გელა გელაშვილი დაიბადა 1969 წლის 13 მარტს ბორჯომის რაიონის სოფელ კიმოთესუბანში. აქვე დაამთავრა 4 კლასი, შემდეგ დაბა წაღვერში – 8 კლასი და სწავლა განაგრძო ბორჯომის პროფტექნიკუმში,სანტექნიკა/ბელექტროშემდუღებლის სპეციალობით. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა „თბილსრესში“ მძღოლად. გაწვეული იყო ცხინვალში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საიდანაც 9 თვის შემდეგ, მარჯვენა მკლავის არეში მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა. გამოჯანმრთელებული მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მძღოლად. აფხაზეთში მოხალისედ წავიდა მშობლიური მიწის დასაცავად.ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა ღვიძლის და ფილტვის არეში.მოათავსეს სამტრედიის საავადმყოფოში,სადაც 30 ოქტომბრამდე ებრძოდა სიკვდილს. დაკრძალულია ბორჯომი
ფოტოები გადაღებულია ბორჯომის ვეტერანთა დეპარტამენტში
ფოტოების გააღებაში მოგვეხმარა ბორჯომის მკვიდრი: გიორგი კუპრაძე, კობა გვარამაძე