სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საგანელიძე თეოდორე ყარამანის ძე 1883-1924წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კვაცხუთი, ამბროლაური საგანელიძე თეოდორე ყარამანის ძე 1883-1924წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კვაცხუთი, ამბროლაური

1883-1924 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება



გვარი საგანელიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

377       ბეჭდვა

საგანელიძე თეოდორე ყარამანის ძე 1883-1924წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კვაცხუთი, ამბროლაური


მამა თეოდორე (ერისკაცობაში თევდორე ყარამანის ძე საგანელიძე) დაიბადა 1883 წელს რაჭაში სოფელ კვაცხუთში. დედამისი,ეფემია გიორგობიანი სოფელ ფუტიეთიდან იყო...
ტკბილი ხმა ჰქონდა თეოდორეს... საღამოობით სანახშოზე შეყრილ ნაშრომ-ნაჯაფ სოფელს პატარა თეოდორე ატკბობდა თავისი სიმღერით,მერე თავადაც აჰყვებოდნენ სოფლელები,თან დალოცავდნენ, __ გაგახარა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის,ჩვენო თეოდორიკაო. მამა თეოდორეს გალობაც ბავშვობიდანვე შეუსწავლია და ღვთისმსახურებითაც ძალიან დაინტერესებულა.


თეოდორე საგამელიძე და ლუჩია ლანდია (მეუღლე)

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ პეტერბურგში წასულა და იქ კარგი ჰუმანიტარული განათლება მიუღია. რუსეთიდან დაბრუნებულს სხვავის სკოლაში საუწყია მასწავლებლობა - რუსულ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა,თან ბავშვთა გუნდს გალობაში წვრთნიდა. მისი ნამოწაფრები იგონებდნენ,__ გადმოცემის საოცარი უნდარი ჰქონდა,სიყვარულით და გულმოდგინებით ეპყრობოდა თითოეულ ბავშვსო. მან კვაცხუთში,საკუთარ სახლშიც გახსნა კერძო სკოლა. ოჯახს შემორჩა ის დიდი მაგიდა,რომელზეც მამა თეოდორეს მოწაფეთა 60-მდე ინიციალია ამოკაწრული. იმ ბავშვებს გალობასაც ასწავლიდა...ერთ მათგანს,კალისტრატე კერვალიშვილს,ძალიან კარგი ხმა ჰქონია. თურმე სულ თან დაჰყვებოდა და ერთად გალობდნენ.
გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს დაუნაყრებლად არ გაუშვებდა თურმე...მერე სოფლის დაჟინებული თხოვნით მღვდლად ეკურთხა - ეს თხოვნა მან უფლის ნებად მიიღო.
მამა თეოდორე სიცოცხლის ბოლომდე სოფელ სხვავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ძველები იგონებდნენ,მის გვერდით უნებლიეთ მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდა.ვინ გაბედავდა,თეოდორეს სიახლოვეს ვინმე დაეჩაგრა,დაემცირებინა,სამართლიანობის და პატიოსნების განსახიერება იყოო.



მობრუნდებოდა მთელი დღის მსახურებით დაღლილი და ოცკილომეტრგამოვლილი სოფელში ჩამოუჯდებოდა ხალხს სანახშოზე,დალოცავდა და ანუგეშებდა...
ერთხელ შებინდებისას,შინისკენ მომავალს შვიდი შეზარხოშებული ცხენოსანი მექორწილე შემოჰყრია,რომლებსაც გართობა მოუნდომებიათ. გადაუდგნენ თურმე წინ და - რავა ხარ,ფოფოდიაო, - მიმართეს. ჯერ უხმოდ უცდია მღვდელს მათთვის გვერდის ავლა,მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ,ანაფორა გაიხადა,პირველად ცხენიდან ყველაზე აქტიური ჩამოაგდო და დანარჩენებს მიმართა : - უფალს მადლობა შესწირეთ,მღვდელი რომ ვარ,თორემ უარეს დღეში ჩაგყრიდითო... სირცხვილნაჭამ მექორწილეებს ამხედრება ვეღარ გაუბედავთ და თავდახრილები გარიდებიან.
მისი მეუღლე მუჩია ლანდია განათლებული ოჯახის შვილი იყო, 8 და-ძმა ჰყავდა. მისი ძმები ბაქოში მოღვაწეობდნენ,კომერსანტები იყვნენ. მამა თეოდორეს და ლუჩიას ერთმანეთ სოფელ სხვავაში გაუცვნიათ. ცოლისძმებს სიძე ისე უყვარდათ,მისი სიკვდილი კარგა ხანს იგლოვეს და ბაქოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. ლუჩია იგონებდა,ჩემმა და-ძმამ გადამატანინა ეს უბედურებაო... 7 წელიწადი ყოველდღე ფეხით (იქით-აქეთ 20 კილომეტრი) დადიოდა ქმრის საფლავზე დარსა და ავდარში.
მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ ია და დარეჯანი.
მამა თეოდორეს მეზობლად ერთი ღატაკი ოჯახი ცხოვრობდა. შინ მობრუნებული იკითხავდა თურმე - გლახაკუნას ოჯახს თუ გადაუტანეთ რამეო. მერე სხვებზეც იზრუნებდა: - იმას შეშა თუ აქვს, ამას - ტანსაცმელი და საჭმელიო. უმისოდ არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წამოწყებულა რაჭაში. აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთ-ერთი თაოსანი მამა თეოდორეც გახლდათ. სხვათა შორის,სანამ საბჭოთა ხელისუფლება მოძლიერდებოდა,მას ისინიც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას... ერთხელ თურმე ცნობილ საბჭოთა მოხელეს,წარმოშობით რაჭველს, ივლიანე ჯანელიძეს,ერთ სუფრაზე მამა თეოდორესთვის რომ მოუსმენია,მისი განათლებით,გარეგნობით და ნიჭით აღფრთოვანებულს მიუმართავს: - თეოდორე,ზურგს ვაქცევ შენს მღვდლობას და როგორც დიდ პიროვნებას,ისე გადღეგრძელებო. მამა თეოდორეც ამდგარა და შეუგებებია: - მე კი შენს კომუნისტობას ვაქცევ ზურგს და როგორც კარგ კაცს,ისე გადღეგრძელებო. ივლიანე ჯანელიძეს ურჩევია,ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდე,თავს გაუფრთხილდიო...
1924 წელს აგვისტოში მარიამობის წინა დღეებში მამა თეოდორეს ნათლული - პატარა გიორგი გარდაეცვალა. დასაფლავების დღეს მოძღვარი ჯვირთა და საცეცხლირით ხელში პროცესიას მიუძღვებოდა. იქვე დაუპატიმრებიათ და სხვებთან ერთად ამბროლაურიდან ონში წაიყვანეს.
როდესაც დატუსაღებული ონისკენ მიჰყავდათ,თურმე მეუღლეს შეუთვალა, - ნუ გეშინია,სახლთან რომ ჩამოვივლი ახალი ფეხსაცმელი და ჯაყვა დამახვედრეო... ვეღარ ჩაუსწრო ლუჩიამ... მერე გულდაწყვეტილი იგონებდა, - უკან რომ დავედევნე, გზაში მეზობელი შემხვდა - სადღა მირბიხარ,პატიმრები რა ხანია ჩაატარესო...
გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია,მაგრამ მცველი უარესად გათავხედებულა,მაშინ მღვდელმა ხელები დაუჭირა თურმე,იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა... ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე,მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი,თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის,რომლებიც სთხოვდნენ, - მამა თეოდორე,ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო,უთქვამს : -ამას ვაჯკაცი როგორ ესვრის,თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილი კი არა,მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო.
ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია,წვერში ხელი წაუვლია და დაცინვით უთქვამს : - ხომ მოხვედი,მღვდელო,შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ,რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთ პასუხი მიუღია,სიკვდილამდე არ დავიწყებიაო ამბობდნენ.
1924 წლის 26 აგვისტოს,დილით,მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა,-შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრების ბრძანება გასული რიცხვით გაატარა.
ძალიან საშიშ კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი,მართალი,ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე „მოაგვარეს“ - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...
ბადრაგს,რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია,მოძღვრისთვის უთქვამს, - გაიქეცი,მამაო,ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი,ავაცილე- მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩბიო...- მე კი გადავრჩები,მაგრამ ან ხალხს ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი,ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავადგამო...
გზაშიც და განაჩენის აღსრულებისას იგი გალობდა. ვერა და ვერ ესროლეს,სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისათვის დამიზმებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ თეოდორემ შაეგულიანა : - მესროლე,შე კაცო,თორემ ასე თუ მიყურე,გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო.
მოწამებრივად აღსრულებული მამა თეოდორეს ცხედარი ოჯახის წევრებს არ გაატანეს და იქვე ჩაფლეს


09.02.2007

იმ საშინელი ამბის მოწმეთაგან დღეს აღარავინ დარჩა ცოცხალი - 83 წლის წინ, განთიადზე, ზოგმა ონელმა შემთხვევით ნახა, სხვა ტუსაღებთან ერთად როგორ მიიყვანეს მდინარე ჭალულასთან კეთილსახიერი და ახოვანი მღვდელი. იგი გულში ჩამწვდომად გალობდა. ვერა და ვერ ესროდნენ, სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ განწირულმა შეაგულიანა: - მესროლე, შე კაცო, თორემ ასე თუ მიყურე, გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო...


ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს მამა თეოდორე - ჯვრით და ანაფორით გარეთ გამოსვლას მოერიდეო, თუმცა კარგად იცოდნენ, ამაო იყო ეს შეგონება - მოძღვარს ღვთის გარდა არაფრისა ეშინოდა. ჰოდა, ერთ დღეს, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს ჯვრითა და საცეცხლურით წინ მიუძღოდა, შეიპყრეს და ონის გზას გაუყენეს. გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ როცა მცველი უარესად გათავხედებულა, ხელები დაუჭირა თურმე, იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა...


ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე, მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი, თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის, რომლებიც სთხოვდნენ, - მამა თეოდორე, ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო, უთქვამს: - ამას ვაჟკაცი როგორ ესვრის, თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო.


ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია, წვერში ხელი ჩაუვლია და დაცინვით უთქვამს: - ხომ მოხვედი, მღვდელო, შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ, რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთი პასუხი მიუღია, სიკვდილამდე არ დავიწყებია.


1924 წლის 26 აგვისტოს, დილით, მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა, - შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრეტის ბრძანება გასული რიცხვით გაატარა...


ძალიან საშიში კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი, მართალი, ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე "მოაგვარეს" - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...


ბადრაგს, რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია, მოძღვრისათვის უთქვამს, - გაიქეცი, მამაო, ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი, ავაცილე-მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩებიო...


მე კი გადავრჩები, მაგრამ ან ხალხს და ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი, ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...


პროფესორი გია ნამგალაძე, მამა თეოდორე საგანელიძის შვილიშვილი: - ბაბუა 41 წლის იყო, რომ დახვრიტეს... ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ, ხუთი დის პატრონი... მამამისს, კომერსანტ ყარამან საგანელიძეს მისთვის კარგი განათლება მიუცია - ბაბუას ქუთაისის სასულიერო სემინარიის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დაუმთავრებია... ასეთმა განსწავლულმა კაცმა ყველაფერი თავის სოფელს ანაცვალა, ხალხის ნამდვილ ჭირისუფლად იქცა და ქრისტესთვის მოკვდა...


მამა თეოდორე ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში დაიბადა 1883 წელს. დედამისი, ეფემია გიორგობიანი სოფელ ფუტიეთიდან იყო...


ტკბილი ხმა ჰქონია თეოდორეს... საღამოობით სანახშოზე თავშეყრილ ნაშრომ-ნაჯაფ სოფელს პატარა თეოდორე ატკბობდა თავისი სიმღერით, მერე თავადაც აჰყვებოდნენ სოფლელები, თან დალოცავდნენ, - გაგახარა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის, ჩვენო თედორიკაო. ბაბუას გალობაც ბავშვობიდანვე შეუსწავლია და ღვთისმსახურებითაც ძალიან დაინტერესებულა...


