სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი  1875-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი მოღვ. თელავი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი  1875-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი მოღვ. თელავი

1875-1942 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ელიზბარაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი 1875-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი მოღვ. თელავი

მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი  23 მაისი 1875-1942წწ დეკანოზი

მიხეილ ელიზბარაშვილი დაიბადა 1875 წელს სოფელ ვეჯინში მღვდლის ოჯახში. 


   პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიუღია, შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში შეუყვანიათ, რომელიც 1892 წელს დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ სემინარიაში ოთხი კურსის განმავლობაში ერთად სწავლობდნენ მიხეილ ელიზბარაშვილი, სოსო ჯუღაშვილი და კორნელი კეკელიძე.

   1900 წელს დაოჯახდა და ცოლად შეირთო შილდელი დეკანოზის მატათა მირიანაშვილის ქალი ბარბარე (ვარო). ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა. ცოტა ხანში სასწავლებელთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1904 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. დაჯილდოებული იყო საგვერდულითა და სკუფიით.

   1910 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც მან 12 წელი დაჰყო. 1913 წელს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1918 წელს ალავერდის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიანიჭეს.


   1921 წელს დეკანოზი მიხეილი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

    1923 წელს თავი დაანება მასწავლებლობას, ხოლო 1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა.

   დეკანოზ მიხეილის სამგალობლო მოღვაწეობა მხოლოდ მასწავლებლობით არ შემოიფარგლებოდა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მისი ხელნაწერი ნოტების კრებული – "კარბელაანთ კილო". მას ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლისას დაუწყია ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა. ასეთებია: "ალილო", კახური კილოს "მეტივური", "ველისციხური ყურძენი". გარდა ამისა იგი პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1903 წელს გაზეთ "ივერიაში" (N 25) გამოქვეყნდა მისი წერილი "ცოტა რამ ქართული გალობის შესახებ სასულიერო სასწავლებელში". აღსანიშნავია მისი ნაშრომი – "აზრთა კონა", სადაც ავტორს შეკრებილი აქვს XIX საუკუნის ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევი. მისი დაუღალავი მონდომებით თელავში რესტავრაცია გაუკეთდა ერეკლე მეფის სასახლის კოშკურებს, სადაც შემდგომში ბიბლიოთეკა მოეწყო.

    დეკანოზი მიხეილი გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია თელავის სამოქალაქო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია



1875 წლის 23 მაისს სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1892 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1894-1900 წლებში კი - თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 




1900 წელს ცოლად შეირთო სოფელ შილდაში მცხოვრები დეკანოზ მატათა მირიანაშვილის უმცროსი ასული ბარბარე. ამავე წლის ზაფხულში თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

1900 წლის 11 ნოემბერს სასულიერო სასწავლებელში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1904 წლის 30 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე ტაძრის'წინამძღვრად დაინიშნა.

1907 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1910 წელსკი - სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყავნეს.

1913 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს, 1918 წელს ალავერდის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავჯდომარედ აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1921 წლის 1-5 აგვისტოს მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებაზე.

1923 წელს თავი დაანება მასწავლებლობას.

1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა. დეკანოზი მიხეილი 1942 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქ. თელავის ძვვლ სასაფლაოზე.


დეკანოზი მიხეილ ელიზბარაშვილი 1875-1942წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 



დეკანოზი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი 1875 წლის 23 მაისს სიღნალის მაზრის სოფელ ვეჯინში, მღლვდლის ოჯახში დაიბადა. 
1892 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 
1894-1900 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 
1900 წელს ცოლად შეირთო სოფელ შილდაში მცხოვრები დეკანოზ მატათა მირიანაშვილის უმცროსი ასული ბარბარე. ამავე” 
წლის ზაფხულში თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 
1900 წლის 11 ნოემბერს სასულიერო სასწავლებელში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 
1904 წლის 30 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 
1907 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1910 წელს კი სკუფიით დაჯილდოვდა. 
1910 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯ”ულის მასწავლებლად გადაიყავნეს. 
1913 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 
1918 წელს 
გვ386
ალავერდის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიანიჩჭეს.
1921 წლის 1-5 აგვისტოს დეკანოზი მიხეილი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III საეკლესიო კრებას.
1924 წლის შემოდგომაზე ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა 
და ღვთისმსახურება შეეწყვიტა დეკანოზი მიხეილი 1942 წელს გარდაიცვალა იგი დაკრძალულია ქ. თელავში სამოქალაქო სასაფლაოზე. 
ყოფილ დეკანოზ მიხეილ ელიზბარაშვილზე ცოტა რამ თუ არის ცნობილი ჩვენთვის· თუმცა მისი ღვაწლი ნამღვილად იმსახურებს მოკრძალებული 
სიტყვის თქმას ამ პირიოვნების შესახებ. 
,,ელიზბარაშვილები წარმოშობით გარეკახეთის სოფელ ყანდაურადან არიან. სოფელში ამ საგვარეულოს დღესაცმღვდელაანთს ეძახიან. 
მათი უწინდელი გვარი ბერიძე ყოფილა”, - წერს გ. ჯავახიშვილი წიგნში „ლექსისა და სიმღერის კვალდაკვალ”. 
საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებული გახლდათ, როდესაც მისმა ოჯახმა გადმოგვცა მისივე ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია, 
ანდერძი და დღიური, რომელსაც იგი ყოველდღიურად ადგენდა საკუთარი შვილიშვილის (ასევე მიხეილ ელიზბარაშვეილის) ყრმობის შესახებ· 
მისი ავტობიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ იგი დაბადებულა გურჯაანის რაიონის (ყოფილი სიღნაღის მაზრის) სოფელ ვეჯინში, 
1875 წლის 23 მაისს. მამა, პეტრე ელიზბარაშილი (გარდაიცვალა 1913 წლის 19 თებერვალს) ამავე სოფლის მღვდელი ყოფილა, 
7 წლის ასაკში მიხეილი სოფლის სკოლაში შეუყვანიათ (სადაც მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველას ძმა – ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა). 
ერთი წლის შემდეგ ·უფროსი ძმა, კორნელის (გარდაიცვალა დეკანოზის წოდებით 1920 წლის 16 ივნისს.) რჩევით, მიხეილი 
თელავის სასულიერო სასწავლებელში გადუყვანიათ· როგორც 
გვ387 

თავად მიხეილი იხსენებს, ავადმყოფობის გამო, გვიან მოუწია სასწავლებლის დამთავრებბ და იმავე, 1892 წელს, ჩააბარა თბილისის 
სასულიერო სემინარიაში. „სწავლა 1 სექტეშბერს დაიწყო, მაგრამ პირველ დეკემბერს მოხდა სემინარიაში მოწაფეთა 
აჯანყება (რა თქმა უნდა, აჯანყება საეგზარქოსო მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული). მესამე გაკვეთილის შემდეგ 
დავტოვეთ საკლასო ოთახები, ჩავედით ხმაურობით ეზოში, ჩვენი ამორჩეული სამი უფროსი კლასის მოწაფეთა სახით წარვუდგინეთ 
სემინარიის მთავრობას მოთხოვნილებანი, რომელთაც, რასაკვირველია, ისინი ვერ შეგვისრულებდნენ და სწავლა 
სემინარიაში იქნა შეწყვეტილი. დაგვირიგეს სამგზავრო ფული და გამოგვისტუმრეს სახლებში“ („ჩემი ავტობიოგრაფია“). 
შემდეგ წელიწადს „განსაკუთრებული განცხადებების“ საფუძველზე სტუდენტები სასწავლებელში დააბრუნეს. იმავე წელიწადს
გორიდან სემინარიაში სასწავლებლად ჩამოვიდა სოსო ჯუღაშვილი და ოთხი კურსის განმავლობაში ერთად მოუწიათ
გვ388
სწავლა და ცხოვრება მიხეილ ელიზბარაშვილს, სოსო ჯუღაშვილსა და კორნელი კეკელიძეს: „არ დავშორებულვართ ერთმაწნეთს 4 წლის განმავლობაში 
არც კლასით და არც ცხოვრებით“. 
(საფიქრებელია, ამ კურსელობამ არაერთხელ იხსნა მიხეილ ელიზბარაშვილი დახვრეტისა და გადასახლებისაგან. თუმცა, მის 
ბინაში უცხო პირთა სტუმრობა და პირადი ნივთების ჩამორთმევა ხშმირი იყო).  
შემორჩენილია ამ პერიოდის ფოტოსურათები, რომლებიც თავად მიხეილის ცნობით, თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახებოდა. 
აქვე გვსურს ერთი საინტერესო ამბავი მოგითხროთ, რომელიც იმ დროინდელი სემინარიის ცხოვრებას წარმოაჩენს. ცნობილია, რომ ელიზბარაშვილები 
ძველთაგანვე მგალობელმომღერალნი ყოფილან. ამის გამო, მათ მეფე ერეკლე II ეხმარებოდა. 
წინაპართა ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი თავად მიხეილლი ელიზბარაშვილი ყოფილა. 
„როგორც მეცადინეობა კლასში, ასევე ეკლესიაში წირვალოცვა სრულდებოდა რუსულ ენაზე. მხოლოდ მოწაფეთა 
გაფიცვებით იყო გამოწვეული, რომ ნება დართეს, დაეარსებინათ მოწაფეებს ქართველ მგალობელთა გუნდი (ამ გუნდის ლოტბარად რამდენიმე ხანს მეც ვიყავი). 
მართალია, სემინარიაში ამ გუნდს უთმობდნენ საგალობლად ეკლესიაში სულ მცირე საგალობლებს, მაგრამ ამ გუნდით ვსარგებლობდით სხვა მხრივ და 
აი, რანაირად: შობასა და აღდგომას დავდევით ჩვეულებად თბილისის უმაღლეს პირთა და ქართველ მოღვაწეთა მილოცვა. 
ამისათვის განსაკუთრებული დაბეჭდილი ღია ბარათები გვქონდა: „სემინარიის ქართველ მგალობელთა გუნდი“. მილოცვისას, 
გარდა „ალილოსი“, და სხვა, ვმღეროდით „სამშობლოს“ (მოგონება სემინარიის ცხოვრებიდან). 
1900 წელს მიხეილმა სასულიერო სემინარია დაამთავრა და ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში გალობა-სიმღერის მასწავლებლად დაინიშნა. 
„მაძლევდნენ ხელფასს, თვეში 
გვ389
– 50 მანეთს ამ 50 მანეთით ბინაც ქირითა მქონდა დაკავებული, მსახურიცა მყავდა, ოჯახობასაც კარგად ვაცმევდი და ვახურავდი და 
კვირაში ორჯერ სამჯერ რომ არ შევკრებილიყავით ამხანაგები ერთმანეთთან (დროის გასატარებლად), არ შეიძლებოდა 
(„ჩემი ბიოგრაფია“').  
1900 წელს მიხეილმა ცოლად შეირთო სოფელ შილდაში მცხოვრები დეკანოზ მატათა მირიანაშვილის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე (ვარო). 
1905 წელს მიხეილი მღვდლად აკურთხეს და მღვდელმსახურად დაადგინეს თელავის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიაში (ამავე სასწავლებელში მასწავლებლობდა 
1910 წლამდე), შემდეგ გადაიყვანეს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად. როგორც თავად იხსენებს, 
აქ მან 12 საუკეთესო წელიწადი გაატარა.
„1923 წელში მივატოვე სასწავლებელი, დავრჩი თელავის სამრევლო ტაძრის წინამძღვრად, მაგრამ გარემოებამ მაიძულა, 
მიმეტოვებინა მღვდლობა,რაიც მოხდა 1924 წელს“. 
ამის შემდეგ მიხეილ ელიზბარაშვილს მრავალი სამსახური გამოუცვლია, მუშაობდა თელავის რაიაღმასკომის საერთო განყოფილების მდივნად, 
ხე-ტყის დამზადებაში, თელავის რკინიგზაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ბოლოს კი  – თელავის სასწავლებელ-ინსტიტუტში მდივნად (ყოფილ _ 
წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში). 
მიხეილ ელიზბარაშვილსა  და ბარბარე მირიანაშვილს


