ამბაკო ჭელიძე (1878-1940) დაიბადა ამბორალურის რაიონის სოფელ ბაჯში.
1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ივერიის" რედაქციაში. 1923-1929წწ. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში. 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ა. ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია.
წყარო: fereidani.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოება, წევრი
ბიბლიოგრაფია
- ფერეიდნელი ქართველები. - თბილისი, ლიტერატურის მუზეუმი, 2011. - 207გვ. . - ISBN: 978-99940-28-66-5
- ექვსი წელი სპარსეთში . - თბილისი, მეცნიერება, 1964. - 131გვ.
- ფერეიდნელი ქართველები. - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951. - 108გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001020/