რუსეთიდან დაბრუნებულს სხვავის სკოლაში დაუწყია მასწავლებლობა - რუსულ ენას და საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა, თან ბავშვთა გუნდს გალობაში წვრთნიდა. მისი ნამოწაფრები იგონებენ, - გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა, სიყვარულით და გულმოდგინებით ეპყრობოდა ყოველ ბავშვსო. მან კვაცხუთში, საკუთარ სახლშიც გახსნა კერძო სკოლა. შემოგვრჩა ის დიდი მაგიდა, რომელზეც ბაბუას მოწაფეთა 60-მდე ინიციალია ამოკაწრული. იმ ბავშვებს გალობასაც ასწავლიდა... ერთ მათგანს, კალისტრატე კერვალიშვილს, ძალიან კარგი ხმა ჰქონია. თურმე სულ თან დაჰყავდა და ერთად გალობდნენ...


გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს დაუნაყრებლად არ გაუშვებდა თურმე... მერე სოფლის დაჟინებული თხოვნით მღვდლად ეკურთხა - ეს თხოვნა მან უფლის ნებად მიიღო.


მამა თეოდორე სიცოცხლის ბოლომდე სოფელ სხვავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ძველები იგონებდნენ, მის გვერდით უნებლიეთ მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდა. ვინ გაბედავდა, თეოდორეს სიახლოვეს ვინმე დაეჩაგრა, დაემცირებინა, სამართლიანობის და პატიოსნების განსახიერება იყოო.


მობრუნდებოდა მთელი დღის მსახურებით დაღლილი და ოცკილომეტრგამოვლილი სოფელში, ჩამოუჯდებოდა ხალხს სანახშოზე, დალოცავდა და ანუგეშებდა... თურმე, როცა ზოგიერთთან შეგონება აღარ ჭრიდა, გაიხდიდა ანაფორას, მოიხსნიდა ჯვარს, ანაფორას ეტყოდა: - მღვდელო, შენ ცოტა ხნით აქ იქნებიო და ვაჟკაცურად გაუსწორდებოდა უსამართლობის ჩამდენს... ერთხელ, შებინდებისას, შინისკენ მომავალს შვიდი შეზარხოშებული ცხენოსანი მექორწილე შემოჰყრია, რომლებსაც გართობა მოუნდომებიათ. გადაუდგნენ თურმე წინ და - რავა ხარ, ფოფოდიაო, - მიმართეს. ჯერ უხმოდ უცდია ბაბუას მათთვის გვერდის ავლა, მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ, ანაფორა გაიხადა, პირველად ცხენიდან ყველაზე აქტიური ჩამოაგდო და დანარჩენებს მიმართა: - უფალს მადლობა შესწირეთ, მღვდელი რომ ვარ, თორემ უარეს დღეში ჩაგყრიდითო... სირცხვილნაჭამ მექორწილეებს ამხედრება ვეღარ გაუბედავთ და თავდახრილები ფეხით გაშორებიან მამა თეოდორეს...


ბებიაჩემი, ლუჩია ლანდია განათლებული ოჯახის შვილი იყო, 8 და-ძმა ჰყავდა. მისი ძმები ბაქოში მოღვაწეობდნენ, კომერსანტები იყვნენ. ბებიას და ბაბუას ერთმანეთი სოფელ სხვავაში გაუცვნიათ. ცოლისძმებს ბაბუა ისე უყვარდათ, მისი სიკვდილი კარგა ხანს იგლოვეს და ბაქოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. ბებია იგონებდა, ჩემმა და-ძმამ გადამატანინა ეს უბედურებაო... 7 წელიწადი ყოველდღე ფეხით (20 კილომეტრს იქით და ოცსაც - აქეთ) დადიოდა ქმრის საფლავზე დარსა და ავდარში.


სხვათა შორის, ბებიას ძმამ, სპირიდონ ლანდიამ ააგო ძელიცხოვლის ეკლესია, რომელიც დღეს დანგრეულია...


ბაბუას ორი ქალიშვილი ჰყავდა - დედაჩემი ია და დეიდა - დარეჯანი (მას შთამომავლობა არ დარჩენია).


