ალექსი გულისაშვილი 1861-1951წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. ნინოწმიდა, საგარეჯო
დაიბადა 20 აგვისტო, 1861 - 21 იანვარი, 1951 არქეოლოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი
დაბადების ადგილი: სოფელი ნინოწმინდა, საგარეჯოს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1884 წელს.
დუშეთის, თიანეთის, თბილისის მაზრებში და ბოლოს ნინოწმინდაში მთავარხუცესად მსახურობდა. 1884 წლიდან წერდა არქეოლოგიური შინაარსის წერილებს და კორესპონდენციებს სოფლის ყოფა-ცხოვრების შესახებ (ზოგჯერ სხვისი გვარით). მონაწილეობდა საზოგადო-სასოფლო საქმიანობაშიც; სოფელ მლეთაში პირველმა ააგო სკოლის შენობა და ნიკო ლეონიძესთან ერთად (გიორგი ლეონიძის მამა) ასწავლიდა. სოფელ ნინოწმინდაში მისი თაოსნობით და გ. ზ. ქურდიანის უანგარო დახმარებით, რამდენიმე ადგილას გაიყვანეს წყალი. მუშაობდა სრულიად უსასყიდლოდ. იყო საგარეჯოს ბანკის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კოოპერატივის გამგეობის წევრი, ნინოწმინდის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. (დაბადების თარიღი ზოგიერთი ცნობით 1863). არჩილ გულისაშვილის მამა, გიორგი ლეონიძის ბიძა.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.751
დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1878 წ. კი სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, რომელიც 1884 წ. პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1885 წ. 21 აპრილს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 23 აპრილს მანვე მღვდლად დაასხა ხელი და საქართველოს მთიანეთში, ქვემო მლეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესა. 1887 წ. 9 აგვისტოს დუშეთის მაზრის მეოთხე ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს, ხოლო 1888 წ. ამ თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1889 წ. 12 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წ. 14 თებერვალს ერწო-თიანეთში, სვიმონიანთხევის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. იქ მსახურების პერიოდში გულისაშვილმა ბევრი იზრუნა სწავლა-განათლების საქმის მოგვარებისთვის და დიდი წვლილიც მიუძღვის სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსების საქმეში. ამის შესახებ 1899 წ. გაზ. „ცნობის ფურცელი“ წერდა: „აგერ ერთი წელიწადია, რაც სკოლა დაარსდა სოფ. სვიმონიანთხევში. ჯერ კარგად მიდის მისი საქმე. მოწაფენი ბლომად დადიან სკოლაში... სკოლაში წერა-კითხვას ალექსი გულისაშვილი ასწავლის. ალექსის დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის თავისი მრევლისა და ახლად გახსნილი სკოლის წინაშე. ერთი წლის სკოლის მოწაფეებისათვის მას გალობა შეუსწავლებია და მოწაფეებმა კიდეც მშვენივრად იგალობეს დღესასწაულზე ეკლესიაში. დიდი მადლობის ღირსია ყოველივე ამისათვის ალექსი“.
ერწო-თიანეთში მსახურების დროს გულისაშვილმა განსაკუთრებული მზრუნველობით მოჰკიდა ხელი ნადოკრის ძველი მონასტრისა და იქ მდებარე წმ. არჩილ მეფის საფლავის მოვლა-პატრონობას. (მასთან ერთად ამ საქმეში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მღვდელ გრიგოლ შიოს ძე წიკლაურს). სამწუხაროდ, მეფე არჩილის საფლავი, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს და ქრისტეს სარწმუნოებას, იმ პერიოდში სრულიად მივიწყებული და გავერანებული იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტაძარი პირუტყვთა სადგომად იყო გადაქცეული. ეპისკოპოსმა წმ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) პირველმა იზრუნა მონასტრის განახლებაზე. 1893 წ. მან ზედაზნის მამათა მონასტრიდან იქ მუდმივ სამყოფელად ბერი ეფრემი (დიდებაშვილი) განაწესა, რომელმაც ეკლესიის ეზო და ტაძარი დაასუფთავა და შეძლებისდაგვარად გაალამაზა. სამწუხაროდ, ეფრემი 1898 წ. გარდაიცვალა და ტაძარი კვლავ უპატრონოდ დარჩა. სწორედ ამ დროს გულისაშვილმა და გრიგოლმა ითავეს მონასტრის მოვლა-პატრონობა. გულისაშვილი ამის შესახებ გაზ. „ივერიაში“ წერდა:
„1899 წლის 21 ივნისს ერთი-ორი კაცის თაოსნობით შეიკრიბნენ არჩილ მეფის საფლავთან თიანეთის მაზრის მოწინავე საზ-ბა: მომრიგებელი მოსამართლე ა. ს. გამრეკელი, მაზრის მკურნალი ლ. ა. ჯავახიშვილი, მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი, ბოქაულები – გ. დეკანოზიშვილი და ვ. ბარათაშვილი, ადგილობრივნი მღვდელნი, მემამულენი და მრავალნი სხვანი. სამღვდელოებამ არჩილის მეფის საფლავზე გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ – პანაშვიდი გარდაცვლილი ბერის ეფრემის საფლავზე, სადაც მღვდელმა ნიკოლოზ კახიშვილმა წარმოთქვა მცირე ქადაგება. ამის შემდეგ გაიმართა საუბარი, თუ რა ღონისძიებანი გაეტარებინათ ეკლესიის გადასარჩენად. საზოგადოებამ ერთხმად დაადგინა: 1) ეთხოვოს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს, რომ ნება დაგვრთოს არჩილის ეკლესიის განახლებისათვის შემოწირულობა მოგროვდეს საქართველოს ყველა კუთხეში, რადგან არჩილ მეფის საფლავი ეკუთვნის არა რომელსამე კერძო ადგილს, არამედ მთელ საქართველოს. 2) ვიდრე ნებართვა იქნება აღებული, ეთხოვოს დახმარება მეუფე ალექსანდრეს, როგორც პირველ მზრუნველს არჩილის წმინდა საფლავისა. რადგანაც მეუფე სხვა ეპარქიაში გადაბრძანდა, მისი სურვილი შეუსრულებელი დარჩა. 3) ჯერ-ხანობით, ვიდრე შორიდან შემოწირულობა მოგროვდება, ეხლავე არჩილ მეფის ეკლესიის თავსახურავზე (ბანზე) ხეები გადაიკაფოს და კრამიტით გადაიხუროს, რომ ეკლესიის თაღი წვიმისა და თოვლისგან არ ჩამოიქცეს. 4) მომრიგებელმა მოსამართლემ ა. გამრეკელმა სთქვა: ფრიად საჭიროა, რომ ეკლესიას თავისი საკუთარი ეზო ჰქონდესო. რას ემგვანება, ეკლესია გავამშვენოთ და იქ მისვლა კი არ შეგვეძლოსო?
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ეზოს ვიღაც ჰაოსიანთ გვარის ოჯახი დაპატრონებია. „ყორღანი“ (სამანი) შიგ ეკლესიის კედლის ძირშია ჩავარდნილი. მემამულემ რომ მოინდომოს, ფეხს არ მიგვადგმევინებს ეკლესიასთან. პატივცემულმა მემამულემ ი. ს. ოზიაშვილმა საზოგადოებას აღთქმა დაუდვა: არჩილის ეკლესიის ეზოს ისევ ეკლესიას დავუბრუნებო. ამის სამაგიერო ადგილს ჰაოსიანთ გვარისას ერთი ორად მივცემო. საზოგადოებამ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ოზიაშვილს. შემდეგ გაიმართა ქართველური ნადიმი, შემკობილი მამულიშვილურის სიმღერებით და მრავალი სადღეგრძელოთი.
ვისურვებთ, ყველა ის, რაც სიტყვით წარმოითქვა, განხორციელებულიყოს და ჩვეულებრივ ქართველურ დავიწყებას არ მისცემიყოს“.
1899 წ. 16 სექტემბერს გულისაშვილი მშობლიური სოფლის, ნინოწმინდის წმ. ნინოს ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წ. 12 ნოემბერს თბილისის მაზრის მესამე ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1907 წლამდე დაჰყო. 1903 წ. სკუფია უბოძეს. 1910 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1911 წ. ამავე ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია. 1914 წ. 20 მარტს კვლავ აირჩიეს მესამე ოლქის მთავარხუცესად. 1914 წ. 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წ. წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1922 წ. დეკანოზის პატივი მიენიჭა.
1921 წ. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება დამყარდა, რამაც სამღვდელოების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას, რეპრესიებსა და ცილისწამებებს. გულისაშვილიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე. აი, რას სწერდა იგი 1923 წ. 1 აპრილს თავისი ოლქის მდგომარეობის შესახებ ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „ამა წლის 25 მარტს III ოლქში ნინოწმიდის, თოხლიაურის, გიორგიწმიდისა და საგარეჯოს ეკლესიები დაკეტეს. 26 მარტს, საგარეჯოს აღმასკომის განკარგულებით, ეკლესიები გაძარცვეს, კანკელები დაამხეს, ხატები დაამტვრიეს, შესამოსლები თეატრში წაიღეს და მღვდელმოქმედება აგვიკრძალეს. ესეთი ძალმომრეობა, შელახვა სარწმუნოებისა და სვინდისისა არც გაგონილა და არც თქმულა საქართველოში. 1 აპრილს საგარეჯოს დიდ მიტინგზე ხალხმა მოითხოვა: „ეკლესიები გაგვიღეთ და ჩვენს სარწმუნოებას ნუ შეეხებითო“. ამის შემდეგ პასუხი მისცეს: „თქვენმა საბჭომ, სადაც თქვენი წარმომადგენლები იყვნენ, თქვენი სურვილით გადაწყვიტესო“. სოფლიდან სამი-ორი საბჭოს ურწმუნო წევრი არ შეადგენს მთელ სამრევლოს და იმათი გადაწყვეტილება სარწმუნოებრივ დარგში არავითარ კომპეტენციას არ წარმოადგენს. გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, პროტესტი შეიტანოთ უმაღლეს საბჭოს მთავრობაში, რომ ეკლესიები ეკუთვნის მორწმუნე ხალხს და არა ურწმუნოებს, რომ გამოძიება მოხდეს, მართლა ხალხს სურს დაკეტვა ეკლესიებისა, თუ რამდენიმე ურწმუნო პირს“.
