მიხეილ კინწურაშვილი (1885-1955) დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ შხეფში. დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს.
1912-1916წწ. მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში; 1916-1919წწ. გორში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922წწ. იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1923-1928წწ. მუშაობდა თბილისის აღმასკომის სტატისტიკური განყოფილების განათლების სტატისტიკის განყოფილების გამგედ; 1928-1929წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905წწ. ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა "ივერიაში", "მწყემსში", "მოგზაურში", "ჩვენ ხმაში", "თეატრსა და ცხოვრებაში", ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს. მიღებული აქვს კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო (1946).
წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.431
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რუსეთის სოციალურ–დემოკრატიული პარტია, წევრი (1905-)
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
ბიბლიოგრაფია
- ძველი სიმღერა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 65გვ.
- ლექსები (ავტორი) // ტ. 1.. - ტფილისი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს მე 4-ე სტამბა, 1922. - 124გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001742/