ბაბუას მეზობლად ერთი ღატაკი ოჯახი ცხოვრობდა. შინ მობრუნებული იკითხავდა თურმე - გლახაკუნას ოჯახს თუ გადაუტანეთ რამეო. მერე სხვებზეც იზრუნებდა: - იმას შეშა თუ აქვს, ამას - ტანსაცმელი და საჭმელიო. უმისოდ არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წამოწყებულა რაჭაში. აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთ-ერთი თაოსანი ბაბუაც გახლდათ. სხვათა შორის, სანამ საბჭოთა ხელისუფლება მოძლიერდებოდა, ბაბუას ისინიც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას... ერთხელ თურმე ცნობილ საბჭოთა მოხელეს, წარმოშობით რაჭველს, ივლიანე ჯანელიძეს, ერთ სუფრაზე ბაბუასთვის რომ მოუსმენია, მისი განათლებით, გარეგნობით და ნიჭით აღფრთოვანებულს მიუმართავს: - თეოდორე, ზურგს ვაქცევ შენს მღვდლობას და როგორც დიდ პიროვნებას, ისე გადღეგრძელებო. ბაბუაც ამდგარა და შეუგებებია: - მე კი შენს კომუნისტობას ვაქცევ ზურგს და როგორც კარგ კაცს, ისე გადღეგრძელებო. ივლიანე ჯანელიძეს ურჩევია, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდე, თავს გაუფრთხილდიო...


როდესაც დატუსაღებული ონისკენ მიჰყავდათ, თურმე ბებიას შეუთვალა - ნუ გეშინია, სახლთან რომ ჩამოვივლი, ახალი ფეხსაცმელი და ჯაყვა დამახვედრეო... ვეღარ ჩაუსწრო ბებიაჩემმა... მერე გულდაწყვეტილი იგონებდა, - უკან რომ დავედევნე, გზაში მეზობელი შემხვდა - სადღა მირბიხარ, პატიმრები რა ხანია ჩაატარესო...


KARIBCHEმისი დახვრეტის ამბავი ლეგენდად დადიოდა... სტუდენტობისას ბიძაჩემმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაშინდელი პრორექტორი, ჩინებული ვაჟკაცი დავით ჩიტიძე გამაცნო. მან მიამბო: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტყიბულში ინჟინრად გამამწესეს. ერთი უშველებელი კაცი მუშაობდა ჩვენთან, გვარად სოფრომაძე. ამ გოლიათს ერთხელ დაუტრაბახია: - ისეთი კაცი მყავს გამეტებული, როგორიც თეოდორე საგანელიძე იყო და თქვენ დაგინდობთო?!


შენ მოკალი თეოდორეო?! - უხუვლია ხალხს და ქვებით ჩაუქოლავს ის სოფრომაძე...


ბაბუას სახელი პირველად 1996 წელს მოიძია ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ელისემ. მანვე შეგვკრიბა მამა თეოდორეს შთამომავლები, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებთ. შარშან, მარიამობას, ბარაკონში ქადაგებისას მეუფემ დაწვრილებით გაიხსენა ბაბუას ცხოვრება, მისი აღსასრული და დასძინა: - სულ მალე მამა თეოდორეს ქართული ეკლესია წმინდანთა დასს შეუერთებსო... მეუფე ელისემ მრევლს აცნობა, რომ წირვას მამა თეოდორეს შთამომავალიც ესწრებოდა და ჩემზე მიუთითა. ცრემლი წამომივიდა... უფალმა დალოცოს და გააძლიეროს მეუფე ელისე და არ მოგვიშალოს მისნაირი პიროვნებები...


სხვათა შორის, სწორედ ამ მარიამობა დღეს ბარაკონის ტაძრის ეზოში გავიცანი თქვენი ჟურნალის რედაქტორის მოადგილე მანანა ჯანელიძე, რომელიც ამავე წერილში მოხსენიებული ივლიანე ჯანელიძის შვილიშვილი აღმოჩნდა. თვალცრემლიანებმა გულითადად ვისაუბრეთ წარსულზე და მამა თეოდორეს მომავალ კანონიზაციაზეც. გვიხაროდა, რომ ორივე ეკლესიის წიაღში აღმოვჩნდით და ვმადლობდით უფალს ყველაფრისათვის.

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.08.2023
ბოლო რედაქტირება 11.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0