თეიმურაზ კინწურაშვილი შოთას ძე, უფროსი ლეიტენანტი, დაბ. 1958 წლის 2 აპრილს წყალტუბოში.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა - ლესელიძის ბრძოლების დროს ალყიდან არ გამოსულა. იგი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად
1975 წელს დაამთავრა წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლა, ასევე მუსიკის შვიდწლიანი.
1982 წელს ქ. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამტავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფურცელ საგნილავ საამქროში: ოსტატად, სმენის უფროსად,.
1985 წლიდან მუშაობდა ქუტაისის საავტამობილო ქარხნის სამჭედლო საამქროში. საამქროს უფროსის მოადგილედ.
იყო ყველას მიმართ თბილი და ყურადღებიანი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. იგი უყვარდათ და პატიუვს სცემდნენ მის მართალ სიტყვას, ვაჟკაცობას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.
1992 წლის 2 ოქტომბერს რეზერვის უფროსი ლეიტენანტი კინწურაშვილი თეიმურაზი გაგზავნილ იქნა აფხაზეთის რეგიონში გაგრა-კლესელიძის მიდამოებში, საბრძოლო დავალების შსასრულებლად.
გაგრა - ლესელიძის ბრძოლების დროს, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ალყას შემორტყმული იქბნა და მებრძოლები დამოუკიდებლად ცდილობდნენ გამოეღწიათ ალყიდან რეზერვის უფროსი ლეიტენანტი კინწურაშვილი თეიმურაზი ალყიდან არ გამოსულა. იგი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
კინწურაშვილი თეიმურაზი შოთას ძეს სახით საქართველოს შეიარაღეწბულ ძალებს გამოაკლდა ერთგული ჯარისკაცი, სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტი, ოჯახს კი ღირსეული მამა და მეუღლე.
შავი ავაზა და 101-ე ბატალიონი. მიხეილ ცირდავა, Mixeil Tsirdava
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი