სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 გიორგი იოსების ძე ინაშვილი  1876-1924წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი დაბ. სოფ. ახალსოფელი (გარდაბანი)  გიორგი იოსების ძე ინაშვილი  1876-1924წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი დაბ. სოფ. ახალსოფელი (გარდაბანი)

1876-1924 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ინაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

100       ბეჭდვა

გიორგი იოსების ძე ინაშვილი 1876-1924წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი დაბ. სოფ. ახალსოფელი (გარდაბანი)

ინაშვილი გიორგი იოსების ძე (5(18) ოქტომბერი,1876, თბილისის გუბერნია, სოფ. ახალსოფელი _ 1.09.1924) _ დეკანოზი. დაიბადა დიაკვნის ოჯახში. 1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 24 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1902 წლის 20 ოქტომბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 28 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 30 მაისს მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1904 წლის 23 ნოემბერს, 1907 წლის 31 ივლისსა და 1910 წლის 8 დეკემბერს საეპარქიო შეკრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1911 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს. ამავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1913 წლის თებერვალში რომანოვების მეფობის 300 წლისთავზე მედლით დაჯილდოვდა. 1914 წელს I მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა I ბატალიონის თურქესტანის #35 პოლკის მოძღვრად. მამა გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებით და ორდენებით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა სამკერდე გამშვენებული ოქროს ჯვრით. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ახალსოფლის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში დაინიშნა, ხოლო 1918 წლის 1 ოქტომბრიდან 1919 წლის 1 სექტემბრამდე თბილისში, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა საღმრთო სჯულს და ამავე გიმნაზიის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1919 წლის იანვარში ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი გიორგი 1924 წლის 1 სექტემბერს აჯანყების დროს დააპატიმრეს და სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. მეუღლე ნინო მიხეილის ასული ხატიაშვილი (1881) და შვილები: მარიამი (8.09.1903), დავითი (1.01.1905) და ეკატერინე (24.01.1908).

გიორგი მაჩურიშვილი

გიორგი კლდიაშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1915-)


ინაშვილი გიორგი იოსების ძე. 1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მღვდელი გიორგი იოსების ძე ინაშვილი, თამარა ნიკოლოზის ასული მაჩაბლისა, ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი და ილია რომანის ძე ლომიძე.



1876 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა.
1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 24 იანვარს - მღვდლად 
დაასხეს ხელი და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1911 წლის 10 აპრილს - სკუფიით დაჭილდოვდა. ამავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
XX საუკუნის 20- იანი წლების დასაწყისში ნინოწმიდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი გიორგი 1924 წლის აჯანყების დროს კომუნისტებმა დახვრიტეს.



დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924 

ეხლა ბევრგან ქადაგობენ სამღვდელოებისა და ეკლესიის საწინააღმდეგოდ!

ვაგრძელებთ 1921-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია მცხეთა-თბილისის ეპარქიის, გარდაბნის რაიონის, სოფ. ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ინაშვილი.
დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი 1876 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა.

მამამისი, დიაკვანი იოსებ იოანეს ძე ინაშვილი 1847 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.



1866 წლის 24 ოქტომბერს ნორიოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1869 წლის 29 ნოემბერს მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1873 წლის 19 მაისს ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დაადგინეს. 1875 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. წლების განმავლობაში ახალსოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობას ასწავლიდა, სადაც ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის სასულიერო მთავრობისაგან არაერთხელ გამოეცხადა მადლობა. ამასთან დაკავშირებით, უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „საცხენისხეველი“ გაზ. „ივერიაში“ წერდა: „სოფ. ახალსოფელი (ტფილისის მაზრა). ეს ორი წელიწადი იქნება, რაც ახალსოფლის სამრევლო სკოლაში მთავრობამ გაამწესა მასწავლებელი. მართალია, წინადაც აქ სკოლა იყო, მაგრამ საკუთარი მასწავლებელი არ ჰყავდა, რის გამოც, 13 წელიწადზედ მეტი იქნება, რაც მასწავლებლის როლს ასრულებდა ამავე სოფლის ეკლესიის კრებული, რომელიც ცალკე თავის სამსახურის და მოვალეობის გამო, ცალკე კიდევ უვარგის სკოლის ოთახისა, რომელშიაც ავდრიანს დღეებში ისე სწვიმდა, როგორც გარეთ, ვერ მიდიოდა თავისს დროზედ სკოლაში და ვერ ასწავლიდა ყმაწვილებს. სკოლის ასეთმა სამწუხარო მდგომარეობამ ბოლოს მაინც მიიქცია ყურადღება სამრევლო სკოლების მთავრობისა, რომელმაც საჭიროდ დაინახა აეშენებინა სკოლისათვის ოთახი თავის ხარჯით და დაენიშნა მასწავლებელი. ამისთანა სასიამოვნო საქმემ ძალიან გაახარა აქაური საზოგადოება და თავის მხრით დახმარებასაც დაჰპირდა, რითაც კი შეიძლებოდა.
მალე დაამთავრეს სკოლის შენობა და მალე იქმნა გამოგზავნილი მთავრობისაგან მასწავლებელი. ამჟამად აქ მასწავლებლად არის ტფილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელში კურსდამთავრებული ოლგა ბათიაშვილისა, რომლის დაუზარელმა და მუყაითმა მოღვაწეობამ კარგი ნაყოფი გამოიღო და დიდი მადლობაც გარდაუხადა არქიმანდრიტმა მამა დოსითეოსმა, რომელიც დაესწრო ყმაწვილების გამოცდას 13 მაისს. ყმაწვილებმა კარგი ცოდნა გამოიჩინეს: საღმრთო სჯულისა, ქართულისა, რუსულისა, ანგარიშისა და საეკლესიო გალობისა. დიდი მადლობა გარდაუხადა არქიმანდრიტმა დოსითეოსმა აგრეთვე ადგილობრივ მღვდ. ნიკოლოზ კანდელაკს და მთავარდიაკვანს იოსებ ინაშვილს, პირველს საღმრთო სჯულის კარგად სწავლებისა, ხოლო მეორეს -– ქართული და რუსული გალობის კარგად სწავლებისათვის. მ. იოსებ ინაშვილს
ყმაწვილებისთვის კარგად შეუსწავლებია გალობები და დასიც შეუდგენია, რომელსაც ყოველ კვირა-უქმეობით ეკლესიაში აგალობებს. კარგი კიდევ ის არის, რომ მ. იოსებ ინაშვილს
ყმაწვილებისთვის (ახალსოფელში 30 კომლამდე რუსი ცხოვრობს და ამათი ყმაწვილებიც დადიან სკოლაში) მშვენივრად შეუსწავლებია ზოგიერთი საეკლესიო ქართული საგალობლე-

20-1  საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924  (გაგრძელება)

ბი, მაგ.: „უფალო შეგვიწყალენ“, „მოვედით თაყვანის ვსცეთ“... „წმიდაო ღმერთო“, „ღირს-არს“ და კიდევ ბევრი სხვა და ეკლესიაში აგალობებს. 14 მაისს, წირვაზე, მშვენივრად იგალობა მთელი წირვა და პარაკლისი ყმაწვილების მგალობელთა გუნდმა, მ. ი. ინაშვილის ლოტბარობით. წირვა ქართულად და რუსულად იყო. ამ დღეს თვით მცხოვრებნიც ბევრი იყვნენ ეკლესიაში. წირვის შემდეგ მამა დოსითეოსმა კიდევ მადლობა გარდაუხადა მასწავლებელს ო. ბათიაშვილს, მღვდ. ნ. კანდელაკს და დიაკვან იოსებ ინაშვილს და სრული კმაყოფილებით სავსე საათის ოთხზედ გაემგზავრა  სოფ. უჯარმას, რათა იქაური სკოლაც დაეთვალიერებინა და გამოეცადნა ყმაწვილები“.მამა იოსები 1902 წლის 19 ივლისს იმავე სკოლაში სხვა საგნების მასწავლებლადაც დაინიშნა.
დიაკვანი იოსები ადრე დაქვრივდა. გარდაიცვალა XX ს-ის 10-იან წლებში.

დეკანოზი გიორგი 1876 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მამა იოსები 1902 წლის 19 ივლისს იმავე სკოლაში სხვა საგნების მასწავლებლადაც დაინიშნა. დიაკვანი იოსები ადრე დაქვრივდა. გარდაიცვალა XX ს-ის 10-იან წლებში.




დეკანოზი გიორგი 1876 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 24 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის
ჯვარპატიოსნის სახ. ტაძარში დაინიშნა. ახალგაზრდა და განათლებული მოძღვრის დანიშვნას დიდი სიხარულით შეეგება ახმეტის ინტელიგენცია და მრევლი. ამასთან დაკავშირებით გაზ. „ივერია“ 1902 წლის 1-ელი აგვისტოს ნომერში წერდა: „ახმეტა. ამ ოთხის წლის წინად აქაურმა საზოგადოებამ სოლ. ჯანდიერის და მასწავლებლად ნამყოფის ს. ბედიაშვილის თაოსნობით განიძრახა წიგნთ-საცავ-სამკითხველოს დაარსება.

მალე აზრი სისრულეში მოიყვანა; აიღო მთავრობისაგან ნებართვა, გამოიწერა 25 მანეთის წიგნები, თვით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უფასოდ დაუთმო სამკითხველოს 16 მანეთის წიგნი. ის იყო, საქმე სასურველ ნიადაგზედ უნდა დამდგარიყო, რომ ამ დროს ვიღაცა არა
მკითხე-მოამბემ გაზ. „ივერიაში“ სამკითხველოს დაარსება და დამფუძნებლად დაასახელა ისეთი პირები, რომლებსაც ამ საქმეში არავითარი მონაწილეობა არ გამოაცხადა მიუღიათ. ეს გარემოება არ ესიამოვნა აქაურს, ისედაც „შენ-ჩემიანობის“ მიმდევარს, მალე ზურგიც შეაქცია ამ კეთილ საქმეს. ზედ მასწავლებელ ბედიაშვილის გადაყვანაც დაერთო და ამგვარად მიმდესაზოგადოებას და სამკითხველომ დაარსებისთანავე სული განუტევა. ამ არასასიამოვნო ამბავთან ერთი სასიამოვნო ამბავი უნდა ვაუწყო მკითხველებს. წელს ჩვენს საზოგადოებას შემოემატა ორი ახალგაზრდა წევრი: ექიმი ლ. ჯავახიშვილი და მღვდელი გ. ინაშვილი. ამათ განიძრახეს საკვირაო სკოლა დაარსონ. ამ აზრის განხორციელება მით უფრო შესაძლოა, რომ ამ პირების გარდა სოფელსა ჰყავს მასწავლებელი და ფერშალი. ღმერთმა ჰქმნას, ეს განძრახვა განხორციელებულიყოს და აზრი აზრად არ დარჩენილიყოს“. მართლაც, მღვდ. გიორგის თაოსნობითა და ძალისხმევით ზემოთ აღნიშნული სასწავლებელი მალევე გაიხსნა და 1902 წლის 20 ოქტომბერს იგი ამ სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 28 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 30 მაისს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1904 წლის 23 ნოემბერს, 1907 წლის 31 ივლისსა და 1910 წლის 8 დეკემბერს ოლქის სამღვდელოების მხრიდან საეპარქიო შეკრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1911 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს. იმავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1913 წელს თებერვალში დაჯილდოვდა რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედლით. 1916 წლის იანვარში | მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა | ბატალი-


20-2  საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924  (გაგრძელება)

ონის თურქისტანის 35 პოლკის მოძღვრად. ომში მსახურების პერიოდში მამაცური საქციელის გამო მღვდ. გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებითა და ორდენებით. იქვე მიენიჭა დეკანოზის წოდება და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ, მოძღვარი სამშობლოში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდი უადგილოდ იყო. 1919 წლის სექტემბერში სოფ. ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარი  წინამძღვრის გარეშე დარჩა. ამასთან დაკავშირებით შეიკრიბა სამრევლო საბჭო, მოახდინეს არჩევნები და ვინმე გრ. მეზვრიშვილის სახელით მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს, სადაც გრიგოლი წერდა: „ჩვენ სოფლისაგან მონდობილი მაქვს სიმდაბლით მოგართვათ მღვდლის არჩევის განაჩენი და თანაც მოგახსენოთ ჩვენი გულის ნადები. მართალია, ეხლა ბევრგან ქადაგობენ სამღვდელოებისა და ეკლესიის საწინააღმდეგოდ, მართალია, ჩვენ სოფლის შვილებსაც შეხვედრია ამისთანა შემთხვევა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგნიათ გონიერება და მამა-პაპისაგან ჩანერგული ღვთისადმი და ეკლესიისადმი სიყვარული არ გაჰქრობიათ. ყველამ გადავწყვიტეთ, მღვდელი მოვითხოვოთ, მოვითხოვოთ არა მარტო მღვდლობისათვის,
არამედ ის უნდა იყოს ყველას ნამდვილი მამა-მოძღვარი, გზის მაჩვენებელი, დამრიგებელი, სოფლის ლამპარი, ყოვლად სინდისიანი ადამიანი. ამისთანა ადამიანად ჩვენ სოფელს სწამს დეკ. მამა გიორგი ინაშვილი. მართალია, ეხლა ყველას თავი გასჭირვებია, მაგრამ ჩვენი
სოფელი ამასაც არ შეუშინდა და გადასწყვიტა ერთდროულ დახმარებად მისცეს კომლზედ სამ-სამი ლიტრა პური, რაიც სულ შეადგენს სამასს ფუთს, აღუთქვა შეშა და აგრეთვე მიწა  შვიდი დესეტინა, რომლის შემუშავებაზედ სოფელი დაეხმარება. ერთი სიტყვით, არაფერს დაზოგავს სოფელი, ოღონდ ღირსეული მღვდელი მიეცეს. ამ ყველაფერს მოგახსენებთ სოფლის სახელით და მდაბლად გთხოვთ, დაგვითმოთ დეკანოზი გიორგი ინაშვილი ჩვენ მოძღვრად და პატრონად“. ამ წერილიდან კარგად ჩანს, თუ როგორი ავტორიტეტი და სახელი ჰქონდა მღვდ. გიორგის ახალსოფელში, და ზოგადად, მთელს ეკლესიაშიც. 1920 წლის იანვარში სამღვდელოებამ იგი ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩია. დეკ. გიორგი აქტიურად მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში დეკანოზი გიორგი
აქტიურ მონაწილეობას იღებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი დააპატიმრეს სხვა პირებთან ერთად. მის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მაშინ როდესაც მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, ჩემში ითამაშა ეროვნულმა გრძნობამ... მე აგიტაციას ვეწეოდი მრევლის წინაშე, როგორც ნაციონალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიის შესახებ არსებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია და, ამასთან ერთად, ჩვენ სასულიერო პირებს გვდევნიან, განსაკუთრებით კომკავშირლები“. სამეულის გადაწყვეტილებით დეკანოზი გიორგი 1 სექტემბერს დახვრიტეს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ დეკანოზ გიორგის ოჯახს უარი ეთქვა რეაბილიტაციაზე. 1956 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბულგანინის სახელზე გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც მოქალაქე ეკატერინე ინაშვილი ითხოვდა მისი მამის დეკანოზ გიორგი ინაშვილის სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციას, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატორისაგან პასუხი მხო

20-3  საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924  (დასასრული)

ლოდ 1959 წელს მიიღო. საქართველოს პროკურატორის მიერ საარქივო საქმის შესწავლის საფუძველზე კომისიამ დაასკვნა, რომ სასჯელის ზომა თავისი სიმკაცრით არ შეესაბამებოდა გიორგი ინაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიუხედავად ამისა, სასჯელის ზომის შემცირება იმ მომენტისათვის არ იყო მიჩნეული მიზანშეწონილად. 1924 წლის 1 სექტემბერს გარე-კახეთის რაიონის ბანდიტიზმთან ბრძოლის საგანგებო სამეულის გადაწყვეტილება გიორგი ინაშვილის მიმართ მართებულად მიიჩნიეს, ხოლო მოქალაქე ეკატერინე ინაშვილის საჩივარი კი უსაფუძვლოდ ჩათვალეს. დეკანოზ გიორგის დარჩა მეუღლე ნინო მიხეილის ასული (დაბ. 1881წ.) და შვილები: მარიამი (დაბ. 8.09.1903წ.), დავითი (დაბ. 1.01.1905წ.), ეკატერინე (დაბ. 24.01.1908წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2023
ბოლო რედაქტირება 19.01.2026
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0