სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნიქაბაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

355       ბეჭდვა

მერაბ ნიქაბაძე 1959-93წწ დაკარგ. 34 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

მერაბ ნიქაბაძე ჯანსუღის ძე  დაიბადა ქ. თბილისში 1959 წლის 7 სექტემბერს. სხვა წყაროში მიქაბაძეა

წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/30

გვარი არის სოფელი ფარცხანაყანები წყალტუბო, მერაბის ბაბუა (ნოე ნიქაბაძე), აბაშაში იყო ჩასახლებული, მერაბის მამა აბაშაში დაიბადა.




1966-1976  წლებში სწავლობდა  ქ. თბილისის  140-ე  საშუალო სკოლაში. 

1978-1980 წლებში  მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

1981 წელს დაოჯახდა.


1981 წელს ჩააბარა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა გამომცემლობა ,,ნაკადულ“-ში.

1985 წლიდან მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახელობის წიგნის ფაბრიკაში.

1991 წელს მონაწილეობას ღებულობდა სამაჩაბლოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.

ფოტოზე მერაბ ნიქაბაძე ადევს ლოგო

1992 წლის 3 სექტემბერს შევიდა ,,ავღანელთა“ ბატალიონში.

1993 წლის აგვისტოს თვიდან მსახურობდა უშიშროების სისტემაში.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ზემდეგი  მერაბ ნიქაბაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.


მერაბ ნიქაბაძე
ნიქაბაძე მერაბ ჯანსუღის ძე დაიბადა 1959 წლის 7 სექტემბერს. ცხოვრობდა ქ. თბილისში.
მ. ნიქაბაძე იყო ავღანელთა კავშირის წევრი. იგი ბატალიონ „ავღანელში“ ირიცხებოდა 1992 წლის 3 სექტემბრიდან. როგორც ბატალიონ „ავღანელის“ მეთაური გურამ ჯანიაშვილი იგონებს, მ. ნიქაბაძე მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ასრულებდა დანაყოფი.

სოხუმის დაცემის საბედისწერო დღეს – 1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ ნიქაბაძე იმყოფებოდა ქ. სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში. ბრძოლები მინისტრთა საბჭოს შენობისათვის მიმდინარეობდა 27/IX-ის დილიდან საღამოს 16 სთ-მდე, როცა მტერმა შეძლო შენობის აღება. თვითმხილველთა თქმით, საღამოსათვის შემოტევები გაძლიერდა იმდენად, რომ ბატალიონის ნარჩენებს უკვე აღარ შესწევდათ მტრის შეჩერების უნარი. აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბანდებმა, რუსი ოკუპანტების ხელშეწყობითა და მეთაურობით შეძლეს მინისტრთა საბჭოს შენობის აღება. ამ ბრძოლაში იკარგება მერაბ ნიქაბაძის კვალი. სავარაუდოდ, იგი ამ ბრძოლაში გმირულად მებრძოლი, დაიღუპა მტრის ხელით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის N877 განკარგულებით მერაბ ნიქაბაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გარდაცვალების იურიდიული ფაქტის დადგენით გაიცა გარდაცვალების მოწმობა, რომლის საფუძველზეც მ. ნიქაბაძე ითვლება აფხაზეთში დაღუპულად.





საქართველოს უახლოესი ისტორიის ომებიდან უამრავი გმირი შემორჩა, რომელთა სახელები ქართველებისთვის ნაცნობია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ფართო საზოგადოება არ იცნობს… ერთ-ერთი ასეთი მერაბ ნიქაბაძეა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაკარგვამდე, ბოლო წუთამდე დარჩა… მისი კვალი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

აფხაზეთის ომის გმირის შვილი, ლევან ნიქაბაძე მამას იხსენებს და იმედოვნებს, რომ სოხუმიდან გადმოსვენებულ 91 გმირის ნეშტს შორის მამამისიც იქნება…

2005 წლის 25 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის #877 განკარგულებით, მერაბ ნიქაბაძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

– მამა “ავღანელთა ბატალიონში” 1992 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იქ მხოლოდ ომში გამოცდილებს იღებდნენ, რომელთაც “სხვანაირი” პიროვნული თვისებები ჰქონდათ… მამა სამაჩაბლოს ომის მონაწილე იყო, საბრძოლო ნათლობა იქ მიიღო.

– პროფესიით ვინ იყო?

