სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 93წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გარდაბანი გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 93წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გარდაბანი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭელიძე სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

329       ბეჭდვა

გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 93წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გარდაბანი

ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება

გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 22 სექტემბერი 1993წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი


გოჩა ოთარის ძე ჭელიძე 1969წ.17 მაისს  დაიბადა გარდაბნის რაიონ სოფ. ახალსოფელში.

მრავალშვილიანი ოჯახი სოფ. სააკაძეში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და გოჩაც ამავე სოფლის სკოლაში შეიყვანეს.

 რვა კლასის დასრულების შემდეგ არდადეგებზე გოჩამ სააკაძის ქურქ-ბეწვეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

სამხედრო სავალდებულო სამსახური ლენინაკანში მოიხადა.

აფხაზეთში  მეგობართან მამუკა გოგალაძესთან ერთად მოხალისედ წავიდა. 1993 წ სექტემბერი იყო, სამწუხაროდ ის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში ვერ დაჯდა.

სეპარატისტებმა ააფეთქეს. წითელი ჯვრის დახმარებით, წლების შემდეგ  მოხერხდა  თვითმფრინავის ბიჭების გადმოსვენება.

 გოჩა და მამუკა დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული სხვა მებრძოლებთან ერთად .




გოჩა ოთარის ძე ჭელიძე 1969წ.17 მაისს  დაიბადა გარდაბნის რაიონ სოფ. ახალსოფელში.

მრავალშვილიანი ოჯახი სოფ. სააკაძეში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და გოჩაც ამავე სოფლის სკოლაში შეიყვანეს.

 რვა კლასის დასრულების შემდეგ არდადეგებზე გოჩამ სააკაძის ქურქ-ბეწვეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

სამხედრო სავალდებულო სამსახური ლენინაკანში მოიხადა.

აფხაზეთში  მეგობართან მამუკა გოგალაძესთან ერთად მოხალისედ წავიდა. 1993 წ სექტემბერი იყო, სამწუხაროდ ის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში ვერ დაჯდა.

სეპარატისტებმა ააფეთქეს. წითელი ჯვრის დახმარებით, წლების შემდეგ  მოხერხდა  თვითმფრინავის ბიჭების გადმოსვენება.

 გოჩა და მამუკა დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული სხვა მებრძოლებთან ერთად .

მიხვდება რომ ველოდები

ვუძღვნი გოჩა ჭელიძეს

ენკენის თვე იდგა, ჰაერში მსუყე შემოდგომის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ბავშვების გარდა, ეს შემოდგომა არავის უხაროდა, რადგან დედასამშობლო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული...

  არავის  უხაროდა  არც შემოდგომა და არც ეს ლამაზი პალიტრა, რასაც უფალი გულუხვად გვჩუქნის, ომის თუ მშვიდონიანობის დროს.

  ახალგათენებული  იყო, როდესაც  უცხო მანქანა მოადგა ჭელიძეების ჭიშკარს.

ეზოში მოფუსფუსე ვაჟმა, სტუმარს ხელით ანიშნა_ მობრძანდიო და  შესაგებებლად  გაეშურა.

ხელის ჩამორთმევისთანავე მოსულმა დამხვდურს მიაგება:

-ყველაფერი ვიშოვე გოჩა, ასე რომ ხვალ მივემგზავრებით!

- მეც  სრული ,,აღკაზმულობა" შევაგროვე, სულ სათითაოდ  მოვაგროვე ყველაფერი, შარვალი, ფეხსაცმელი, ქამარი...

მოკლედ დღეს ღვთისმშობლობაა, მოდი მარტყოფის ღვთაება მოვილოცოთ, მერე კი მეგობარები მოვინახულოთ, პური ვჭამოთ!

ბიჭებმა ერთმანეთს გაუღიმეს და   უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში, გზად  მეგობრებს გაუარეს, გოჩა ღიმილით მიესალმა :

- ბიჭებო, ხვალ  ომში მივდივართ, შუადღის შემდეგ შევიკრიბოთ, გზა დაგვილოცეთ!

სახლში დაბრუნებულ ვაჟს დედა ცრემლმორეული დახვდა, ვაჟი ღიღინით მიუახლოვდა დედას მოეხვია და მოეფერა:

-ცრემლი არ დამანახო დედი!

- ნეტავ რა  მაცრემლებს, განა ჩემი შვილი ომში მიდის?!

- რა ვუყოთ დედი, სამშობლოს უჭირს, ახლა ვისაც ოჯახი და სამშობლო უყვარს, ყველა იქ უნდა ვიყოთ, ახლა სახლში ჯდომა, ღალატის ტოლფასია!

- გავიგე  შვილო, განა არ მესმის, განა მე კი არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხუთი შვილი გავუზარდე ქვეყანას, მაგრამ გული საგულეს არ მაქვს.

- სულ  ცოტაც და მალე დამთავრდება ეს წყეული ომი,  უნდა წავიდე, სიტყვას გაძლევ  ორ კვირაში აუცილებლად დავბრუნდები...

  მეორე დღეს, სისხამ დილით, ჭიშკრამდე  გააცილეს ცოლ-ქმარმა მეგობრები... მიდიოდნენ და უკან დარჩენილი ქალის ლოცვა მიჰყვებოდათ...

   სიტყვა გატეხა ვაჟმა, მისი სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული ბაბუშერას მიდამოებში აფეთქებულ თვითმფრინავში ჩაიფერფლა...

მამამ დიდხანს ვერ გაუძლო უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილზე დარდს, დედა კი...

დედა თითქმის ორი ათეული წელი ელოდა, მობინდდებოდა თუ არა სახლში ყველგან ნათურებს აანთებდა, თან თავისმართლებასავით იტყოდა:

გოჩა რომ დაბრუნდება, შორიდანვე შენიშნავს სინათლეს, მიხვდება რომ ველოდები!..


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.08.2023
ბოლო რედაქტირება 09.06.2024
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0