სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი

1970-1992 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯანჯღავა სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

305       ბეჭდვა

კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი

ჯანჯღავა კონსტანტინე ზურაბის ძე - დაიბადა 1970 წლის 18 აპრილს თბილისში. გარდაიცვალა 1992 წლის 30 აგვისტო გაგრა კოლხიდა. დაიღუპა კოლხიდის შეტევის დროს. დაკრზალულია ვერის სამოქალაქო სასაფლაოზე (მიშიკო ქორიძესთან ერთად). შავნაბადას ბატალიონი კონტრდაზვერვის უფროსი. მედალი - ვახტანგ გორგასლის III - ხარისხის ორდენი. მედალი - მხედრული მამაცობისთვის.


დაიბადა 1970 წლის 18 აპრილს. 1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-18 საშ. სკოლა. 1988 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა კავშირის ჯარების მესაზღვრეთა ნაწილში ლენინაკანში. სასომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გადმოყვანილ იქნა საქართველოში абхаз. асср. Г. Очамчира в/ч 2011 „тх“.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოვალეობის მოხდამდე ექვსი თვით ადრე მიატოვა სამსახური რუსეთის ჯარში. ჩამოვიდა თუ არა თბილისში ჩააბარა ინსტიტუტში, მოეწყო ეკონომიურ ფაკულტეტზე. პარალელურად გაერთიანდა „თეთრი გიორგის“ მებრძოლთა რიგებში. გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან მის სამსახურში ჩაება და იბრძოდა ყველგან, სადაც საქართველოს მტრები იჩენდნენ თავს, შიდა ქართლსა და აფხაზეთში, ამის შემდეგ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ სამმართველოს განყოფილების უფროსად. წოდებით იყო კაპიტანი.
1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაზე შტურმის დროს შეტევის დაწყებისას წინა ხაზზე იდგა. მტრის მიერ გასროლილმა ჭურვმა, კოტეს მარჯვენა ხელი მოგლიჯა. კოტე ჯანჯღავა ამ ბრძოლაში სამშობლოსათვის გმირულად დაეცა.
გარდაცვალების შემდეგ აქვს მიღებული მედალი „ მხედრული მამაცობისთვის“ და „ ვახტანგ გორგასლის“ მე-3 ხარისხის ორდენი.
რექვიემი გმირულად ქართველ მეომრებისათვის არის რაღაც საკრავური საიდუმლო იმაში, რომ „მხარმზიანი და თმაზე ნამშეუშრალი“ სიკვდილი სწორედ რომ ყველაზე ლაღს, თავისუფალს და ლამაზს აირჩევს ხოლმე, რათა ძალიან დაგვწყდეს გული და კოტესნაირი ვაჟკაცობის გმირული სულის ნაპერწკალით ჩვენც ავენთოთ სამშობლოს სიყვარულით. ეს ლექსიც ლაღმა და თავისუფალმა ქართველმა დაწერა ოდესღაც და ქართული ხალხური საუნჯის უკვდავებაში თავისი წილი უკვდავება შეიტანა. კონსტანსინე ჯანჯღავა სრულად საქართველოს გამთლიანებისთვის იბრძოდა და ყველაზე საუკეთესო რაც გააჩნდა სიცოცხლე-შესწირა. გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე კი ვაჟი გაჩნდა კოტიკო.



