ჯანჯღავა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1 ივნისი 1907-1982) შსს მინისტრი 07/04/1954-02/03/1958 გენერალ-მაიორი (1944), გენერალ-ლეიტენანტი (1953);
დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი.
დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1931 წელს, გენშტაბის სამხედრო აკადემია 1948 წელს.
მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), ბესარაბიის განთავისუფლებაში 1940 წელს. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-1958 წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.540
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1930-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
- ღირსების ორდენი
- კუტუზოვის II ხარისხის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- ლენინის ორდენი (2 ორდენი)
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)