სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე, დაბ.1845წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კონდოლის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესია ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე, დაბ.1845წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კონდოლის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი ჭელიძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე, დაბ.1845წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კონდოლის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესია

1845 წლის 26 იანვარს დაიბადა.

1866-72 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1872 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და რუისპირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ახლად გახსნილი ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 31 ივლისს იკურთხა.

1876 წლის 29 ნოემბერს ეკლესიის კეთილმოწყობისათვის და სინდისიერი სამსახურისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1879 წლის 5 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1880 წლის 29 სექტემბერს კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყავნეს.

1884 წლის 5 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1884 წლის 11 დეკემბერს კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1887 წლის 28 თებერვალს სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობა გამოეცხადა.

1887 წლის 15 აპრილს სკუფია უბოძეს.

1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

1897 წლის 31 მაისს თელავის ქარხნის სანთლის საწყობის სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა.

1901 წლის ოქტომბერში კვლავ გამოეცხადა მღვდელმთავრული მადლობა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

მღვდელი გიორგი 1913 წლის 24 მაისს გარდაიცვალა და მის ოჯახს წმინდა სინოდმა 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე ეფემია პავლეს ასული დაბადებული 1855 წელს და შვილები: კონსტანტინე - დაბადებული 1873 წელს, ზაქარია - დაბადებული 1886 წელს და ნინო - დაბადებული 1891 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0