მარი გელაშვილი ( 1 სექტემბერი 1917) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1938 წელს.
1951-1952წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1980 წლიდან ქუთაისის თეატრალურ დასში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ელისაბედ დედოფალი, ემილია, კორდელია (უ. შექსპირის "ოტელი", "მეფე ლირი", "რიჩარდ III"), დარიკო (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ევრიდიკე (სოფოკლეს "ანტიგონე"), ფაიხოში (დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვ.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.