სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

”გელაშვილი”_ ეპონიმური ტიპის გვარსახელი. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე _ ”გელა” და სუფიქსაცია - ” შვილი”, გვარსახელი ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთრი სახელი, ეპონიმი - ”გელა”.
”მგელი” - მამაკაცის ქართული არა ქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო ”გელა”,  ”გელიტა”, ”გელიკა”, და სხვა მისი შეკვეცილი და კანონებითი ფორმები. გვარსახელით ”მგელ-გელ” _ ფუძისანი არიან: მგელაძეები, გელაძეები,გელავები, გელოვანები, გელსაურები, მგელიაშვილები, გელიაშვილები, მგელაურიძეები, გელუაშვილები გელიტაშვილები, გელიკაშვილები, მგელაშვილები, გელაშვილები და სხვა. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლის ნათესაობაზე.

გელაშვილები ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანი (რიგით მესამე) გვარია საქართველოში.
1995 წლის თებერვლის მონაცემებით საქაეთველოს ტერიტორიაზე გელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 18000 სულს აჭარბებს.

გელაშვილთა გვარის ისტორია