ბესიკ ობოლაძე გენრის ძე დაიბადა 1971 წლის 28 აპრილს ქ. ხაშურში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/209
1977-1986 წლებში სწავლობდა ასალციხის რ-ნის, სოფ. აწყურის სკოლაში. 1986 წელს სწავლა გააგრძელა ახალციხის შ. რუსთაველის სახელობის 1-ლ სასუალო სკოლაში. 1987 წელს სწავლა დაიწყო ახალციხის 101-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში.
1989-1991 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1993 წელს 22 იანვარს ჩაირიცხა ახალციხის სწრაფი რეაგირების კორპუსში რიგითად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირის რ-ნის სოფელ ტამიშთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
„მე თქვენ გვერდით ვარ, თქვენი სახელოვანი და გმირი შვილი, ბესო“ -- ამ სიტყვების გაგონებას ელის აგერ, უკვე რამდენი წელია უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის მომლოდინე დედა. ელის გაუტეხლად, დაუღალავად და ღმერთმა ქნას, დაუბრუნდეს გმირის შვილი და ცრემლებით გაულღოს გაყინული გული.
დაიბადა 1971 წლის 28 აპრილს, ქ. ხაშურში. დაამთავრა ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის | საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ახალციხის M101 პროფტექნიკურ სასწავლებელში, ვეტ-ფერშლის სპეციალობაზე. 1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ახალციხის რაიონის, სოფ. მინაძის, საბჭოთა მეურნეობაში მექანიზატორად. 1989 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში.
1993 წელს ბესო ჩაირიცხა ახალციხის სწრაფი რეაგირების გვარდიის მე-9 ბატალიონში, ზემდეგად. აფხაზეთში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, ყოველდღე ახალ-ახალი შეტყობინება მოდიოდა იქიდან, მოწინააღმდეგე ძალები ახალ-ახალ შევსებას იღებდნენ და გააფთრებულ შეტევებს ახორციელებდნენ ჩვენი პოზიციების მიმართულებით. საჭირო იყო ჩვენი მხრიდან კონტრმოქმედებების განხორციელება. ახალციხის სწრაფი რეაგირების გვარდიის მე-9 ბატალიონი გადაისროლეს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში, პოზიციების გასამაგრებლად. ბესო და მისი თანამებრძოლები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მოწინააღმდეგეს და დიდი ზარალი მიაყენეს მას ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებით. იბრძოდნენ გმირულად და არ ფიქრობდნენ სიკვდილზე, რადგანაც მათ ზურგს უკან სამშობლო იდგა, სამშობლო, რომლისთვისაც ღირდა თავგანწირვა, რომლისთვისაც წინაპართა სისხლი იყო დაღვრილი და მას, სამშობლოს, დღესაც დაცვა სჭირდებოდა. იცავდნენ და დაიცვეს კიდეც ბოლომდე.
მტერი შეაჩერეს და შეტევაზე გადავიდნენ. ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, მტერმა ჩვენი პოზიციების ზურგში დიდძალი დესანტი გადმოსხა და ბესო, თანამებრძოლებთან ერთად, ალყაში მოექცა. 1993 წლის 2 ივლისი, დღე, რომლის შემდგომაც ალყაში მოქცეულთა ასავალ-დასავალი არავინ იცის და ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ბესომ პირნათლად მოიხადა სამშობლოს წინაშე თავისი ვალი და ღმერთმა ქნას, ის და სხვა მისი დაკარგული თანამებრძოლები ცოცხალნი და საღსალამათნი დაბრუნებოდნენ სამშობლოს და ოჯახებს.
მეათე ზაფხული მოდის უშენოდ, შვილო, ყველას გული მზის სხივით თბება, ზე კი შენი სხივი დღემდის ვერ მიპოვია, რომ გავთბე. ჩემი ტკივილი უცელელია, შვილო, შენ კი ჩემი ფიქრის სათავე ხარ, მონატრებულო სიყვარულო, ნუთუ ერთხელ მაინც არ მოაღწია დედის ქვითინმა შეწამდე, ჩემო ლამაზო, ცისფერთვალა ბიჭო. მერამდენედ ვიმეორებ შენს სახელს, დედა, ყველას შევტირი, შვილო, ჩემს ტკივილს, რომელიც შენმა დაკარგვამ მომაყენა და გული მატკინა, მაგრამ არ ვეცემი, იმედს არ მაკარგვინებს 'უფალი და, ალბათ, ერთ ზაფხულის დილას დიდ სიხარულს მოგვიტანს შენი. გამოჩენით, რომ იცოდე, როგორ მაქვს. გაყინული გული, შვილო, როგორ ელოდება შენი ხელების სითბოს, რომელიც შემომეხსვევა და იტყვის: ,მე თქვენ გვერდით ვარ, თქვენი სახელოვანი და გმირი შვილი, ბესო. თქვენ არ იცით, რომ სახელოვანი გმირის მშობლები ხართ, რომლებმაც გაზარდეთ შვილი საზარელ 'ურჩხულებთან შესაბრძოლებლად,
შე შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ მისი წმინდა კალთის ქვეშ იყოთ. დაფარული, შენ, ჩემო ვაჟკაცო. და. ყველა. შეწნაირი შვილი, იმედი არ მოგვშლოდეს ყველა დაჩაგრელ დედას და ჩვენი სახლის კედღები გაცისკროვნე- ბულიყვნენ შენი მობრძანებით, დედის იმედო,
დედა
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური
აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 28 მარტი 2024 წელს, 10 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი სამხედრო და დასვენებულნი იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში წესი აუგო მამა ნაზარ ბასილაიამ.
1. ქორთიაშვილი ალექსი გივის ძე
2. ობოლაძე ბესიკ გენრის ძე
3. პაპაჩაშვილი გოჩა გურამის ძე
4. გაბელაია ბადრი ოთარის ძე
5. ხოშტარია შოთა ოთარის ძე
6. სირბილაძე ზაზა გივის ძე
7. ჩხეტია კახა გოგის ძე
8. შენგელია კოტე რაჟდენის ძე
9. ქერდიყოშვილი რამაზ ირაკლის ძე
10. მოსიძე ლუიზა ანდროს ასული
სამოქალაქო:
კენჭაძე ჟუჟუნა ივანეს ასული
ჩხეტიანი სოგრატი სამსონის ძე