დათო გელაშვილი
სამშობლოს ძახილზე უამრავმა ახალგაზრდამ მიაშურა აფხაზეთს. ისინი არაფერს ერიდებოდნენ, სასწორზე დებდნენ ყველაზეძვირფასს, –– სიცოცხლეს, –– მათ უკან ხომ შვილები, დედები, დები –- ჩვენ ვიდექით.
ბევრი დაბრუნდა, ბევრმაც იქვე იპოვა სამუდამო განსასვენებელი.
დათო გელაშვილი დაიბადა 1965 წლის 10 ივნისს, ხაშურში. დაამთავრა IV საშუალო სკოლის 8 კლასი. ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე, დათო დაეუფლა მძღოლის პროფესიას და მუშაობა დაიწყო ამწეზე, მძღოლად.
1983 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელსაც უკრაინაში, ქ. დონეცკში იხდიდა.
საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნის პირველივე დღიდან, დათო, მის რიგებში ირიცხებოდა და აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდა. ის ტანკისტი იყო და ყოველთვის წინა ხაზზე უწევდა ბრძოლა. ტანკის ეკიპაჟი, რომელშიც დათო შედიოდა, საოცარი გამბედაობით, უშიშარი გადაწყვე ტილებებით გამოირჩეოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დათოს ტანკი მარტოდმარტო შეჭრილა მტრის პოზიციაზე და დიდი ზარალიც მიუყენებია მისთვის.
1992 წლის 1 ნოემბერს, სოხუმის მისადგომების დაცვის დროს, დათოს ტანკს ჭურვი მოხვდა და აფეთქდა. იგი, თავის თანამებრძოლებთან ერთად, ტანკში ჩაიწვა.
საომარი მოქმედებებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის დათოს ოჯახს მიღებული აქვს სახელმწიფოს მეთაურის მადლობის წერილი.
დათოს ერთადერთი გოგონა, თეონა, ამაყობს მამით, მისმა მამამ ხომ მისი და მისი თანატოლების ნათელ მომავალს შესწირა თავი.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური