კიკვიძე ვასილ ისიდორეს ძე(28 თებერვალი 1895-12 იანვარი 1919) დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
სწავლობდა ქუთაისის I-ლი კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში(1914-1918), მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად, იყო მემარცხენე ესერი. არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. 1917 წელს აირჩიეს მე-6 ცხენოსანი დივიზიის ჯარისკაცთა კომიტეტის თავჯდომარედ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის დეკემბერ-1918 წლის მარტში როვნოსა და დუბნოს რაიონებში კონტრევოლუციონერულ რადას ჯარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში მეთაურობდა როვნოს წითელარმიელთა რაზმს, რომელმაც გაანთავისუფლა ქალაქები: ზდოლბუნოვი, სარნი და მონაწილეობა მიიღო ჟიტომირის განთავისუფლებაში.
1918 წლის მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას, ხოლო 1919 წლის აპრილის დამდეგს მეთაურობდა ლებედინ-ახტირკის რაიონის ჯარებს, მას ექვემდებარებოდა აგრეთვე მე-5 და დონის I-ლი არმიები. 1918 წლის მაისში ყოფილი მე-4 არმიის ბაზაზე შექმნა და სათავეში ჩაუდგა დივიზიას, რასაც შემდგომში მე-16 მსროლელი დივიზია ეწოდა. 1918 წლის ივნის - 1919 წლის იანვარში კიკვიძის დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ პ. კრასნოვის თერთგვარდიელთა არმიას. ვასილ კიკვიძე დაიღუპა ბეძოლაში. მისი სახელი ეწოდა მე-16 მსროლელ დივიზიას და დაბა პრეობრაჟენსკაიას ვოლგოგრადის ოლქში. სამოქალაქო ომის(1918-1920) გმირი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 512-513; ვიკიპედია - თავისუფალი ენიციკლოპედია: ru.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009801/