სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 დავით შოთას ძე კობერიძე  1961-93 წწ გარდ აფხაზეთი დაბ. ბოლნისი  დავით შოთას ძე კობერიძე  1961-93 წწ გარდ აფხაზეთი დაბ. ბოლნისი  დავით შოთას ძე კობერიძე  1961-93 წწ გარდ აფხაზეთი დაბ. ბოლნისი  დავით შოთას ძე კობერიძე  1961-93 წწ გარდ აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კობერიძე სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

273       ბეჭდვა

დავით შოთას ძე კობერიძე 1961-93 წწ გარდ აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

 დავით შოთას ძე კობერიძე  დაიბადა 1961 წლის 22 ივნისს, ქალაქ თბილისში:


შვილის, მარიამ კობერიძის მთგონება

მამა ბოლნისიდან პირველად 1993 წავიდა საბრძოლველად, მაგრამ თვითმ- ფრინავში ვერ მთხვდნენ და უკან დაბრუნდნენ. იმ საღამოს მახსოვს თქვა, ,


წასვლა არ მიწერია, ვინაიდან, პირველად ვერ წავედიო. ალბათ, გული უგრძნობდა, რომ განშორების წუთები ედგა, მაგრამ 19 სექტემბერს საღამთს მანქანით მთაკითხეს. დათო, ბიჭები ვიკრიბებით და მოდიხარო? მამაჩემი, როგორც სამშთბლთოს დიდი პატრითტი და მთყვარული არც დაფიქრებულა. არ მინდა დავივჯერო, რთმ ის საღამო ბოლო შეხვედრა იყთ ჩვენი. ვერასოდეს ვიფიქრებ, რთმ ვეღარ ვნახავ, ვეღარ ჩავეხუტები და ვერ ვეტვყი» რთმ ძალიან მიყვარს. გათენებამდე იარაღს წმენდდა და ემზადებოდა განშორებისთვის... 20 სექტემბერს, უთენია კი წავიდა. მე და ჩემს ძმას არც კი დაგვემშვიდობა, ერთ კვირაში დავბრუნდებით, დარწმუნებული იყთ. მას შემდეგ უქოუკვლოდ დაკარგულა ითვლება. ამდენი წლის შემდეგ მე მაინც იმედი მაქვს, არ ვიცი რისი, არ ვიცი ვისი, არ ვიცი რატომ? მაგრამ მვგერა, რთმ ცთოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდება... 20 სექტემბერი ჩვენი თვგახისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა: ამ დღეს მახსენდება ყველა. ის მთგლენა, ყველა ის ტკივილი რასაც მამის მონატრება ქვია. მამა, რთმელიც ყველბხე ახლთ და იყო ჩემთვის და მთელი ჩვენი თვგახისთვის, მამა, რომელიც ძალიან მენატრება. მამა, რთმლის გარქმეც მე ვაგრმელემ ამ ცხოვრებას... მამა,


4) დავით  შოთას ძე კობერიძე - დაიბადა 1961 წლის 22 ივნისს, ქალაქ თბილისში. 

   მარიამ კობერიძის მოგონებები

 მამა ბოლნისიდან პირველად 1993 წლის 18 სექტემბერს 50 კაცთან ერთად წავიდა საბრძოლველად, მაგრამ თვითმფრინავში ვერ მოხვდნენ და უკან დაბრუნდნენ. იმ საღამოს მახსოვს თქვა, წასვლა არ მიწერია, ვინაიდან, პირველად ვერ წავედიო. ალბათ, გული უგრძნობდა, რომ განშორების წუთები ედგა მის ოჯახთან, შვილებთან, მეგობრებთან ...  ჩვენც გაგვიხარდა, მაგრამ 19 სექტემბერს საღამოს მანქანით მოაკითხეს. დათო, ბიჭები ვიკრიბებით და მოდიხარო?  მამაჩემი, როგორც სამშობლოს დიდი პატრიოტი და მოყვარული არც დაფიქრებულა. არ მინდა დავიჯერო, რომ ის საღამო ბოლო შეხვედრა იყო ჩვენი. ვერასოდეს ვიფიქრებ,  რომ ვეღარ ვნახავ, ვეღარ ჩავეხუტები და ვერ ვეტვყი, რომ ძალიან მიყვარს. გათენებამდე იარაღს წმენდდა და ემზადებოდა განშორებისთვის... 20 სექტემბერს, უთენია კი წავიდა. მე და ჩემს ძმას არც კი დაგვემშვიდობა, ერთ კვირაში დავბრუნდებიო, დარწმუნებული იყო. 



   მას შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამდენი წლის შემდეგ მე მაინც იმედი მაქვს, არ ვიცი რისი, არ ვიცი ვისი , არ ვიცი რატომ? მაგრამ მჯერა, რომ ცოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდება... 20 სექტემბერი ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა. ამ დღეს მახსენდება ყველა ის მოვლენა, ყველა ის ტკივილი, რასაც მამის მონატრება ქვია. მამა, რომელიც ყველაზე ახლო და გამგები ადამიანი იყო ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის, მამა, რომელიც ძალიან მენატრება..... მამა, რომლის გარეშეც მე ვაგრძელებ ამ ცხოვრებას..... მამა, რომელიც ძალიან მაკლია..... ყველაფერს მივცემდი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შემეძლოს მისი ჩახუტება და იმის თქმა, თუ როგორ ძალიან მიყვარს და როგორ  უსაზღვროდ, უზომოდ მენატრება..... ეს ის დიდი მონატრებაა და ის დიდი ტკივილი, რომელსაც ასე ვერ გამოთქვავ, ვერ ავღწერ..... ცრემლი მერევა და ერთი კითხვა მაქვს, რატომ?... რატომ  უნდა მეგრძნო მე ეს ტკივილი?! რატომ უნდა გავზრდილიყავი მე მის გარეშე..... რატომ, რატომ, რატომ......

  ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან, ეს ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომელიც წლების მანძილზე კი არ მსუბუქდება, არამედ,  პირიქით. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ის ტკივილია, რომელსაც დრო ვერ შველის... ძალიან მიმძიმს ამაზე ფიქრი. ცრემლი მერევა თვალზე, რადგან მამა,  რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა და მიყვარს, გვერდით არ მყავს, თუმცა ამაყი ვარ , რომ იგი  სამშობლოს შეეწირა. 

    დედამ და მამამ ერთმანეთი ლატვიაში გაიცნეს, პატარა ქალაქ ლიელვარდეში. მამა იქ მსახურობდა ჯარში 1980 წლიდან. დედაჩემი 1981 წლის ზამთარში გაიცნო და ძალიან მალე დაოჯახდნენ. მე 1982 წელს დავიბადე. სულ მოგზაურობდნენ, ხან თბილისში ცხოვრობდნენ, ხან ლატვიაში ბრუნდებოდნენ. მამა უბრალო ადამიანი იყო, რომელსაც არანაირი სამსახური არ აშინებდა ,მისთვის მთავარი იყო ოჯახის კეთილდღეობა. გული ყოველთვის სამშობლოზე შესტკიოდა, სამშობლოში უნდოდა დაბრუნება და   ჩემი ძმის დაბადების შემდეგ  კი, სამუდამოდ 1990 წელს საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბოლნისში გადმოვსახლდით.

    მამაჩემი ძალიან თბილი, მეგობრული, მოსიყვარულე ადამიანი იყო და ძალიან მალე ბოლნისშიც  ბევრი მეგობარი და ახლობელი შეიძინა. თავის სითბოს და სიყვარულს ყველას უზიარებდა, ძალიან ყურადღებიანი, თბილი მოსიყვარულე და გულახდილი ადამიანი იყო.... მიჭირს დღემდე მასზე საუბარი წარსულ დროში.  ის ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნება , ვინაიდან, სხვანაირად არ შემიძლია ფიქრი. და ამ ფიქრში 24 წელი გასულა...

 იმ  დროს საქართველოში ძალიან ჭირდა ცხოვრება. დედა ლატვიელი მყავს და სულ უნდოდა სამშობლოში დაბრუნება. ვინაიდან, წლები გადიოდა და ვხვდებიდით, რომ დამხმარე არავინ გვყავდა და მაშინ გადაწყდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვა საქართველო. 2001 წლის ივლისში სამუდამოდ დავტოვეთ ჩვენი სამშობლო. ამჟამად ლატვიაში ვცხოვრობთ. მყავს სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟკაცი, რომელიც მამაჩემის სახელს ატარებს. ბავშვებმა იციან, რომ გმირი ბაბუა ყავთ და ამაყობენ. ძალიან უნდათ ჩემი სამშობლოს ნახვა. იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებ ამის ასრულებას და ჩამოვიყვან.  ჩემი ძმაც დაოჯახებულია, ჰყავს ლატვიელი მეუღლე და  ცხოვრობენ გერმანიაში .შოთა, ჩემი ძმა ძალიან პატარა, 4 წლის იყო და ვერ ათვითცნობიერებდა რეალობას და  სულ გვეკითხებოდა მამა სად არისო?!  ერთი საერთო სურათი გვაქვს ოთხივეს და იმ სურათში სულ მამას ესაუბრებოდა და  ყველაფერს უყვებოდა.   

 შოთა კობერიძის (ვაჟი) მოგონებები.

4 წლის ვიყავი, მამა რომ წავიდა, არ ვიცი, სად წავიდა და რატომ, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან მეც ასე მოვიქცეოდი. ბევრი ტკივილისა და გაუსაძლისი მოლოდინის  მიუხედავად, ამაყი ვარ , რომ ვარ დავით კობერიძის შვილი. მამაჩემი გმირია!!!

ბევრს ვერაფერს გავიხსენებ, პატარა ვიყავი, ერთი მონაკვეთი კი ძალიან კარგად მახსოვს. პატარა ვიყავი და  მამას სამეგობრო ესტუმრა. დიდი სუფრა იყო გაშლილი, მამა სუფრის თავში იჯდა. ის იმდენად დიდად გამოიყურებოდა მეფესავით, მე მისი რატომღაც მეშინოდა. ეს მორიდებული და მორცხვი შიში იყო. თუ  რატომ მახსოვს ასე, არ ვიცი. საღამოს ყველანი რომ წავიდნენ, მამამ ლექსის მოყოლა მთხოვა. ,,მგელი და კრავი,, ახალი ნასწავლი მქონდა, მაგრამ იმდენად მერიდებოდა, რომ მეორე ოთახში გავედი და ისე მოვუყევი. რა სამწუხაროა, მამა რომ ბუნდოვნად გახსოვს ადამიანს, გენატრება უსაშველოდ და უკიდეგანოდ... 

 ავთანდილ კობერიძე ( ძმა) მოგონებები

დათო მესამე იყო ოთხ ძმას შორის. უფროს ძმაზე, ჩემზე 5 წლით უმცროსი იყო და მასზე ზრუნვა მე მევალებოდა, ვინაიდან, ორივე მშობლები მუშაობდნენ. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო.  მეზობლის უფროსი ბავშვები ძალიან ანებივრებდნენ და ისიც მთელ თავისუფალ დროს მათთან ერთად ატარებდა. სრული სერიოზულობით ელაპარაკებოდნენ, როგორც ტოლს  და ისიც ძალიან  ცდილობდა, რომ თვითონაც  უფროსივით (დიდივით) მოქცეულიყო და ელაპარაკა. 

   არასდროს დამავიწყდება დათოს თვალები, როცა მეზობელმა წამაქცია და ქვეშ მომიყოლა. 5 წლის იქნებოდა მაშინ. ჯერ გაკვირვებული მიყურებდა, როცა  შეატყო რომ სერიოზულად მიპირებდნენ გალახვას, გერონტას ზურგზე მოახტა და პატარა მუშტები დაუშინა თავში. ასეთი იყო დათო მთელი ცხოვრება, არასდროს არაფრის შეშინებია და არ დაუხევია უკან.

სწავლა განაგრძო 124-ე სკოლაში. მეგობრებისთვის და მასწავლებლებისთვის საყვარელი და მეგობრული იყო,  მხიარული და სამართლიანი. არ გამიგია, რომ დათოს  ეჩხუბა, სანამ არ დაილაპარაკებდა, არ იყო კონფლიქტური და ცდილობდა მის გარშემო ყველა მეგობრული ყოფილიყო. 

