სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
როლან თუთარაშვილი 1968-93წწ. გარდ. 25 წლის სოფ. იაშტუხი სოხუმი დაბ. ზესტაფონი იმერეთი როლან თუთარაშვილი 1968-93წწ. გარდ. 25 წლის სოფ. იაშტუხი სოხუმი დაბ. ზესტაფონი იმერეთი

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თუთარაშვილი სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

როლან თუთარაშვილი 1968-93წწ. გარდ. 25 წლის სოფ. იაშტუხი სოხუმი დაბ. ზესტაფონი იმერეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

როლანდ  ჟორას  ძე  თუთარაშვილი  დაიბადა  1968   წლის  10  ივლისს  ზესტაფონის  რაიონში.


აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, როლანდ  თუთარაშვილი  1992  წლის  1  იანვრიდან   1993  წლის 19  სექტემბრამდე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  პირველი  ბატარეის  მე-2  ოცეულის , მე-2  ათეულში. მონაწილეობდა   არაერთ  სარისკო  და  საპასუხისმგებლო  საბრძოლო  ოპერაციაში. გამოირჩეოდა  მამაცობითა  და  პატრიოტული  სულისკვეთებით. ახალგაზრდა  მეომარი  თანამებრძოლებს  შორის  დამსახურებული   პატივისცემითა  და  სიყვარულით  სარგებლობდა.


    1993  წლის   16  სექტემბერს, როდესაც  სეპარატისტებმა  მუხანათურად  დაარღვიეს  „სამშვიდობო  ხელშეკრულება“  და  შეუტიეს  ქალაქ  სოხუმის  სრულიად  მოშლილ  საბრძოლო  პოზიციებს, საჭირო  გახდა  ქალაქში  შემოსასვლელი  ადგილების  გამაგრება. სოფელ  იაშტუხის  მიდამოებში დივიზიონის  მეთაურმა  საბრძოლო  რაზმი  გაგზავნა, რომლის  შემადგენლობაში  იყო  როლანდ  თუთარაშვილი.  იგი  21   სექტემბრის  გააფთრებული  პოზიციური  ბრძოლების  დროს  სასიკვდილოდ  დაიჭრა. სამწუხაროდ,მისი  ცხედრის  ბრძოლის  ველიდან  გადმოსვენება  ვერ  მოხერხდა.

     როლანდ  თუთარაშვილმა  დაგვიტოვა  ბრწყინვალე  მაგალითი  იმისა, თუ  როგორ  უნდა  იბრძოლო  სამშობლოსთვის, თუნდაც  საკუთარი  სიცოცხლის  ფასად.


როლანდ თუთარაშვილი დაიბადა 1968 წლის 12 ივლისს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში.1982 წელს დაამთავრა სოფელ მეორე სვირის #1 საშუალო სკოლის 9 კლასი და სწავლა გააგრძელა ზესტაფონის 99-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში,მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმის ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშად. 1992 წლიდან, მოხალისედ ირიცხებოდა აფხაზ ექსტრემისტთა წინააღმდეგ აფხაზეთის 23-ე საარტილერიო ბრიგადაში. იბრძოდა წინახაზზე ტამიშის ზეგნის მიდამოებში, ქ. გაგრასთან, ქ. სოხუმთან. სოხუმთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა ფეხში. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ მწყობრში ჩადგა და ბრძოლა გააგრძელა. მისი თანამებრძოლი მეგობრების და ძმის გადმოცემით, დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს იაშცუხასთან ალყის დროს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას.სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე როლანდს გამარჯვებისა სჯეროდა, მაგრამ ბედმა უმუხთლა. თან გაიყოლია მტერზე საბოლოო გამარჯვებისა და სტუმართმოყვარე ქართული ოჯახის შექმნის ოცნება.

დედის მოგონება 

„თითქმის არ გავა დღე, საათი, წუთი, რომ არ მახსოვდეს ჩემი შვილები, და განსაკუთრებით, ჩემი უდროოდ დაღუპული შვილი. არ ვიცი ისეთი დედა, რომელსაც თავის შვილები არ უყვარდეს. კი, მართალია, ჩემი შვილი დაიღუპა, მაგრამ ჩემს თავს მაინც ბედნიერ დედად ვთვლი, რადგან მან სიცოცხლე სამშობლოს ბედნიერებისათვის გასწირა... ბევრს ვფიქრობ, არა მარტო ჩემს შვილზე, არამედ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ და დაიღუპნენ.ყველა დედას ვუთანაგრძნობ, ვფიქრობ, ჩვენს შვილებს არ დაივიწყებს მომავალი თაობა.მრავალშვილიანი ოჯახი მაქვს. როლანდი ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე,ალალი და კეთილი იზრდებოდა. უყვარდა მეგობრები, ბევრს ოცნებობდა,რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი.ყველა დედას ვუსურვებ ისეთი შვილები აღეზარდოთ, რომლებიც თავისი სამშობლოს ერთგულნი და პატრიოტები იქნებიან. დაე, ყველა ქართველმა იცხოვროს,იშრომოს ერთიან, მშვიდობიან, დამოუკიდებელ საქართველოში.“


ლილი აბესაძე  9.07.1997

მოგონება

   დავიბადეთ ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ მთაგორიან,ძირძველ,ლამაზ სოფელ მეორე სვირში,რომელსაც საკმაოდ კარგი ტრადიციები გააჩნია.გავიზარდეთ მრავალშვილიან,სტუმართმოყვარე ოჯახში,ოჯახური სითბო და მშობლების სიყვარული არ გვაკლდა.გვიყვარდა ჩვენი სოფელი,ჩვენი მხარე,ჩვენი საქართველო.აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე  მე და ჩემი ძმა ერთდროულად,მოხალისედ ჩავწერეთ აფხაზეთის 23-ე საარტილერიო ბრიგადაში.ერთად ვიზიარებდით ჭირსა და ლხინს,მონაწილეობას ვღებულობდით სოფელ ტამიშის ზეგნის,გაგრის,სოხუმის მისადგომებთან ბრძოლებში.საკმაოდ მძიმედ განვიცადე ძმის დაჭრა,ხოლო მისი დაღუპვის ამბავი მეხივით დამატყდა თავს.არასოდეს დამავიწყდება  მისი კეთილი სახე,მისი გრძნობები და ოცნება,რომელიც შეწყვეტილი სიმღერასავით შეწყდა.მისი სიცოცხლე გაგრძელდება მომავალ თაობებში,პატარა ძმისშვილებში,რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ გმირი ბიძის სახელს.მსუბუქი იყოს მის მკერდზე დაყრილი მიწა.

 ძმა როინ თუთარაშვილი






ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2021
ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0