ვარლამ გელაშვილი ბაგრატის-ძე
რიგითი, მძღოლი. (07.04.1969-28.06.1988)
დაიბადა ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში.
სწავლობდა დოსააფ-ის ტექნიკურ სკოლაში.
1987 წლის 10 მაისს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალციხის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1987 წლის მაისიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა ბრძოლებში. 1988 წლის 28 ივნისს, მზვერავებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგის ჩასაფრება, წარმოებულ ბრძოლაში გელაშვილმა ჩაახშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი, მაგრამ თავად სასიკვდილოდ დაიჭრა თავში.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია სიფელ ჭვინთაში
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია