სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ივანე დიმიტრის ძე ზარიძე 1861-1919წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ალავერდი, მაღრაანი, ბაბანეული. ახმეტა ივანე დიმიტრის ძე ზარიძე 1861-1919წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ალავერდი, მაღრაანი, ბაბანეული. ახმეტა

1861-1919 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ზარიძე სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

338       ბეჭდვა

ივანე დიმიტრის ძე ზარიძე 1861-1919წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ალავერდი, მაღრაანი, ბაბანეული. ახმეტა

 იოანე ზარიძე დაიბადა 1861 წელს დეკანოზის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო.

   1877–1883 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1885 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ცოტა ხნის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და მაღრაანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1889 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, ხოლო 1892 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ერთი წლის შემდეგ ისევ მაღრაანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.


    1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წელს ალვანის სამრევლო–საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც მან ორი წელი დაჰყო და ისევ მაღრაანში დააბრუნეს.

    1904 წელს სკუფია უბოძეს. 1907 წელს ბაბანეურის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

    1912 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

    1913 წელს კამილავკა ებოძა. 


    1917–1919 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობდა

     მღვდელი იოანე 1919 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძრის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

ბიბლიოგრაფია

ზარიძე იოანე (ივანე) 1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ილია პავლეს ძე გორდეზიანი, მღვდელი ლევან ვარდიაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მღვდელი იოანე (ივანე) ზარიძე და ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი.

ზარიძე იოანე  1915 წელს მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო. 1917 წელს მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი. 1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ლაზარე ვასილის ძე მურთაზაშვილი, მღვდელი იოანე ზარიძე, ანა იაგორის ასული ჩოლოყაშვილისა და ევგენია სოლომონის ასული ჯორჯაძისა.


მღვდელი იოანე ზარიძე  1861-1919წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელი იოანე დიმიტრის ძე ზარიძე 1861 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა. 
1877-1883 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1885 წლის 6 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ 
(ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის II აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და მაღრაანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დანიშნა. 
1839 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 
1892 წლის იანვარში ბარისახოს 
გვ433

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 
1893 წლის თებერვალში ისევ მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 
1896 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1898 წლის 9 მაისს ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 
1899 წლის 25 აპრილს ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს· 
1900 წლის 10 ნოემბერს კვლავ მაღრანის ეკლესიაში გადაჰყავთ. 
1904 წლის აღდგომას სცკუფია უბოძეს· 
1907 წელს ბაბანეურის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა. 
1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
1917-1919 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში 
მსახურობდა· მღვდელი იოანე 1919 წელს გარდაიცვალა· დასაფლავებულია ალავერდის საკათედრო ტაძრის ეზოში·





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.09.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0