ჯანჯღავა თამაზი მელენტის ძე, 1992 წლის ნოემბრიდან მსახურობდა სოხუმის გარნიზონის სამხედრო კომენდატურის გულრიფშის ქვეგანაყოფში სამორიგეო ნაწილში.
თ. ჯანჯღავამ აფხაზეთში საომარი მოქმედების პერიოდში გამოიჩინა თავი, როგორც საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას. გამორჩეულია მისი თავგანწირვა 1993 წლის სექტემბერში გულრიფშის დაცვის დროს, დაჭრილი მეომრების ევაკუაციისას. 22 სექტემბერს ბაბუშერის აეროპორტში დაჭრილი მეომრების გადაყვანისას, მოწინააღმდეგის მიერ აფეთქებულ თვითმფრინავში, ჩაიფერფლა მისი სიცოცხლე.
1997 წელს თ. ჯანჯღავას ნეშთი სხვა დაღუპულებთან ერთად გადმოასვენეს ქ. თბილისში. დასაფლავებულია ძმათა სასაფლაოზე.