დაბადების ადგილი: ქ. სტამბოლი, თურქეთი.
ოსმალეთის ჯარის მარშალი(მუშირი, 1881), წარმოშობით ქობულეთიდან. მსახურობდა სამხედრო გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში. იყო კარგი კალიგრაფი და მხატვარი. მექაში ააგო არაერთი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის სამთავრობო სახლი, 4 სამხედრო გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა; მომლოცველებისათვის მინას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა. ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა.