ერმილე (გია) ჭითანავა მუშურის ძე დაიბადა 14 მარტი 1965 წელი ბოლნისი დაიკარგა უგზო უკვალოდ 26 სექტემბერი 1993 წელი
ეროვნული გვარდიის ბოლნისის ბატალიონი რიგითი
1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165
დივიზიონის დაარსებიდან მეორე დღეს ორი ბიჭი გამოგვეცხადა. ქართველებს არ ჰგავდნენ. ორივეს სპორტული აღნაგობა და სამხედრო მანერები ჰქონდა. ერთ-ერთმა აშკარად გამოკვეთილი სომხური კილოთი, რუსულად მოგვმართა: «Не подскажете где артиллерия». (ვერ მეტყვით, სად არის არტილერია?) დავუდასტურეთ სწორად მოსვლა.
უცნობებმა ზურგჩანთები მოიხსნეს, იქვე კუთხეში მიაწყვეს და იმავე ბიჭმა მოგვმართა: «Ну тогда ребята, мы к вам. Меня Рудиком зовут». (ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ განაწილებულნი, მე რუდიკა მქვია) ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს.
რუდიკასთან მყოფი მეორე პიროვნება ხმას არ იღებდა. თურმე ცოტა ენა ებმებოდა და ეტყობა მოერიდა ჩვენი. თბილისელი სომხები გამოდგნენ.
ქართულად მშვენივრად საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენთან საუბარს მაინც რუსულად ამჯობინებდნენ. ორივე საბჭოთა ჯარის დესანტში იყო ნამსახურები, ეს ფიზიკურ გარეგნობაზეც ეტყობოდათ. ასეთი ხალხის
შემომატებაზე არც ერთი ქვედანაყოფი არ იტყოდა უარს.
იმავე დღეს ჩვენს დივიზიონს კიდევ ორი წევრი: დათო (ზაური) ახალშენაშვილი და ერმინე (გია) ჭითანავა შემოემატა. თბილისის ზღვა გეოგრაფიულად ბრწყინვალე საწვრთნელი ადგილი აღმოჩნდა. მისი მიმდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორია საშუალებას გვაძლევდა, ტაქტიკური წვრთნები მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა.
საწყისი ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ტოპოგრაფიული რუკა არტილერიაში, თბილისის ზღვაზე მივიღეთ. გარდა ამისა, იგი შესანიშნავი ადგილი იყო ფიზიკური მომზადებისთვის. მისი მთაგორიანი რელიეფი მაქსიმალურად მიახლოებული გამოდგა ფრონტის რელიეფთან.
ითანამშრომლა დამ მაია ჭითანავამ დაბადებულია 28 თებერვალი 1970 წელს
მალხაზ თაყნიაშვილი სერგოს ძე დაბადებულია ბოლნისი 1966 წელი 16. მაისი, დის ქმარი და თანამებრძოლი (ავღანელი)
14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში
ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი
წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი
გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე