სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ილარიონი (ავთანდილ) სამხარაძე 1937-2016წწ ეპისკოპოსი წარმ. თერჯოლა ილარიონი (ავთანდილ) სამხარაძე 1937-2016წწ ეპისკოპოსი წარმ. თერჯოლა

1937-2016 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება



გვარი სამხარაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

ილარიონი (ავთანდილ) სამხარაძე 1937-2016წწ ეპისკოპოსი წარმ. თერჯოლა

ილარიონი (სამხარაძე) (დ. 21 ნოემბერი1937 — გ. 5 დეკემბერი2016) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.


ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი.


1969 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. 1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს - მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი.


1975 წლის 12 მაისს გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. 1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. დასკვნის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდის დადგენილებით ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან. იგი 1982 წელს მკურნალობდა.


1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი გარდაიცვალა 2016 წლის 5 დეკემბერს, დაკრძალულია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის გალავანში.


ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე) – ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. 1945-1953 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა №32–ე სკოლაში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1957-1959 წლებში მუშაობდა „თბილმშენში“ 1959-1964 წლებში მუშაობდა „თბილწყალსადენში“. 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში.


1969 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უენტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთსევით ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც საბუთები გადაიტანა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. 1969 წლიდან იგი სხვადასხვა ინსტანციებში აგზავნიდა განცხადება-შეტყობინებებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების გამო. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. იგი აღნიშნავდა, მიტროპოლიტ დავითს არ აქვს უმაღლესი განათლება და არ შეიძლება მისი პატრიარქად არჩევაო. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. 1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს – მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ავთანდილ სამხარაძე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი.


1975 წლის 1 აგვისტოდან 1976 წლის 10 მაისამდე თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია.


1975 წლის 12 მაისს გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. კურთხევას ესწრებოდნენ მიტროპოლიტები: ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი). 1


977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევის შემდეგ ეპისკოპოსი ილარიონი კიდევ უფრო გაღიზიანდა. მართალია, იგი ბოდბელად იწოდებოდა, მაგრამ წირავდა პატარა სამების ეკლესიაში, გახშირდა მის მიერ მორწმუნეთა მიმართ აგრესიული გამოსვლები, რამაც სკანდალების სახე მიიღო. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. მეუფე გრიგოლმა დაწვრილებით შეისწავლა საქმე და წმიდა სინოდს წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: „ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა“. 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს „უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს“ უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონმა 2011-2016 წლებში დაიწყო ხალხში ქადაგება...


გარდაიცვალა 2016 წლის 5 დეკემბერს, 8 დეკემბერს იგი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიკრძალა მცხეთაში დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის გალავანში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.09.2023
ბოლო რედაქტირება 11.11.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0