავის თანატოლებში გამოირჩეოდა სიბეჯითით, წესიერებითა და სწავლით. 


სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთხანს მეურნეობაში, მშენებელთა ბრიგადაში მუშაობდა მუშად. |982 წელს ცხრამეტი წლის ჭაბუკი სავალდებულო.

სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მათი ნაწილი გორში იდგა. იაგო ტანკისტობამ გაიტაცა და ამ საქმეს კარგადაც დაეუფლა. მას ისე მოსწონდა ეს” მამაცური პროფესია, რომ დედას ასეთი ბარათიც გაუგზავნა: „დედა, შენ უნდა იამაყო შენი შვილით, რადგან იგი ნამდვილი ჯარისკაცია. ესე იგი ტანკისტია“.


სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, იაგომ გადაწვყიტა სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში და ამ მიზნით 1985 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. სტუდენტობის წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობის შრომით ბრიგადების საქმიანობაში და ამისათვის მადლობებიც ჰქონდა მიღებული. ეს სერიოზული, მშრომელი ჭაბუკი თავისი ბუნებით, კეთილი გულით ამხანაგებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ყველასაც უყვარდა· განსაკუთრებით პატივს სცემდნენ მეტროპოლიტენის დიდ კოლექტივში, სადაც შემდეგ იგი მივიდა და სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში მოღვაწეობდა. 1992 წლიდან კი თბილისის ოფიცერთა და ზემდეგთა მოსამზადებელიკურსების ასეულის ზემდეგია და თავის თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობს აფხაზეთში საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის გამართულ ბრძოლაში.

იაგო, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა თანამებრძოლთ, სწამდა სამართლიანი საქმისათვის იბრძოდა და თავის სათაყვანებელ დედასაც იმედით აღვსილ წერილებს წერდა. „დედი, ნუ გეშინიან, მალე დაგიბრუნდები, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ, მხოლოდ აქ, ჯარში თუ მიხვდები კაცი, რა ძვირფასია, დედა“. 1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომასთან გამართულ მთაზე ბრძოლაში.

მტრის ტყვიამ იმსხვერპლა იაგო ქავთარაძის სიცოცხლე. უსაზღვრო გლოვამ.დაისადგურა ქავთარაძეების ოჯახში. გულდათუთქულ დედას ისღა აქვს სანუგეშო, რომ იაგოს ხსოვნა მარად. იცოცხლებს თანამებრძოლთა და მის ახლობელთა გულებში, სამშობლოს თავისუფლებისათვის შეწირული ჭაბუკთა მოგონება ხომ მარადიულია.

დაჯილოებულია ღირსების ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0