სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ფრიდონ (სპირიდონ) თირქია 1954-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საჯიჯაო ხობი სამეგრელო ფრიდონ (სპირიდონ) თირქია 1954-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საჯიჯაო ხობი სამეგრელო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თირქია სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

313       ბეჭდვა

ფრიდონ (სპირიდონ) თირქია 1954-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საჯიჯაო ხობი სამეგრელო

   II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 


ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე  თირქია დაიბადა 1954  წლის 22 მაისს ხობის რაიონის სოფელ  საჯიჯაოში.


1971  წლიდან ცხოვრობდა  ქალაქ  სოხუმში. 1974 წელს მოიხადა  სამხედრო-სავალდებილო  სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ   სოხუმში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. 1979 წელს დაქორწინდა.


    აფხაზეთში მიმდინარე საომარი  მოქმედებების დროს  მაიორი ფრიდონ თირქია  1993 წლის 1 იანვრიდან მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  ცალკეული  სარემონტო  აღდგენით  ბატალიონში- მეთაურის მოადგილედ.


    1993 წლის 27 სექტემბერს, მაშინ, როცა  სოხუმზე  ბოლო  შეტევები  ხორციელდებოდა ,ბატალიონის  მებრძოლები  ქალაქის დამცველთა რიგებს  შუერთდნენ. მაიორი ფრიდონ თირქია , აეროპორტის მიდამოებში მიმდინარე  უთანასწორო  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა. თანამებრძოლებმა  მისი ცხედარი  იქვე  დაკრძალეს.

 ფრიდონ თირქიას დარჩა მეუღლე  და  ქალიშვილი.




ფრიდონ (სპირიდონ) თირქია - მებრძოლი; დაიბადა 1954 წლის 22 მაისს. მაიორი, ფრიდონ (სპირიდონ) თირქია მსახურობდა 23-ე ბრიგადის, მე-2 საარმიო კორპუსის, ცალკეულ სარემონტო-აღდგენით ბატალიონში, იყო მეთაურის მოადგილე.  დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, აეროპორტის მიდამოებში, შეტაკების დროს.


პანაშვიდი ჩაატარა არქიმანდრიტი პიმენი (ერისკაცობაში რომან ქარდავა) დაიბადა გალში საქართველოს ქუჩაზე, სამების საკეთდრო ტაძრის ღვთისმსახური

სამების საკეთრო ტაძარში დასვენება მოხდა 07 დეკემბერი 2022 წელს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0