სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალექსი ზუმბულიძე 1834-1912წწ დეკანოზი მსახ. ანჩისხატი, დაკრძ. იქვე. დაბ. გორის მაზრა. ალექსი ზუმბულიძე 1834-1912წწ დეკანოზი მსახ. ანჩისხატი, დაკრძ. იქვე. დაბ. გორის მაზრა.

1834-1912 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ზუმბულიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

300       ბეჭდვა

ალექსი ზუმბულიძე 1834-1912წწ დეკანოზი მსახ. ანჩისხატი, დაკრძ. იქვე. დაბ. გორის მაზრა.

ზუმბულიძე, ალექსი დეკანოზი სასულიერო პირი ფოტო გადაღებული 18-May-1898. მფლობელი ლევან თაქთაქიშვილი





დეკანოზი ალექსანდრე ზუმბულიძე 1834-1912წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი ალექსანდრე კირილეს ძე ზუმბულიძე 1834 წელს გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამასთან პირველდაწყებითი განათლების მიღების 
შემდეგ სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა. ხოლო 1852-1858 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა· სემინარიის დამთავრებისთანავე იქორწინა 
სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრებ აზნაურის ქალზე – პელაგია როსტომის ასულ საგინაშვილზე. მათ სამი შვილი შეეძინათ: სიდონია, მართა და გიორგი. 
1858 წელს საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად 
დაასხა ხელი და ერტისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მამა ალექსანდრე კარგად განათლებული და გამორჩეული მოძღვარი ყოფილა. 
წირვის შემდეგ მრევლს აუცილებლად უქადაგებდა და ძალიან მარტივად, დახვეწილად გადმოსცემა ეკლესიისა და წმინდა მამათა სწავლებებს. 
მისი წინამძღვრობის დროს სოფელ ერტისში ძველი ეკლესიის ადგილზე თავადის ასულმა სალომე გაბაშვილმა ახალი ტაძარი 
ააშენა, რომელიც 1869 წელს იკურთხა. ამ საქმეში მამა ალექსანდრესაც მიუძღვის თავისი წვლილი. სასულიერო მთავრობისათვის 
შეუმჩნეველი არ დარჩენილა მისი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობა და იგი ჯერ საგვერდულით, ხოლო. შემდეგ 
სკუფიითა და კამილავკით დააჯილდოვეს. 
გვ445

1883 წელს მღვდელი ალექსანდრე თბილისში ბერძნული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და 
სამკერდე ოქროს ჯვარით დაჯილდოვდა. 
1884 წელს თბილისის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 
1889 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1892 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას სახელობის III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 
1899 წლის 18 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გაითავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 
1900 წლის 23 თებერვალს თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 6 მაისს 
წმინდა ანას სახელობის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1903 წლის ივლისში ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 
დეკანოზი ალექსანდრე 1912 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა. იგი 24 აპრილს დიდი პატივით დაკრძალეს ანჩისხატის 
ტაძრის გალავანში. ამავე წელს წმინდა სინოდმა მის მეუღლეს დაუნიშნა პენსია 230 მანეთის ოდენებით. 
გთავაზობთ დეკანოზ ალექსანდრეს ერთ-ერთ ქადაგებას, რომელიც მან 1865 წელს ერტისის წმინდა გიორგის სახელობის 
ეკლესიაში წარმოთქვა. „მოძღვრება მრევლისთვის კვირა დღით ეკლესიაში სიარულზე“: 
„ვიხარე რომელთა მრქუეს მე, სახლსა უფლისასა შევიდეთ“ (ფს. 121. 1.) 
„წმინდასა წინასწარმეტყველსა დავითს, დარწმუნებულსა სარგებლობასა და საჭიროებასა ზედა ტაძრად, ანუ სახლსა 
ღვთისა სიარულისასა, სადაც ღმერთი განსაკუთრებით იმყოფე
გვ446
ბა მადლითა თვისითა, ესმა რა ხმა მოწოდებისა ეკლესიასა შინა, მხიარულებით აღმოსთქვა: „ვიხარე რომელთა მრქუეს მე, 
სახლსა უფლისასა შევიდეთ“. 
ვითარია, ქრისტიანენო, საჭიროება ტაძრად სიარულისა და ვითარია ამისაგან სარგებლობა? 
საჭიროება და სარგებლობა ტაძრად სიარულისა ცხადნი არიან: რომელს ქრისტიანესაც ჰკითხავ, ყოველი გეტყვის, რომელ 
მას საშინელი სურვილი აქვს შესვლად საუკუნოსა ნეტარებასა შინა, ხოლო მიღებისათვის ამისა პირველი საქმე არს 
სიარული ეკლესიასა შინა. 
ეკლესია არს სასულიერო სასწავლებელი, რომელსა შინა განიმარტებიან მცნებანი ქრისტესნი, ესე იგი – მოვალეობა 
ქრისტიანისა და ყოველივე საზოგადოდ ქრისტიანობრივი სწავლანი: „თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შემძლებელ არს სათნო 
ყოფა ლვთისა“ (ებრ. 11. 6) ეკლესია ცხოველითა სიტყვითა აღსწერს და წარმოუდგენს მხედველობაში მიმსვლელთასა მამასა 
ღმერთსა, ძესა და სულსა წმინდასა შემოქმედად, გამომხსნელად და განმანათლებელად კაცთა ნათესავისა. ყოველი ქრისტიანი, 
მყოფი ნივთიერსა ამა სოფელსა, უმჯობესად განემტკიცების სარწმუნოებასა შინა ესრეთითა სახითა, ვიდრე სხვა რიგის 
სწავლითა. მაშასადამე, ხშირად უნდა ვიხილოთ სახლი ღვთისა, რათა ვისწაოთ ესე. 
ვინაიდგან უკვე სიტყვისაებრ მოციქულისა: „უკეთუ არა აქუნდეს საქმენი, სარწმუნოება მკვდარ-არს“ (იაკ. 2. 17). ამისთვის 
წმინდა ეკლესია ხატთა მიერ შაცხოვრისა, ანგელო·სთა და წმიდათა, წარმოადგენს მაგალითთა მიბაძვისათვის მათდა კეთილთა საქმეთა შინა. 
განსაკუთრებით სასარგებლო არს, რომ ეკლესიასა შინა სამღვდელო მსახურთა მიერ შეიწირვის ღვთისადმი ლოცვა სხვადასხვა საგანზედ, რომელნიც საჭირონი 
არიან დაცვისათვის აწ მყოფისა დროებითის ცხოვრებისა და მიღებისათვის მომავალისა საუკუნოისა ნეტარებისა.
გვ447
ყოველს ქრისტიანს შეუძლიან ილოცოს სახლში, მაგრამ  ლოცუასა საზოგადოსა, ანუ ეკლესიურსა, აქვს უმეტესი ძალი 
და მნიშვნელობა. მაცხოვარი ძე ღვთისა იტყვის: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩიმისათვის, 
მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18. 20). გარდა ამისა ეკლესიასა შინა მღვდელთა აქუს უფლება ღვთისაგან მიცემული, 
რათა იშუამდგომელონ მორწმუნეთათვის წინაშე ღვთისა და მისთა წმინდათა. წმინდა იოანე ოქროპირი, ასწავებდა რა 
ამაზედ, ჰსთქვა: „ამბობენ, შემიძლიან ლოცვა სახლში, – შენ აცთუნებ თავსა თვისსა, მეგობარო. შენ შეიძლებ ილოცო სახში, ეს მართალია, 
მაგრამ ესრეთ არა, როგორც ეკლესიასა შინა, სადაც შეკრბებიან რამდენიმე მამანი და აღავლენენ ღვთისადმი ერთობით ღვთის საამურსა ხმასა. 
ამისთვის არიან დადგენილნი მღვდელნი, რათამცა ლოცვანი ხალხთა, რომელნიც იქმნებიან სუსტნი, შეაერთონ უმეტეს ძლიერთა ლოცუათა თანა 
და აღავლინონ ზეცად“. მაგრამ ზოგნი ჩვენნი ქრისტიანენი, საუბედუროდ და შემაწუხებელად წმინდისა ეკლესიისა, არა 
ცდილობენ სიარულზედ ეკლესიასა შინა მსგავსად წმინდისა წინასწარმეტყველისა დავითისა. მრავალნი მათგანნი, ისმენენ 
რა ზარის ხმასა მოწოდებად ეკლესიისადმი, ნაცვლად სიხარულისა, შევიწროვდებიან სულითა, შესწუხდებიან, როგორც 
იმისთვის, რომ არა სურთ რამდენსამე საათს ანუ მინუტს მოსცდნენ ამა სოფლის სახორციელოსა საქმესა და დროებითსა კმაყოფილებასა, 
ეგრეთვე მისთვის, რომ არა სურთ შეწუხება თავისა თვისისა მოკლეს ხნით დგომითა ეკლესიასა შინა. ესრეთ სულნი 
ამ გვარის ხალხისა დაბნეულ არიან ეშმაკისაგან. როგორ სამწუხარო არს და, ამასთანავე, ღირსი სასჯელისა მათი მდგომარეობა? 
იგინი უკუ-სდგებიან თვისის შემოქმედისაგან და გზისაგან ყოვლისა კეთილისა. არ წავლენ ეკლესიასა შინა მსახურებად ღვთისა, ხოლო ამ 
საქმისათვის დანიშნულს დროს განატარებენ ან მსოფლიურ საქმეში და ან უბრალო ლაპარაკში. 
მრავალნი მათგანნი, რომელნიც არა სურვილით და ძვირად 
გვ448