     ჯარიდან ჩამოსულს, დათო უკვე ჩემზე უფრო მაღალი და დიდი დამხვდა. დადიოდა ლეგენდები, რომ მისი დათრობა შეუძლებელია, ადრიანად   გაუგო ქართულ სუფრას გემო. ყოველთვის ირგებდა და სხვებსაც არგებდა. იგი ძალიან კომუნიკაბლური იყო. ორი სიტყვა და საჩხუბრად მოსული კაცი ძმად გაუხდებოდა.

შემდეგ ჯარში წავიდა, იმსახურა, დაოჯახდა, თითქმის დამკვიდრდა ლატვიაში. საქართველოს გამოცხადების შემდეგ დათო მეუღლით, მარიამით და შოთიკოთი სამშობლოში დაბრუნდა.

შემდეგ დაიწყო სრულიად უაზრო და დანაშაულებრივი ომი აფხაზეთში... კაცი, რომელიც თვითონ მხოლოდ ორ სიმღერას იწყებდა სუფრაზე ,,ხმალი მომეც და ხანჯალი“, , „შინმოუსვლელო სადა ხარ,, . აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ამ ომში და ისიც წავიდა..... ალბათ, ეს ომიც ამიტომ იყო წამოწყებული,   რომ ჩემი ძმა  წასულიყო... და გმირის სახელი დაემკვიდრებინა .

5) გარსო სარქისიანი

   გარსო გიორგის ძე სარქისიანი. დაიბადა 1953 წლის 23 ივლისს. სკოლა რუსულ ენაზე დაამთავრა, რის შემდეგაც გაიწვიეს ჯარში კამჩატკაზე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდგომ, 1975 წლის 26 აპრილს დაოჯახდა.  სწავლა განაგრძო რკინიგზის საინჟინრო ფაკულტეტზე. 1982 წელს დაამთვრა და მუშაობდა ქ.რუსთავის რკინიგზაზე, ინჟინრად. ჰყავდა და ეველინა სარქისიანი და ძმა აშოტ სარქისიანი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში წასვლამდე სახლში დატოვა ოთხი არასრულწლოვანი შვილი -აგუნიკი, ოქსანა, თამარა და რუდოლფი. 1992 წლის 20 სექტემბერს  ის სამშობლოს დასაცავად წავიდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა , რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო ერთნაირად ტკბილია მისი ყველა შვილისთვის, მისი წარმომავლობის მიუხედავად. როცა ადამიანს გმირის სული აქვს, ვაჟკაცია , ის ყველგან დაიცავს თავის ღირსებას, თავის მიწას და ასახელებს როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე თავის ეროვნებას. ის ორმაგად გმირია, რადგან ქართველებს დაუმტკიცა ერთგულება, სომეხი ერი კი ამაყობს, რომ მათი წარმომავლობის ადამინი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.  



აქსანა სარქისიანის - (შვილი) მონატრება

მამა, იცი რომ მენატრები...მჭირდები... იცი, როგორ მიყვარხარ? როგორ მსურს, რომ ახლაც ჩემს გვერდით იჯდე და ამ ცხოვრების ათას ტკივილსა და დარდს მიმსუბუქებდე... მამა, როგორ მენატრება  ის გავლილი წუთები, რომელიც შენს გვერდით მაქვს გატარებული... არ შეიძლება დროის უკან დაბრუნება? არ შეიძლება, რომ ისევ აქ იყო ჩემს გვერდით?... მაგრამ... მაგრამ, რაც შენ ადრე თქვი, ყველაფერი ამისრულდა... გახსოვს, რომ ამბობდი, შენ გვერდით როცა არ ვიქნები, მაშინ მოგენატრებიო?! ასეცაა...მენატრები...მჭირდები...  ყოველ გაზაფხულზე მახსენდება, როგორ გვიყვარდა მე და შენ აყვავებული ტყემლის ხის ძირას ჯდომა და ჭორაობა, ახლა მარტო მივდივარ ხოლმე... ხის ძირას ვჯდები და ვტირი...  ვტირი... მამა,ახლა ერთსღა გთხოვ, ხშირად დამესიზმრე და სიზმარში მაინც შემივსე ის სიცარიელე, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე... 


14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში


ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი



წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი

გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.07.2021
ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0