სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე სვიმეონი (ჭელიძე) 1875-1935წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ბუგეული ამბროლაური რაჭა მეუფე სვიმეონი (ჭელიძე) 1875-1935წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ბუგეული ამბროლაური რაჭა

1875-1935 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჭელიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

მეუფე სვიმეონი (ჭელიძე) 1875-1935წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ბუგეული ამბროლაური რაჭა

მიტროპოლიტი სვიმეონი (დ. 1875რაჭის მაზრაბუგეული — გ. 13 ნოემბერი1935თბილისი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.


მიტროპოლიტი სვიმეონი, ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე, დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 


1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.

1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს “მწყემსში” , “შინაურ საქმეებში” , “ივერიას” და “ცნობის ფურცელში”.



ორიგინალი ფოტომატიანე

მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)

მიტროპოლიტი სვიმეონი, ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე, დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს თბილისის სემინარიაში უკვე იყო სერიოზული დაპირისპირება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზრდებსა და მორწმუნეთა შორის, ხშირად ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. სემინარიელმა სილიბისტრო ჯიბლაძემ სასტიკად სცემა სემინარიის რექტორი. ახალგაზრდა სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1912 წელს დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი რაჭას ესტუმრა. ყველა სოფელში, სადაც მგოსანი გაივლიდა, იყო ხალხმრავლობა და საზეიმო განწყობა, ყველას სურდა ახლოს ენახა დიდი ქართველი პოეტი და გამოეხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ. მღვდელ სიმონ ჭელიძეს აკაკისათვის გამართულ ერთ-ერთ სუფრაზე უთამადია და ამ სიტყვებით მიუმართავს მისთვის: "თქვენი ცხოვრების წარსული და აწმყო ნებას მაძლევს გონების თვალით გადავხედო იმ დროს, როდესაც მაცხოვარი წაესწრო გალილეის ტბაზე მებადურ ებრაელებს და მათგან აირჩია მოციქულები. მაღალი სწავლა ქრისტიანობისა მოციქულებად მოითხოვდა ისეთ პირებს, რომელთაც უნდა უარეყოთ ყოველივე სოფლიური და მთელი არსებით შესდგომოდნენ ქრისტეს სახარების გავრცელებასა და განმტკიცების საქმეს. მოციქულებმა ზედმიწევნით შეასრულეს ღვთაებრივი მასწავლებლობა, როდესაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მოჭირნახულევ, წამოიზარდეთ და შესძელით საღი გონებით გემზირათ ქვეყნისათვის, ქვეყნის მაცხოვარმა ძვირფასმა სამშობლომ თითქოს მოგმართა მაცხოვრის აღნიშნული სიტყვებით, რომ მისი სიყვარულისათვის ყოველივე ამქვეყნიური დაგეტოვებინათ. თქვენ, როგორც ზეგარდამო მადლით განგრძნობილმა მოციქულმა საქართველოს დიდებისამ, კიდეც შეასრულეთ დიდმნიშვნელოვანი მოწოდება სათაყვანებელი სამშობლოსი: დაუტოვეთ მამა, დედა, ცოლი, ძე და ასული, აღიღეთ ჯვარი სამშობლოს მსახურებისა და ნახევარ საუკუნემდე მეტი დაუღალავად ატარებთ მას თქვენდა სასახელოდ და ჩვენდა სასიქადულოდ. დღეს პირნათლად და მოციქულებრივი ბრწყინვალებით დგახართ ქართველი ერის წინაშე შემკობილი უკვდავების გვირგვინითა, რომლის ძარღვს და ფოთლებს შეადგენს უსაზღვრო სიყვარულის გრძნობა მამულისა თავისი უსაყვარლესი შვილისადმი." (56, 70).


1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. მეუფე სვიმეონს ურთულეს პერიოდში მოუხდა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება. ამ დროს საქართველოში ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. დაპატიმრებული იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა, დაპატიმრებული იყო კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელ¬მთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. ეპისკოპოს სვიმეონს ვიღაცამ შეატყობინა, რომ შენი ქუთათელობა არ უნდათო და მანაც უსაბუთოდ დაიჯერა ეს ჭორი. გულმოსულმა თბილისში დეპეშა აფრინა - ვწყვეტ საკათოლიკოსო საბჭოსთან ურთიერთობასო. ეპისკოპოს სვიმეონის შეცდომა იყო ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და დროებითი მმართველობის წევრად თანხმობის მოცემა. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა მიტროპოლიტ დავითსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს შორის. საკათოლიკოსო სინოდმა ეპისკოპოს სვიმეონს თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ დავითის პენსიაზე გაშვების შესახებ, მაგრამ უწმიდესისა და უნეტარესის, ქრისტეფორე III-ის რეზოლუციით იგი გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედელად, ხოლო ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს 1930 წელს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.


1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ისაუბრა განსვენებული მღვდელ¬მთავრის ღვაწლზე და პიროვნულ ღირსებებზე. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს "მწყემსში", "შინაურ საქმეებში", "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში."



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2021
ბოლო რედაქტირება 11.10.2023
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0