გიზო ჭელიძე (1931-2012) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს.
1956-1958 წწ. მუშაობდა ბათუმის რაიონულ გაზეთ "კოლმეურნის გზის" რედაქციაში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1958-1965 წწ. მახარაძის (ამჟამინდელი ოზურგეთის) რაიონული გაზეთის "ლენინის დროშის" (ამჟამინდელი "ალიონის") რედაქციაში კორექტორად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 1964-1967 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ასპირანტი. გიზო ჭელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი - "ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი მოთხრობები", გამოქვეყნდა 1954 წელს. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994). საზოგადო მოღვაწე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ფოლკლორული წყაროები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური დრამა", დაიცვა 1994 წელს.
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
ბიბლიოგრაფია
- უკეთუ დაგივიწყო, ისრაელო! (ავტორი). - თბილისი, ინოვაცია, 2006. - 92გვ.
- მიხეილ ჯავახიშვილი და ფოლკლორი (ავტორი). - ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1984. - 109გვ.
- მზე დედაა ჩემი... : ქართველი ქალი ხალხურ შემოქმედებაში (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1976. - 62გვ.
- წყაროსთვალი : ქართული წიგნის ისტორია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1974. - 45გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013744/