იხილვებენ ეკლესიასა, წარმოადგენენ სიმართლისათვის თვისთა სხუადასხუა მიზეზთა, მაგრამ იმ გვარნი მიზეზნი არიან 
განა შესაწყნარებელნი? არა ოდენ. შემოქმედმან, უფალმან და მეუფემან დროთამან მისცა მონებად კაცსა ექვსი დღე, 
რომელთა შინაც ჯერ-არს აღასრულოს მან ყოველი მსოფლიო მეცადინეობა, ხოლო მეშვიდე დღე დასტოვა თავისათვის, ესე იგი 
დანიშნა სადიდებელად სახელისათვის თვისისა: „ექვს დღე იქმოდე, და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე 
იგი მეშვიდე არს უფლისა ღვთისა შენისა“. მაგრამ არა თუ მთელ მეშვიდე დღეს, არამედ მხოლოდ ერთსა საათსაც, თითქმის სამყოფს მსახურებისათვის ღვთისა, 
იგინი არ შესწირვენ უფალსა და განატარებენ ღვთის წინააღმდეგს საქმეში. მეგობარნო ჩემნო! რას ვიქმოდით ჩვენ იმ კაცთან, რომლისთვისცა 
გვ449
ჩვენ გვიჩუქებია მრავალი ქონება და მას არც სურს შემოგვწიროს ჩვენ ერთი ცალი ფული, როდესაც ამას ვთხოულობთ მისგან 
მაშინ უეჭველია, ყოვლის ღონისძიებით ვეცდებით, დავსაჯოთ იგი და წავართვათ თვით ნაჩუქებიცა. ესრეთ განსაჯეთ თქვენც. 
ღმერთმან შექმნა კაცი არა რაისაგან, მისცა ყოველივე ამა დროებითის ცხოვრებისა. ესე ცოტა არის, განუწესა სასუფეველი, საუკუნო ნეტარება.
ღმერთი აძლევს კაცსა ყოველს საკუთრებითს და უმაღლეს კაცობრივის საჩუქარსა კეთილსა, და ამა
ღვთის მოცემულის დროსაგან არა სურს შესწირონ მასვე ერთი საათი მაინც. ახლა ღმერთი რასა იქმს? იგი თვისის სიყვარულისა 
გამო კაცთა ნათესავისა, ამ გვარათაც საშიშართ დამნაშავეთ არ წარწყმედს: „არა მინდა წარწყმედა ცოდვილისა, იტყვის 
თვით ღმერთი, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი“. ღმერთი ელის მათს მოქცევას ჭეშმარიტს გზაზედ. დიდება და პატივი 
სულგრძელებასა ღვთისასა! მადლობა მას, რომ არ გარდასდევნის უმადლოთა რისხვითა თვისითა. ახლა რათამცა ჩვენის უმადლოებით ერთის დღის 
შემატებით არა მოვავლინოთ თავსა ჩვენსა. 
ზედა რისხვა ღვთისა, რომელსაც შეუძლიან წართმევა მუშაობის დლით შემატებულისაც და თითქმის ცხოვრებისაც, მოდი  
გულმოდგინედ და დაუზარებლივ ვიაროთ ეკლესიასა შინა  ღვთისასა და ვადიდოთ შემოქმედი ჩვენი, გამომხსნელი და  
მომცემელი ყოვლისა კეთილისა. ამინ“! 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.08.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0