1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
დემეტრე I — საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე.
განჯა, ყოფილი ელიზავეტპოლი (აზერ. Gəncə) (ძველ ქართულ და სომხურ მატეანეებში — განძა) — ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია. განჯას ყოფილი სახელწოდები: ელიზავეტპოლი 1804—1920 წლებში, 1920—1935 წლებში განჯა, 1935—1991 წლებში კიროვაბადი.