– ფილოლოგი. შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის ფაბრიკაში გამომცემლობის დირექტორი იყო, რუსულიდან თარგმნიდა წიგნებს: ლინდა გუდმენის “ჰოროსკოპი”, ვოლდემარ ბრანკის “პატარა ადამიანი დიდ გზაზე” და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები მისი თარგმნილია… სამაჩაბლოს ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ გაწვევითაც მოუწია… მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, იქაც წავიდა და თუ არ ვცდები, 1992 წელს, “ავღანელთა კავშირის წევრი” გახდა – მათ ბატალიონშიც ჩაირიცხა. რადგან გამოცდილება ჰქონდა, ცხელ წერტილებში ფრონტის წინა ხაზზეც მიდიოდა… მაშინ 11 წლის ვიყავი და მამის შესახებ ბევრი რამ კარგად მახსოვს. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სახლში ხანდახან ჩამოდიოდა. კონტუზირებულიც ჩამოსულა, მაგრამ უკან მაინც ბრუნდებოდა… ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, 24 სექტემბერს გაფრინდნენ.

მძიმე დღეები იყო… ვიდრე გაფრინდებოდა, რამდენჯერმე სცადა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ფრენა გადაიდო. ბოლოს, როდესაც სახლის ტელეფონზე დაურეკეს, მამამ უპასუხა, – აგაშენა ღმერთმაო… ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა… უხაროდა, წასვლა რომ გადაწყდა… აღმოჩნდა, რომ დედას მისი ფორმა გარეცხილი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სველი იყო. ძალიან უყვარდა სამხედრო ფორმა. ჰოდა, ივანე კოტორაშვილივით, სამოსი გაწურა, სველი ჩაიცვა და წავიდა… იმ დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავი აფეთქდა… 25 სექტემბერს, სოხუმის სატელევიზიო ანძის აღებაში მონაწილეობდნენ, 6 კაცი დაეღუპათ. შემდეგ ბრძანება მიიღეს და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს – “სოვმენის” შენობაში გადავიდნენ. მას შემდეგ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, მაგრამ დოკუმენტურად გადმოცემული და შესწავლილი დეტალები არსად წამიკითხავს…

– აფხაზებიც დუმან…

– იმიტომ, რომ ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი… თუ იმ ყაბარდოელი ტამირის მონათხრობს არ ჩავთვლით, ცოტა რამ არის ცნობილი.

– თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მამაზე?

– სოხუმის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა მებრძოლმა მამას სიკვდილის ცნობა ჩამოგვიტანა, თუმცა, თავიდანვე რაღაც-რაღაცები დაუზუსტებელი იყო, – ჯერ თქვეს, მოკლესო, შემდეგ – თავი მოიკლაო… ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ თავის მოკვლის ვერსია მაინც არ მიმაჩნია სარწმუნოდ… ვიცი, მოწინააღმდეგეებს მასზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული (მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც დიდხანს იბრძოდნენ). ორივე მხარეს ჰქონდა ერთმანეთზე ინფორმაცია, მეტიც, გვარ-სახელებითაც იცნობდნენ ურთიერთს. იყო შემთხვევები, როდესაც პოზიციებით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და გადაძახილები ჰქონდათ… ის ყაბარდოელი ტამირი იხსენებს, როდესაც ჩაგვბარდნენ და გასაიარაღებლად შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო… დეტალურად აღწერს მამას… სხვა “ავღანელი”, სახელად მერაბი, იმ 70 ადამიანში არ ყოფილა. სოხუმის მაშინდელ ეპარქიაში მეუფე დანიელი მსახურობდა, რომელმაც მამას ჯვარი აჩუქა, რომელიც სულ თან დაჰქონდა… ფოტოებშიც ჩანს… როგორც ვხვდები, ხელყუმბარა არ გამოიყენა, რადგან იქ მისიანებიც იყვნენ. შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს გაუგია, რომ “ავღანელი” იყო. მათაც ჰყოლიათ ბატალიონში ავღანეთის ომის მონაწილე და ის მიუშვეს, რომ დალაპარაკებოდა…

მამა მორწმუნე კაცი იყო და შესაძლოა, ამანაც შეაჩერა ან როგორც უკვე ვთქვი, თავისიანები ვერ გაწირა: აფეთქებისას ყველანი დაიხოცებოდნენ. ერთი სიტყვით, კავკასიური სოლიდარობა გამოუჩენიათ, ვაჟკაცი ხარ და გაგიყვანთო. მოლაპარაკების შედეგად, ხელყუმბარა გამოართვეს. მამასთვის იარაღის ჩაბარება მოუთხოვიათ, მაგრამ არ მიუცია, მჭიდი მოუხსნია და უთქვამს, – იარაღს ვერ მოგცემთო… შემდეგ, ამ ჩრდილოკავკასიელებმა გამოიყვანეს, მაგრამ იმ კადრებში მამა არ ჩანს. ტამირი ჰყვება, “რაფში” ჩასვესო, მაგრამ ისიც თქვეს, შემდეგ “იკარუსის” ავტობუსით წაუყვანიათო…

