სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მერაბ ჭელიძე თამაზის ძე  1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა მერაბ ჭელიძე თამაზის ძე  1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჭელიძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

356       ბეჭდვა

მერაბ ჭელიძე თამაზის ძე 1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხულო აჭარა

მერაბ ჭელიძე თამაზის ძე სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


არც პროფესიულ ფიცს უღალატა და არც სამშობლოსთვის მიცემულ პირობას. ქართველი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ომში წავიდა. სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. მერაბ ჭელიძე თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.

 


ნათელა ჭელიძე, დედა: „რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად მსახურობდა. პროფესიით ექიმი იყო. აგვისტოს დღეებში, რომ გაიგო ჯარისკაცები გორში მიდიოდნენ, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. როცა ტელეფონით გვიკავშირდებოდა, სულ გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა: „კარგად ვარ, არ ინერვიულოთო“, მაგრამ დედის გული ხომ იცით... ტელევიზორს ვუყურებდით მთელი დღე, ბევრს ვერაფერს ვიგებდით, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდით, იქ რაც ხდებოდა, თუმცა ჩემი შვილი ყველაფერს მიმალავდა. აბა, რომელ შვილს უნდა მშობლების ნერვიულობა?.. 9 აგვისტოს 12 საათზე გავიგეთ, რომ ჩემი ბიჭი დაიღუპა, ძმაკაცებმა გაგვაგებინეს.

მერაბი თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე 7 წელი სწავლობდა. სწავლის მერე ჩამოვიდა და ერთი წლის შემდეგ ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა. მესამე თვე იყო, ალბათ, ომში რომ წავიდა... გორში ყოფილან ჩასულები, როცა დაჭრილების დასახმარებლად გადმოსულან სასწრაფოს მანქანიდან, მაგრამ უცებ მანქანა აფეთქებულა, ჩემს ბიჭს კასეტური ბომბის ნამსხვრევი მოხვედრია და იქვე დაღუპულა“.

ჟუჟუნა ჭელიძე, და: „გორში წასვლამდე ერთი დღით ადრე დამირეკა, მითხრა: მივდივარ, არ ინერვიულოთ, არ იდარდოთო. მე ვუთხარი: შენ ისეთი ძლიერი ხარ, რა უნდა ვიდარდო, შენ არაფერი მოგივა-მეთქი. თვითონაც გვამხნევებდა, ისეთი არაფერი უთქვამს. 7 აგვისტოს წავიდა, 8-ში დამირეკა დილით, 9 საათზე, რაღაც პრობლემებია და ვეღარ დაგირეკავთ, ტელეფონები უნდა გავთიშოთ. დაძაბული სიტუაციაა, რუსები შემოდიანო. ამის მერე აღარ დაურეკავს. 9-ში გავიგეთ ჩემი ძმის დაღუპვის ამბავი.

ომის მოლოდინი არ ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, როცა საჭირო იქნება, აუცილებლად წავალო და წავიდა კიდეც იმ წუთასვე, როცა საჭირო გახდა.


ჩემმა ბიძაშვილმა გაგვაგებინა მისი დაღუპვის ამბავი. ისიც მასთან ერთად იყო. იარაღს ისროდნენ, მანქანიდან გადმოვედით, გაგვაფრთხილეს, არ გადმოხვიდეთო, მაგრამ მერაბი მაინც გადასულა და დაჭრილებს ჭრილობებს უხვევდა, ამ დროს აფეთქებულა მანქანა, თავში ჭურვის ნამსხვრევი მოხვედრია და მაშინვე დაღუპულა. ტელეფონში ჰქონდათ ჩანაწერი. ხელვაჩაურიდან რომ მიდიოდნენ, გორში გაჩერდნენ, მინდორზეა გადაღებული ყველა ჯარისკაცი, საბრძოლო სიმღერა ისმის. ეს ვიდეო შემოგვრჩა მხოლოდ მისი იქ ყოფნის პერიოდიდან. სულ იმას გაიძახოდა სამსახურთან დაკავშირებით, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს სამშობლოს ვემსახურებიო. თითქოს სულ რაღაც საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ვარჯიშობდა. სამხედრო მეთაურებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ფიზიკური მონაცემებით“.

ვინ იცის, რამდენი ჯარისკაცის გადარჩენა მოასწრო, ვინ მოთვლის, რამდენჯერ დაულოცავთ გადარჩენილი მეომრების მშობლებს მისი მარჯვენა. მერაბ ჭელიძე დღეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირია, რომელმაც ბოლომდე მოიხადა წმინდა ვალი ქვეყნისა და ადამიანების წინაშე.

მერაბ ჭელიძე 1975 წლის 15 ოქტომბერს ხულოს რაიონში დაიბადა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0