ჩალისიმე პირველი
აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყების პირველი დღიდან პირველი ჩალისიმე რაჟდენის ძე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო
კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის შემადგენლობაში რიგითად, 1992 წლის სექტემბრიდან.
პირველი ჩალისიმე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში გუმისთის მისადგომებთან. პირნათლად ასრულებდა მეთაურის მიერ მიცემულ საბრძოლო დავალებებს.
პირველი ჩალისმე გმირულად დაიღუპა მდინარე გუმისთის მისადგომებთან, საბრძოლო მოქმედების დროს 1993 წლის 23 სექტემბერს.