სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კვიკვიძე (კიკვიძე, კიკვაძე) ლონგინოზ ილარიონის ძე 1878-195? მართლ. მღვდელი მოღვ. ტოლა, ამბროლაური კვიკვიძე (კიკვიძე, კიკვაძე) ლონგინოზ ილარიონის ძე 1878-195? მართლ. მღვდელი მოღვ. ტოლა, ამბროლაური
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კიკვიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

კვიკვიძე (კიკვიძე, კიკვაძე) ლონგინოზ ილარიონის ძე 1878-195? მართლ. მღვდელი მოღვ. ტოლა, ამბროლაური


1903-1907 კვიკვიძე (კიკვიძე) ლონგინოზ ილარიონის ძე, პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სია, ამბროლაური

კიკვიძე ლონგინოზ ილარიონის ძე (1878, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა _ 195) _ მღვდელი. 1895-1901 წლებში ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 წლის 29 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში განამწესა. 1903 წელს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს. 1913 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)


მღვდელი ლონგინოზ კიკვიძე მეუღლესთნ ერთად




მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე


მამულისადმი სამსახური გაუხდია სათაყვანო საქმეთ და დღიდან საზოგადო ასპარეზზე გამოსვლისა ერთგულ დარაჯად უდგას თავის ეროვნებას და ნშინდა სანთელივით დნება სამშობლოს სამსხვერპლოზე”

მღვდელი ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე 1878 წელს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1902 წლის 29 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 3 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეჩხუმის მაზრაში, ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესა. 1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წლის 10 ნოემბერს რაჭაში, პირველი ტოლის მაცხოვრის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდელი ლონგინოზი წლების განმავლობაში იყო რაჭა-ლეჩხუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე და დიდი წვლილი მიუძღვის ამ მხარეში სწავლა-განათლების განვითარების საქმეში. 1909 წლის 18-19 სექტემბერს, ლეჩხუმში, სოფ. საირმეში მოხდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრის მასწავლებელთა კრება. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით უცნობი ავტორი ფსევდონიმით „სტუმარი“ თავის პუბლიკაციაში: „მიზანი ამ კრებისა იყო, როგორც ეს გვამცნო მ. ლ. კვიკვიძემ, რათა მასწავლებელთ მოესმინათ ერთი მეორის სამაგალითო და საცდელი გაკვეთილები. თუ რამდენათ საჭიროა და სასარგებლო ასეთი კრებები მასწავლებელთათვის, ამაზე ლაპარაკი მეტად მიმაჩნია, ეს ყველასთვის ცხადია; მხოლოდ ის კი გასაკვირველია, რატომ იმერეთის საეპარქიო საბჭო არ შეეცადა, რომ ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოეწყო მასწავლებელთათვის ქუთაისში პედაგოგიური კურსები. ასეთ კურსებს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, ვინემ მიყრუებულ სოფელში მომხდარ კრებას და ისიც მასწავლებელთა მცირე

1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ21
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)

ნაწილისათვის და არა მთელი ეპარქიის მასწავლებლებისათვის. მაგრამ ჩვენის ფიქრით ეს კრებაც დაუფასებელ ზეგავლენას იქონიებს ჩვენზედ.

რადგან კრების განკარგულებაში ძლიერ პატარა დრო (სამი დღე) იყო, ყველა მასწავლებელმა ვერ მოასწრო გაკვეთილის მიცემა, ვინც მოასწრო იმათაც ნახევარ საათიანი გაკვეთილები მისცეს, ამიტომ გამოურკვეველი დარჩა მასწავლებელთა სრული ფიზიონომია; ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ საირმის სკოლის (სადაც გაკვეთილებს ვაძლევდით) მოწაფეები დაბალი ღირსების მასალას წარმოადგენდა გაკვეთილების მისაცემად; შიშისა თუ რაღაცა სხვა მიზეზის გამო ბავშვები ხმას არ იღებდენ, შეიძლება დიდი ხვეწნამუდარის შემდეგ მიიღებდი ზანტ და ყრუ პასუხს. ამ გარემოებამ დიდი„მინუსი“ დაუსვა გაკვეთილის მიმცემ ყველა მასწავლებელთ. მაგრამ ამ კრების მიზანი არ იყო მარტო შთაბეჭდილება მოეხდინა მასწავლებელს მაყურებლებზე, არამედ ეჩვენებია თითოეულ მასწავლებელს დანარჩენ ამხანაგებისათვის გადაცემის მაგალითი და აგრეთვე თავისი შეხედულება გამოეთქვა ყოველ გაკვეთილის ღირსება-ნაკლულებაზე. ამ მხრივ კი უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ამ კრებას: ყოველ გაკვეთილის შემდეგ კრიტიკას უშვრებოდნენ დანარჩენი ამხანაგები გაკვეთილის მიმცემს, აჩვენებდენ მის ღირსება-ნაკლულევანებას; მეთვალყურეც საჭიროების დროს საღ პედაგოგიურ შენიშვნებს და დარიგებას იძლეოდა. გარდა ამისა, მასწავლებელთა ერთი მეორის გაცნობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს; ამდენ ხანს ერთი მეორეს არა თუ იმ მხრით არ ვიცნობდით, თუ ვის რის მქონე და რის მცოდნე იყო, არამედ ისიც არ ვიცოდით თუ რომელ სოფელშია სკოლა ან მასწავლებელი“. ამ კრებიდან მალევე მღვდელი ლონგინოზი გადადგა მეთვალყურის პოსტიდან. ამას გვამცნობს მღვდელი სვიმონ მჭედლიძე თავისივე გაზეთ „შინაურ საქმეებში“ 1909 წლის 3 ნოემბერს, სტატიაში „აირია მონასტერი“ იგი წერდა: „..რაჭა-ლეჩხუმის მაზრის მეთვალყურეს მ.კვიკვიძეს სამსახურისთვის თავი დაუნებებია და ამაღლების სკოლაში პირველ მასწავლებლის ადგილზე გამწესებულა. არ არის სასიამოვნო ამბავი. ერთი იმიტომ, რომ მ. კვიკვიძე არ არის უნიჭო ყმაწვილი და სკოლების ხელმძღვანელობა შეეძლო, მეორე მიტომ, რომ მეთვალყურის ასე მალ-მალე ცვლა დიდი ზიანია სკოლებისთვის როგორც ვხედავთ, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე მამა დადებით პიროვნებად ახასიათებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ
რა გახდა მიზეზი მისი გადადგომისა.



1911 წელს დაპირისპირება მოუვიდათ მთავარხუცეს, მღვდელ იუსტინე ფანცხავას და მღვდელ იეროთეოზ ნიკოლაძეს (შემდგომში მღვდელმოწამე, დახვ. 1924წ.), ომელთაც გაზეთ „შინაურ საქმეებში“ საჯარო პოლემიკა გამართეს. ამ პოლემიკაში მლვდელმა იეროთეოზმა მედიატორებად (შუამავლად) დაასახელა მასწავლებლები: ვლადიმერ ნაცვლიშვილი და მღვდელი ლონგინოზი. 192 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ყველასათვის საყვარელმა და  დაუვიწყარმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ამ საინტერესო მოგზაურობასთან დაკავშირებით შემორჩენილია დოკუმენტური კინომასალა, ასევე ჩანაწერები, სადაც აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. პოეტს რაჭის საზღვართან საზოგადოების წარმომადგენელნი და სამღვდელოება დახდა, სადაც მას სიტყვით მიმართა მღვდელმა ლონგინოზმა: „მობრძანდი, ძვირფასო სტუმარო! ბუნებით მდიდარი, მაგრამ ბედის ანაბარად დაგდებული რაჭა სულით და გულით გეგებება ეროვნულ ლიტერატურის გამაცისკროვნებელ მგოსანს და თქვენი მობრძანების დღეს სთვლის უუბედნიერეს დღეთა რიცხვში. დარწმუნდით, ჩვენო სასიქადულო მამულიშვილო, რომ ასეთივე ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული თქვენდამი რაჭის მკვიდრი, როგორითაც ყველა ცოტათ თუ მეტად შეგნებული და გადაგვარებისაგან შორს მყოფი დანარჩენი ჩვენი მოძმეები, ამიტომაცაა, რომ გაისმა თუ არა ხმა შესახებ თქვენი მობრძანებისა, გულწრფელი მხიარულება გამეფდა ჩვენს არე-მარეში და გულის ფანცქალით მოელოდა კაცი და ქალი, დიდი   და პატარა იმ სანეტარო წამს, ოდეს იგი გახდებოდა ღირსი თქვენი ხილვისა. განა ეს გასაკვირველია?! დღევანდელ დღეს რაჭა პირველად ეღირსა პირისპირ იხილოს ის, რომელსაც მამულისადმი სამსახური გაუხდია სათაყვანო საქმეთ და დღიდან საზოგადო ასპარეზზე გამოსვლისა ერთგულ დარაჯად უდგას თავის ეროვნებას და წმინდა
სანთელივით დნება სამშობლოს სამსხვერპლოზე; იხილოს ის, რომლის ჩანგის ჟღერასა სევდის ჰანგებთან ერთად იმედის სხივებით აღუფრთოვანებია ჩვენი უსამართლობით დათუთქული გული და დამატკბობელი ნექტარივით ჩასწვეთებია ჩვენს სმენას, უთუოდ, წინასწარმეტყველებრივი სიტყვები, რომ ზამთრისაგან დაჩაგრულნი მო-

1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ22
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)

ვესწრებით გაზაფხულსა, ოღონდ კი გამოვერკვიოთ საღათას ძილს, ვიცნოთ მომაკვდინებელი ძალი შარბათისა და შევისისხლხორცოთ სულმნათი რუსთაველის ანდერძი „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ნება მიბოძეთ, ჩვენო ერის სიამაყევ, მოგმართოთ ერთი კალმოსანის სიტყვებით და გთხოვოთ მიიღოთ ჩვენი მადლობით აღსავსე გული სახატედ, რომელშიაც გექნება სამარადისო და ხელუხლებელი ბინა ჩვენის თანაგრძნობისა და სიყვარულისაგან აღგებული, ჩვენი თაყვანისცემისა და დიდებისაგან შეხურული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ 1912 წლის 22 დეკემბერს ანემპოდისტე ვასილის ძე ჯაფარიძე, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი, მღვდელი ლონგინოზ კვიკვიძე, ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე და კოტე დავითის ძე გოგოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია, ხოლო 1913 წელს -–- მღვდელი ლონგინოზი აღნიშნული განყოფილების მდივნად დაადგინა. 1913 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ,
მღვდელმა მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – მღვდელმა ლონგინოზმა მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება. 1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, მღვდელ ლონგინოზს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19 იანვარს, დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა. 1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავსამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის განყოფილების საანგარიშო კრება გაიმართა. კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ და ხაზინადარად მღვდელი
მათე გორდეზიანი აირჩია, მოადგილედ – იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, მდივნად – მღვდელი ლონგინოზ კვიკვიძე.

1915 წლის 3 სექტემბერს ვინმე გიორგი გორდეზიანი ქართულ პრესაში წერილით „რაჭა და მისი მდგომარეობა" გადმოგვცემს იქ ასახულ მოვლენებს, ერთ-ერთი საკითხი სამღვდელოებასაც ეხება. აი, რას წერდა იგი: „..სსხვა, ადგილობრივ, გარდა მღვდლებისა (ვლადიმერ ფოფხაძე, მათე გორდეზიანი, ლონგინოზ კვიკვიძე), მძიმე ხალხია და ძნელად დაეხმარებიან საქმეს შრომით. ყველაზე უფრო ენერგიულად შეუძლია და პირნათლად შეასრულოს დახმარების საქმე ამ მღვდლებში მ. კვიკვიძეს, დაბა ონშია მასწავლებლათ. ამათ გარდა, სოფლის მასწავლებლებს და ზოგიერთ კერძო პირებს შეუძლიანთ შრომის გაწევა...“. 1915 წლის 13 დეკემბერს მღვდელმა ლონგინოზმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის განყოფილებას გამგეობის წევრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 1917 წლის 10 აგვისტოს სოფ. წესში მოხდა რაჭის მაზრის მასწავლებელთა კრება დირექტორ-ინსპექტორების ასარჩევად. კრებაზე დაესწრო ორმოცამდე მასწავლებელი და ოცამდე მლვდელი.
კრება გახსნა ფილიალური განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ. დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები 1) სისტემა დირექტორ-ინსპექტორების არჩევნებისა;
2) კურსების მოწყობა; 3) საამხანაგო სამსაჯულოს დაარსება; 4) დიტო უზნაძის გადაყენება; 5) დაისვა საკითხი საღვთო სჯულის მასწავლებელთა შესახებ. აი, რას წერდა ამ კრებასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიმართულების გაზეთ „ერთობაში“ მასწავლებელი აბესალომ იობიძე: „უნდა ავღნიშნოთ, რომ მღვდელმა ლ. კიკვაძემ კრების დაუკითხავად თავჯდომარის ადგილი დაიკავა.
ინსტრუქციის ძალით კი არც ერთ წევრს გამგეობისას არა აქვს უფლება საზოგადო კრებაზე იყოს თავჯდომარედ. პირველი კითხვის შესახებ კრებამ იქონია მსჯელობა და აღნიშნა უვარგისობა წამოყენებული სისტემისა, ხმის უმრავლესობით მიიღო, გატარდეს პროპორციონალური სისტემა არჩევნებისა პოლიტიკური პარტიების მიხედვით. კურსების
მოწყობა კრებამ აღიარა აუცილებელ საჭიროებად და დაადგინა გაიხსნას სოფ. წესში მოკლევადიანი კურსები. საამხანაგო სასამართლოში აირჩიეს სამი წევრი და სამი კანდიდატი. ფედერალისტ მასწავლებლებმა, რომლებსაც სულიერი მამები ხელმძღვანელობდნენ, ისარგებლეს რიცხვით და საამხანაგო სასამართლოში გაიყვანეს ყველა თავისი კანდიდატები (მათ შორის, ერთი მღვდელი). მათ ანგარიში არ გაუწიეს სოციალ-დემოკრატ მასწავლებელთა სამართლიან მოთხოვნილებას, რომ სასამართლოში შესულიყვნენ ყველა პარტიების წარმომადგენლები, ამიტომ განაცხადეს, რომ ეს სასამართლო სავალდებულო არ იქნება ჩვენთვისო. დიტო უზნაძის (დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, 1887-1950წწ., ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი -– გ.მ.) შესახებ მოხსენება გააკეთა თავჯდომარე მღვდელმა ლ. კვიკვიძემ. მან განაცხადა: „საქართველოს სათავეში საჭიროა ნამდვილი ქართველი პედაგოგი, ასეთი კი მხოლოდ დიტო უზნაძეა; ლეო ნათაძე (ლევან იასონის