    მეხის გავარდნას ჰგავდა თბილისის ცაზე აფხაზეთიდან მოსული ღიმილიანი ბიჭის სიკვდილის ამბავი. აღარ გაივლისო რუსთაველზე კოტე ჯანჯლავა კაცი, რომელიც ერთნაირად უყვარდა დიდსა და პატარას, ნაცნობსა და მეგობარს. ბუნებით დაუდგრომელს ყველაფერი აინტერესებდა და ახალ-ახალი თავგადასავლებისაკენ უწევდა გული. ფათერაკაანი იყო: ჯარში წასვლისთანავე ჯეწინაკანში შეესწრო მიწისძვრას, ბათუმში- მეწყერს, აფხაზეთში. უნივერსიტეტის დარბევას, 9 აპრილის ძეგლის დასაცავად სვანეთის მთებიდან გადავიდა. მეგობრებთან ერთად სოხუმში, ცხინვალთან მოექცა ალყაში.
სიცოცხლე უყვარდა მეგობრების ჭირის გამზიარებელს. მაგრამ, თუ საჭირო. იყო, თავის სიცოცხლესაც არად დაგიდევდათ. აფხაზეთში უნივერსიტეტის დარბევისას დაჭრილ-დახოცილები რომ გამოჰყავდა, ერთ-ერთ ექთანს უთქვამს; წადი, შვილო, თბილისში, აქაურობას გაერიდეო, უპასუხნია: ისეთი დედის გაზრდილი ვარ, თბილისში რომ ვიყო, აქ უნდა წამოვიდეო. როცა უცხოელმა კორესპონდენტმა რუსეთის ჯარიდან გამოქცევის მიზეზი ჰკითხა, უპასუხა: „მე. ის ადამიანი ვარ, მონობას რომ ვერ ეგუება. თავისუფალი ვარ და ვიქნები მუდამ. და ვინც ამაში ხელს შემიშლის და ჩემს დამონებას დააპირებს, სამართლიან სასჯელს ვერ გაექცევა. თუ მტერი ფიზიკურად მომერევა, სულს ვერანაირი ძალით ვერ დაჯაბნის. და ეს იმიტომ, რომ მე საქართველოსავით ლაღი და თავისუფალი ვარ“,
«და მან საქმით დაადასტურა თავისი სიტყვა. საქართველოს კონტრდაზვერვის საიდუმლო განყოფილების გაგრასთან პირველი გადავიდა შეტევაზე. სწორედ. გვერდით პირველი ჭურვა და ხელი მოწყვიტა. მანამ ესროდა მტერს შეუჩერებლივ, სანამ საბედისწერო ტყვიამ არ. უწია.
22 წლისა წავიდა კოტე ჯანჯღავა, კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს.

კონსტანტინე ზურაბის-ძე ჯანჯღავა დაიბადა 1970 წლის 18 აპრილს. 1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე18 საშ. სკოლა. 1988 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა კავშირის ჯარების მესაზღვრეთა ნაწილში ლენინაკანში. სასომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გადმოყვანილ იქნა საქართველოში абхаз. асср. Г. Очамчира в/ч 2011 „тх“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოვალეობის მოხდამდე ექვსი თვით ადრე მიატოვა სამსახური რუსეთის ჯარში. ჩამოვიდა თუ არა თბილისში ჩააბარა ინსტიტუტში, მოეწყო ეკონომიურ ფაკულტეტზე. პარალელურად გაერთიანდა „თეთრი გიორგის“ მებრძოლთა რიგებში. გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან მის სამსახურში ჩაება და იბრძოდა ყველგან, სადაც საქართველოს მტრები იჩენდნენ თავს, შიდა ქართლსა და აფხაზეთში, ამის შემდეგ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ სამმართველოს განყოფილების უფროსად. წოდებით იყო კაპიტანი. 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაზე შტურმის დროს შეტევის დაწყებისას წინა ხაზზე იდგა. მტრის მიერ გასროლილმა ჭურვმა, კოტეს მარჯვენა ხელი მოგლიჯა. კოტე ჯანჯღავა ამ ბრძოლაში სამშობლოსათვის გმირულად დაეცა. გარდაცვალების შემდეგ აქვს მიღებული მედალი „ მხედრული მამაცობისთვის“ და „ ვახტანგ გორგასლის“ მე-3 ხარისხის ორდენი. რექვიემი გმირულად ქართველ მეომრებისათვის არის რაღაც საკრავური საიდუმლო იმაში, რომ „მხარმზიანი და თმაზე ნამშეუშრალი“ სიკვდილი სწორედ რომ ყველაზე ლაღს, თავისუფალს და ლამაზს აირჩევს ხოლმე, რათა ძალიან დაგვწყდეს გული და კოტესნაირი ვაჟკაცობის გმირული სულის ნაპერწკალით ჩვენც ავენთოთ სამშობლოს სიყვარულით. ეს ლექსიც ლაღმა და თავისუფალმა ქართველმა დაწერა ოდესღაც და ქართული ხალხური საუნჯის უკვდავებაში თავისი წილი უკვდავება შეიტანა. კონსტანსინე ჯანჯღავა სრულად საქართველოს გამთლიანებისთვის იბრძოდა და ყველაზე საუკეთესო რაც გააჩნდა სიცოცხლე-შესწირა. გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე კი ვაჟი გაჩნდა კოტიკო.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 23.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0