გვ390

ჰყავდათ ოთხი შვილი: სამი ვაჟი- არჩილი, ვახტანგი და შალვა და ერთი ქალიშვილი - თამარი. არჩილის შვილს (უმცროს 
მიხეილ ელიზბარაშვილს) ბაბუა თავის შემცვლელს ეძახდა (სწორედ მის ყრმობაზეა შედგენილი დღიური). იმ დროის 
გამოჩენილ მოღვაწეთა მსგავსად, მიხეილ ელიზბარაშვილის მოღვაწეობაც მრავალმხრივია. ზემოთ ჩვენ მისი სამგალობლო 
მოღვაწეობა ვახსენეთ. რომელიც მხოლოდ პრაქტიკული გალობითა და მასწავლებლობით არ შემოიფარგლებოდა ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს 
ხელნაწერთა ეროვნულ არქივს გადაეცა მისი ხელნაწერი „კარბელაანთ კილოს“ – ნოტების კრებული. მიხეილს ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლისას 
დაუწყია ხალხური სიმღერების ნოტებზე ჩაწერა· მის შთამომავლებს არაერთი ამგვარი კრებული აქვთ შემორჩენილი. 
ჩანაწერებს შორის გახლავთ დ. აღნიაშვილის ჩაწერილი „ალილო"· კახური კილოს „მეტივური“· „ველისციხური ყურძენი“ და 
სხვ. აღსანიშნავია სიმღერა „განთქმულა პირველ ბრძენთაგან“,
გვ391
რომელიც ჩანაწერის სახით მიხეილის წყალობით შემოგვრჩა (ამ სიმღერის ისტორია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „ლექსისა და 
სიმღერის კვალდაკვალ“, გ. ჯავახიშვილი, გვ. 56-86). გარდა ამისა, საინტერესო გახლავთ მისი სამწერლობო მცდელობები. 
1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ (N25) გამოქვეყნდა მისი წერილი „ცოტა რამ ქართული გალობის შესახებ სასულიერო სასწავლებელში“.  
აღსანიშნავია მოთხრობა „კუმეტობა“, ასევე ნაშრომი – ,„აზრთა კონა“, სადაც ავტორს შეკრებილი აქვს XIX საუკუნის ჟუურნალ- 
გაზეთებში გამოქვეყნებული გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევი. მიხეილის თაოსნობით თელავის ტყიდან, ე. წ. „ყრუხევიდან“ გამოიყვანეს 
სასმელი წყალი. მისი დაუღალავი მონდომებით რესტავრაცია გაუკეთდა ერეკლე IIის სასახლის კოშკურებს (თელავში) 
1916 წელს სადაც შემდგომში მოეწყო ბიბლიოთკა.
შემორჩენილია მიხეილის და კორნელი კეკელიძის ერთმანეთისადმი მიწერილი წერილები (1900-1941 წლები).  
შემორჩენილია ფოტოსურათი, რომელზეც ერთმანეთის გვერდით სხედან ბატონი კორნელი კეკელიძე და მიხეილ ელიზბარაშვილი. 
მიხეილ ელიზბარაშვილი 1942 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქალაქ თელავში. სასიხარულოა, რომ მის ოჯახს,
სხვა საგნებთან ერთად. დღემდე შემორჩენილი აქვს ზოგიერთი სამღვდელმსახურო ნივთი.  
დასასრულ, გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი ავტობიოგრაფიიდან:
„..სიკვდილის შემდეგაც ისე ნუ დამტოვებთ, რომ ხანდისხან არ მოაგონებინოთ ხოლმე ეკლესიას ჩემი თავი, მხოლოდ ისე, 
რომ შვილებს ამით არაფერი ევნოთ. ამას ითავებს ალბათ დედათქვენი. მინდა, კიდევ ბევრი გელაპარაკოთ, მაგრამ უმეტესი გრძნობირობა და აღელვება 
ამის ნებას არ მაძლევს. იყავით კარგად, ჩემო შვილებო, თქვენი ოჯახობებით და დედით.  
თქვენი მიხეილ ელიზბარაშვილი 
1940 წლის 14 ქრისტეშობისთვე, ქ. თელავი”. 

მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულმა გიორგი გვიმრაძემ
გვ392



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.09.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0