1-3 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ23
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)

ძე ნათაძე, 1880-1922წწ., პედაგოგი და პოლიტიკოსი _ გ.მ.) კი ქართული ენის მტერია, არც არაფერი გაეგება და კომისარიატში რაღაც ხრიკებით ჩავარდაო, ამიტომ ჩვენ მას აუცილებლად პროტესტი უნდა განუცხადოთ, როგორც ეს თელავის მასწავლებლებმა ჩაიდინეს და მოვითხოვოთ
დიტო უზნაძეო“. სულიერმა მამამ ჯიბიდან ამოიღო წინასწარ შედგენილი საპროტესტო წერილი და კრებას წაუკითხა. ფედერალისტებმა ტაშის ცემით დააჯილდოვეს თავიანთი სულიერი მამა. ამხ. დ. ჭ-- შვილმა (ს.-დ.) განაცხადა, რომ ლეო ნათაძე კავკასიის ეროვნებათა წარმომადგენელია კომისარიატში და არა მხოლოდ საქართველოსი. დიტო უზნაძეს ჩვენც პატივსა ვსცემთ, როგორც პედაგოგს მაგრამ ლეო ნათაძეც ღირსეული პედაგოგია, ჩვენ მას პროტესტს არ უცხადებთ და ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება მთელი ერების სახელით გაგზავნოთ პროტესტიო. ლონგინოზ კვიკვიძის მონა-მორჩილ მასწავლებლებმა (იგულისხმება ფედერალისტები) ყური არ ათხოვეს ს. დ. მასწავლებელთა სამართლიან მოთხოვნილებას და დაადგინეს, მთელი რაჭის მაზრის მასწავლებელთა სახელით გაეგზავნათ პროტესტი. სოციალ-დემოკრატმა მასწავლებლებმა, თავის მხრივ, გაგზავნეს კომისარიატში დეპეშა.
აღნიშნეს უსამართლო საქციელი ფედერალისტ მასწავლებელთა და სრული ნდობა განუცხადეს ლეო ნათაძეს. შემდეგი საკითხი ეხებოდა საღვთო სჯულის მასწავლებელ მღვდლებს, რომ სამღვთო სჯულის არა სავალდებულო საგნათ გამოცხადების შემდეგ მღვდლებს, როგორც სხვა პროფესიის ხალხს, არ მისცემოდათ გადამწყვეტი ხმა მასწავლებელთა პროფესიონალურ კრებებზე და არჩევნებში. აქ ფედერალისტები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მათ არ სურდათ სულიერი მამების
წინააღმდეგ გალაშქრება, თანაც, სოციალისტების სახელის შელახვისაც ეშინოდათ. აქ თავჯდომარემ გამოიჩინა „გულკეთილობა“ და იხსნა ისინი განსაცდელისაგან. მან განაცხადა: „მე კრებას ვხურავო“ და გაიქცა. მონა-მორჩილი ფედერალისტები გაყვნენ მას. საბრალო მასწავლებლები! ჯერ კიდევ მღვდლების მონები სოციალისტებსაც კი უწოდებენ თავს. როდის გათავისუფლდებიან „სოციალისტი“ მასწავლებლები მღვდლების ოპეკიდან". ანალოგიური კრება გაიმართა კვლავ სოფ. წესში იმავე წლის 28
სექტემბერს. კრება გახსნა ფილიალის თავჯდომარემ, მღვდელმა ლონგინოზმა, რომელმაც განაცხადა: „რადგანაც ჩემს თავჯდომარეობას არა ერთხელ გამოუწვევია საყვედური, ვთხოვ კრებას, სხვა დაასახელოს თავჯდომარეთო“. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია მალაქია ჯაფარიძე, ხოლო მდივნად -- აბელ კიკოშვილი. დღის წესრიგში იყო საკითხები: 1) გამგეობის მოქმედების ანგარიში; 2) სახელმძღვანელო წიგნების შეძენა და განაწილება; 3) დელეგატების ხარჯები; 4) მღვდელ-მასწავლებელთა შესახებ და სხვა. სხვადასხვა საკითხების განხილვის შემდეგ, დასავლეთ
საქართველოს სახალხო მასწავლებელთა დელეგატთა ყრილობის შესახებ (გაიმართა 3-8 სექტემბერს) მოხსენება გააკეთა მღვდელმა ლონგინოზმა
და გააცნო კრებას ყველა დადგენილება, მიღებული ყრილობის მიერ. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლობა შემდგარია რევოლუციის გზაზე, რადგანაც ქუთაისის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის კომისარიატი, აშკარაა, ბრძოლას უცხადებენ დელეგატთა დადგენილებებს და სურთ, თავიანთი განზრახვანი მოგვახვიონ თავზე, ხოლო ჩვენ, რათაც უნდა დაგვიჯდეს, არ უნდა დავუთმოთო. ამის
შემდეგ გაიმართა კამათი, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სოციალ-დემოკრატმა მასწავლებლებმა კრება დატოვეს. სოციალ-ფედერალისტმა მასწავლებლებმა აბელ ენუქიძის პირით სოციალ-დემოკრატთ
სთხოვეს, მიეღოთ მონაწილეობა სამაზრო საბჭოს არჩევნებში, მაგრამ უარით უპასუხეს. მაზრის მეთვალყურედ აირჩიეს -- მ. გავაშელიშვილი, ასევე სამაზრო საბჭო - პარტიების მიხედვით და სოციალ-დემოკრატებს ერთი ადგილი დაუტოვეს. კრებამ დაადგინა, სასწრაფოდ შეუდგეს სახელმძლვანელო წიგნების შეძენას და ეს საქმე მღვდელ ლონგინოზს
მიანდეს. მლვდელ-მასწავლებელთა შესახებ კრებამ გამოიტანა დადგენილება, რომ მღვდელს, რომელსაც მრევლი ჰყავს, აეკრძალოს მასწავლებლობა (საერო საგნების) და მათი ადგილი თავისუფლად
გამოცხადდეს. დასასრულ, დელეგატების ხარჯები კრებამ თავის თავზე აიიღო. კრებას დაესწრო 66 მასწავლებელი, ამათგან 15-16 მღვდელი იყო. რო-

1-4 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ24
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (დასასრული)

გორც ამ ორი კრებიდან ჩანს, მლვდელი ლონგინოზი მონაწილეობას იღებდა არა მარტო სასულიერო და პედაგოგიურ ასპარეზზე, არამედ აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1918 წელს მღვდელი ლონგინოზი იყო ჭრებალოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი. გახლდათ აქტიური წევრი 1920 წლის 8-15 იანვარს ქ. თბილისში გამართული სრულიად საქართველოს მასწავლებელ დელეგატთა პირველი ყრილობისა, სადაც განიხილეს რამდენიმე საკითხი, კერძოდ: მასწავლებელთა კავშირის დროებითი წესდება; წაიკითხეს მოხსენებები; ისაუბრეს საქართველოში არსებულ საბავშვო მწერლობასა და საბავშვო წიგნების გამომცემლობაზე; სახალხო განათლების მართვა-გამგეობისა და კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადების შესახებ. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, სავარაუდოდ, მღვდელმა ლონგინოზმა უარი თქვა მსახურებაზე, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქუთაის-გაენათისა და ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში დარჩენილი ცხოვრება მან მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას მიუძლვნა და ჯერ რაჭაში, შემდეგ კი ქ. ქუთაისში მასწავლებლად მუშაობდა, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა განათლების განვითარების კუთხით. ყოფილი მოძღვარი ცოცხალი ჩანს XX ს-ის 40-იან წლებში. სავარაუდოდ,
იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.09.2023
ბოლო რედაქტირება 12.02.2026
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0