1903-1907 კვიკვიძე (კიკვიძე) ლონგინოზ ილარიონის ძე, პირველი ტოლას მაცხოვრის ეკლესია, ამბროლაური
კიკვიძე ლონგინოზ ილარიონის ძე (1878, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა _ 195) _ მღვდელი. 1895-1901 წლებში ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 წლის 29 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში განამწესა. 1903 წელს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს. 1913 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1914-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)
მღვდელი ლონგინოზ კიკვიძე მეუღლესთნ ერთად