მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ლერი დანიელის ძე პირველი 1964-93
ლერი პირველი დაიბადა 1964 წლის 10 აგვისტოს , გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა საქენერგოს დაწესებულებაში - ელექტრიკოსად. 20 წლის დაოჯახდა.
„...ბედნიერი ვიყავი ,- ამბობს თვალცრემლიანი მეუღლე- ქალბატონი ქეთევან ლეთოდიანი, მაგრამ ვაი, რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება. მიჭირს გარდასულ დღეთა უტკივილოდ მოგონება... თუმცა მეამაყება ლერის ვაჟკაცობა... თავისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად , შეძლო ღირესული ვაჟკაცის სახელი დაეტოვებინა ამქვეყნად... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ წლები მონატრების ტკივილს უფრო ამძაფრებს და ერთადერთ ნუგეშად მრჩება, რომ ის სამშობლოს ერთიანობას, მის მომავალ კეთილდღეობას შეეწირა“...
ლერი პირველი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონის მოტომსროლელთა მეოთხე ოცეულში სნაიპერად. ლერი პირველი, 1993 წლის 15 იანვარს, მტრის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, სოფელ ლაბრაში ვაჟკაცურად დაიღუპა. ბატალიონის თანამებრძოლებმა გ. ხუბუამ და ვ. ლეთოდიანმა მისი ცხედარი იქვე მიაბარეს მშობლიურ მიწას.
http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf