სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
გეგელაშვილი სოლომონ დავითის ძე (1885-1972) რუსეთის პოლკოვნიკი ყარსი
ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი გეგელაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

358       ბეჭდვა

გეგელაშვილი სოლომონ დავითის ძე (1885-1972) რუსეთის პოლკოვნიკი ყარსი

გეგელაშვილი სოლომონ დავითის ძე (1 მაისი, 1885-4 თებერვალი, 1972სოლომონ გეგელაშვილი დაიბადა 1885 წლის 1 მაისს აზნაურ დავით გეგელაშვილის ოჯახში. წარმოშობით ყარსის ოლქიდან იყო. სამხედროები იყვნენ მისი მამა და ბაბუაც. შესაბამისად სოლომონიც სამხედრო სასწავლებელში განამწესეს. დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი (1902) და მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი (1905). გაანაწილეს ნოვგოროდში განლაგებულ 22–ე საარტილერიო ბრიგადაში პოდპორუჩიკის ჩინით.

1914 წელს სოლომონ გეგელაშვილი იმავე ბრიგადის შემადგენლობაში ჩაება პირველ მსოფლიო ომში, ოღონდ უკვე, როგორც ბრიგადის მეთაური. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით მახვილებითა და ბაფთით და გიორგის ოქროს იარაღით. წარჩინებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება.

1917 წლიდან პოლკოვნიკი გეგელაშვილი 22–ე საარტილერიო ბრიგადის დივიზიონს მეთაურობდა, სანამ 1918 წლის დასაწყისში არტილერისტები ფრონტიდან კვლავ ნოვგოროდში არ დაბრუნდნენ. ბრიგადის დაშლის შემდეგ იგი სამხრეთ რუსეთში გაემგზავრა ბოლშევიკებთან საბრძოლველად. თავდაპირველად მსახურობდა მოხალისეთა არმიის ოფიცერთა ბატალიონში. მოგვიანებით იყო II მსუბუქი საარტილერიო დივიზიონის II ბატარეის მეთაური სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1919 წლის 12 იანვრიდან ხელმძღვანელობდა სასწავლო–მოსამზადებელ საარტილერიო სკოლის ბატარეას, ხოლო შემდეგ II საარტილერიო ბრიგადას. 22 ივლისიდან ოქტომბრამდე იმავე ბრიგადის III დივიზიონის მეთაური იყო, ნოემბრიდან კი – კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის II დივიზიონის უფროსი. მონაწილეობდა „ბრედის ლაშქრობაში“ პოლონეთის ფრონტზე, ხოლო 1920 წლის მაისიდან ირიცხებოდა ყირიმში დისლოცირებული რუსული არმიის შემადგენლობაში.

1920 წლის ნოემბერში სოლომონ გეგელაშვილი კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში ევაკუირებულ იქნა თურქეთში, გალიპოლის ნახევარკუნძულზე. გალიპოლის ბანაკიდან მოხალისეთა კორპუსის შემადგენლობაში გადავიდა ბულგარეთში. 1921 წლის თებერვალში მსახურობდა კორნილოვის საარტილერიო დივიზიონის II ბატარეაში.

1924 წელს სოლომონ გეგელაშვილი დედასთან, დებთან და დისშვილებთან ერთად ჩეხოსლოვაკიაში გადავიდა. ამ ქვეყნის მთავრობას სპეციალისტები სჭირდებოდა, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო განხრით. გენერალ ვრანგელის ნებართვით პოლკოვნიკი გეგელაშვილი ჩეხოსლოვაკიის არმიაში შევიდა. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, დივიზიონს, I საარტილერიო პოლკს. სულ მალე დაიმსახურა ჩეხ და სლოვაკ თანამებრძოლთა პატივისცემა. 1939 წლისთვის იგი უკვე ჩეხოსლოვაკიის არმიის მაიორი იყო.

სოლომონ გეგელაშვილის მთელი ოჯახი გალიპოლელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი და, კლეოპატრა ასეევა ხელმძღვანელობდა „გალიპოლელთა საზოგადოების“ ქალთა კომიტეტს, ხოლო დედას, ქალბატონ ანას, პრაღის რუსი მოსახლეობა „პრაღის გალიპოლელთა ბებიას“ ეძახდა.  

თავად სოლომონ გეგელაშვილი იყო „რუსული საერთო–სამხედრო კავშირის” (POBC) განყოფილების უფროსი, აგრეთვე, „გალიპოლელთა საზოგადოების“ თავმჯდომარე პრაღაში.  

1939 წელს, გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის არმია დემობილიზირებულ იქნა. ჯარიდან განთავისუფლებულმა სოლომონ გეგელაშვილმა განაგრძო საქმიანობა რუს სამხედრო ვეტერანთა ორგანიზაციებში, რადგან ნაცისტები არ დევნიდნენ მათ, ვინც სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. 1944 წლის შემოდგომაზე ცხადი გახდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში მალე საბჭოეთის ძალები შევიდოდნენ. პოლკოვნიკმა გეგელაშვილმა შეძლო გერმანიის საოკუპაციო ხელმძღვანელობისგან პრაღის რუსი მოსახლეობისთვის მიეღო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობით1945 წლის აპრილში გალიპოლელები ბავარიაში გაემგზავრნენ. სწორედ აქ მოუსწრო მათ ომის დამთავრებამ. მოკავშირეებმა ისინი ლტოლვილთა ბანაკში მოათავსეს, სადაც ბატონი სოლომონი მამასახლისად აირჩიეს და ისიც ძალ–ღონეს არ იშურებდა რუსი ვეტერანებისა თუ საბჭოთა ტყვედყოფილების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.  1945 წლის ბოლოდან იგი იყო „POBC“–ის განყოფილების უფროსი გერმანიაში. 1948 წელს არგენტინის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსი ემიგრანტები. რადაგანაც ომისშემდგომ ევროპაში ჭირდა სამსახურის შოვნა, იმავე წლის ოქტომბრის თვეში გეგელაშვილების ოჯახი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა. დასახლდნენ ბუენოს–აირესში. გარკვეული ხნის შემდეგ სოლომონ გეგელაშვილი გახდა „POBC“–ის სამხრეთ ამერიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ უფროსი და „გალიპოლელთა საზოგადოების იქაური განყოფილების თავმჯდომარე; მან აღადგინა კავშირი ჟურნალების –  „Перекличка“ (ნიუ–იორკი) და „Часовой“ (ბრიუსელი), რედაქციებთან, აგრეთვე, გენერალ ა. ა. ფონ–ლამპესთან, რომელიც 1957 წლიდან თავმჯდომარეობდა „რუსულ საერთო–სამხედრო კავშირს“.

სოლომონ გეგელაშვილი სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის საიმპერატორო არმიის ერთგული იყო. გარდაიცვალა ბუენოს–აირესში, 1972 წლის 4 თებერვალს.

წყარო:

1. cadethistory.ru/gegelashvili-solomon-david...

2. ჯავახიშვილი ნიკოსოლომონ დავითის ძე გეგელაშვილი // ქართული დიპლომატია. –2004. – №11. – გვ. 193-194 

 http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/305/

http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=10166


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0