– ყაბარდოელი ტამირი იმასაც ამბობს, – ტყვეები შენობიდან რომ გამოვიყვანეთ, აფხაზები ისე აგრესიულად იქცეოდნენ, ჰაერში გასროლა დაგვჭირდა, ტყვეები რომ გაგვეყვანაო…

– დიახ და შეიძლება, შემდეგ “რაფსა” და “იკარუსში” გადაანაწილეს. რადგან ყველანი ერთად გაიყვანეს, იქ ნიღბიანები დახვედრიან, სავარაუდოდ, რუსები ან აფხაზები და ტყვეები წაურთმევიათ. შარტავასა და გაბისკირიას საბუთები მათ დაუტოვებიათ…

– სად იკარგება მამათქვენის კვალი?

– “სოვმენის” შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მამა არც ცოცხალი, არც დაღუპული არავის უნახავს… ვინც მამას სიკვდილის ამბავი ჩამოგვიტანა, ისიც ვიღაცის მონაყოლს იმეორებდა… გენადი ფიცხელაური ქისტურ დიალექტზე საუბრობდა. ამიტომაც, ერთ-ერთმა ქისტმა გადაარჩინა და ერთი თუ ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. ის არაფერს ჰყვებოდა, რადენჯერმე დაათვრეს კიდეც. იხსენებდა, როგორ გაარიდეს სიტუაციას, მაგრამ მამაზე არაფერს ამბობდა… ბოლოს, აფხაზეთიდან სულ 91 ადამიანის ნეშტი ჩამოასვენეს, 25-ის იდენტიფიკაცია მოხდა და იმედი მაქვს, დანარჩენებში მამაც იქნება. ეს ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და გაირკვევა, მამაც სხვებთან ერთად იყო და დახვრიტეს თუ არა… შესაძლოა, რადგან იარაღი არ ჩააბარა, ვიღაცამ იცნო, დაინახეს ალბათ იარაღიანი ქართველი და ესროლეს. რა იცოდნენ, იარაღში ტყვიები რომ არ იდო? ამ ვერსიასაც განიხილავენ, თუმცა, მეორე ვერსიით, ის ყველასთან ერთად დახვრიტეს.

– ალბათ, სულ ელოდით…

– დიახ, სულ ველოდით, წლები გავიდა მის ლოდინსა და ძებნაში… ბებიაჩემი, ჯილდა თოფურიძე მართლაც მთელი ცხოვრება ელოდა. შემდეგ, მან სხვებთან ერთად დააარსა ფონდი “მოლოდინი”… იმავე სახელწოდების გაზეთიც გამოდიოდა, თვეში ერთხელ და ბებია მისი რედაქტორი იყო. აფხაზეთშიც ჩადიოდნენ, ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულთა გადმოსვენების ამბები მათი დაწყებულია… ომის დასრულებიდან მალევე, პირველ წლები, აფხაზებთან, დაღუპული მეომრების ოჯახებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. იმათაც ჰყავდათ უგზო-უკვლოდ დაკარგულები და მათ პოვნაში ეხმარებოდნენ… ბებია 2012 წელს გარდაიცვალა და დაკარგული შვილის ტკივილი თან გაჰყვა… ხშირად ეშლებოდა და მამაჩემის სახელს მეძახდა და მერე ამაზე ტიროდა… მამას დაღუპულად არასდროს ვიხსენიებდით, თუმცა, ბოლო წლებში მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი, – ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქამდე აუცილებლად გამოჩნდებოდა… თავდაპირველად, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ვიღაცები გვატყუებდნენ, – ვიცით, რომ ტყვედ არის და მის გამოყვანაში დაგეხმარებითო… გვეუბნებოდნენ, რომ “პარტიზანები” იყვნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მასზე ინფორმაციას გვპირდებოდნენ. თუმცა, მალევე ირკვეოდა, რომ გვატყუებდნენ… შემდეგ თანდათან ყველაფერი მიწყნარდა და მივხვდი, რომ მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო…

ლალი პაპასკირი


შვილი ლევან ნიქაბაძე დაბ. 1982 წელს თბილისში
 
ჰყვს ქალიშვილიც

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2021
ბოლო რედაქტირება 23.09.2023
სულ რედაქტირებულია 12





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0