გია დოლიაშვილი ტრისტანის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1967 წლის 28 ივნისს.
1974-1985 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 85-ე საშუალო სკოლაში.
1985-1987 წლებში იხდიდა სამხედრო სავალდებული სამსახურს.
დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის პურ-პროდუქტების სარეალოზაციო ბაზაში. 1989 წელს მუშაობა დაიწყო ნავთლუღის წიქვილკომბინატში. 1991 წლიდან ისნის რ-ნის პრეფექტურაში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის მინისტრთა საბჭოს დაცვისას დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ზემდეგი გია დოლიაშვილი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გია ტრისტანის ძე დოლიაშვილი მსახურობდა ავღანელთა ბატალიონში. აფხაზეთის
ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ
მოქმედებებში კერძოდ ლაბრის, ოჩამჩირის, შრომის, ტამიშის და კინდღის
ბრძოლებში.
გია დოლიაშვილმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993წლის 27 სექტემბერს
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვისას. ბოლო მონაცემებით იგი ითვლება
უგზო-უკვლოდ დაკარგულად.