გულისაშვილის და, სოფიო გულისაშვილი, გათხოვილი იყო სოფელ პატარძეულში მღვდელი ნიკოლოზ ლეონიძეზე. მათი შვილი ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გიორგი (გოგლა) ლეონიძე გულისაშვილის დისშვილი გახლდათ. გულისაშვილების საოჯახო არქივში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც გიორგი ბიძას სთხოვს, თბილისის საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს გაუგზავნოს ნინოწმინდის ტაძარში დარჩენილი ისტორიული ღირებულების საეკლესიო ნივთები და სიგელ-გუჯრები, რათა ისინი განადგურებას გადაურჩეს. ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია: „ძია ... მომწერე, სად იმყოფება ეხლა ნინოწმინდის სიძველენი: ა) დაფარნები ირაკლი II-ის დედის თამარის შეწირული; ბ) ძველი ხატი – არჩილ მეფის შეწირული; გ) საბა მიტროპოლიტის ნაქონი ხატი. საქმე იმაშია, რომ ეს ნივთები არ აღმოჩნდა თბილისში ჩამოტანილ სიძველეებში. ერმიამ კი წინათ მითხრა, რევკომიდან ქალაქში გავგზავნეთო. მაცნობეთ, რომ მივიღო ღონისძიება მათი ან ეკლესიისთვის დაბრუნებისა და ან კიდევ სიძველეთა საცავისათვის. დღეს ხდება ცენტრალიზაცია სიძველეებისა. ჩამოტანილია ყველაფერი დავით გარეჯიდან, შიომღვიმიდან და სხვა ადგილებიდან. აგებულია ფოლადის სახლი საგანგებოდ და ყველაფერი იქ ინახება. აგრეთვე თქვენსა და ნინოწმინდაში, ეკლესიაში თუ ოჯახებში ხომ არ გეგულებათ ძველი ნივთები, ხელნაწერები, სიგელები? გადავწერთ მაინც ტექსტებს...“
1935 წ. 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაკალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზი გულისაშვილი ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა მადლობის სიგელით, რომელშიც აღნიშნულია: „სრულიად საქართველოს საკათოლიკოზო სინოდმა მოისმინა მოხსენება მღვდლობის ხარისხში შენი ორმოცდაათი წლის კეთილნაყოფიერი სამსახურისათვის და მოგვანდო, ჩვენ გადმოგვეცა შენთვის ლოცვა-კურთხევა. გულმოდგინედ ვევედრებით ზეციერ მამას, მშობლიური ეკლესიის ერთგულისა და ხანგრძლივი სამსახურისათვის დაგიცვას შენ ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და მოგანიჭოს დღეთა სიგრძე, სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება და მყუდროება“.
მხცოვანი დეკანოზი სიცოცხლის ბოლომდე ძველებური შემართებით განაგრძობდა ეკლესიაში სამსახურს. უკანასკნელ წლებში ხშირად ავადმყოფობდა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მან კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს საჩუქრად გაუგზავნა ოჯახში შემორჩენილი ძველი ხატი და სთხოვა, სიონის საპატრიარქო ტაძრისთვის შეეწირა. 1949 წ. 10 სექტემბერს კათოლიკოსი კალისტრატე ამის თაობაზე აცნობებს: „მაღალღირსო მამა დეკანოზო ა.[ლექსი] მოგიძღვნი რა ლოცვა-კურთხევას და გულითად მადლობას, გაცნობებ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ხატი დასვენებულია სიონში, სამკვეთლოში, შესასვლელი კარების მარჯვნივ. მარად თქვენთვის მლოცველი კ. პ. კალისტრატე“.
გულისაშვილი დაკრძალულია ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოში.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები
გაზ. „ივერია“ 1899, №141;
გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1899, #753;
დეკანოზ ალექსი გულისაშვილის საოჯახო არქივი, საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №1505; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №41682; საქმე №43911; საქმე №57638;
Журн., Вестник Грузинского экзархата, 1916. №10-11.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
დეკანოზი ალექსი გულისაშვილი 1861-1951წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
დეკანოზი ალექსი ნიკოლოზის ძე გულისაშვილი 1861 წელს გარე კახეთში, სოფელ ნინოწმინდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება პატარა ალექსიმ ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. მოგვიანებით იგი სასწავლებლად
თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, აქედან კი, 1878 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა,
რომელიც 1884 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამავე წელს დაქორწინდა პატარძეულში მცხოვრებ რაქილ იოანეს ასულ
ზუკაკიშვილზე (1869 წ.), რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: არჩილი (1. IV. 1888 – 30. XI. 1971 წწ.
დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი,ცნობილი ინჟინერ-მეტალურგი, პროფესორი); ნინო (დაიბადა 30.
VII. 1893 წ. დაამთავრა თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავ
გვ291
ლებელი, წლების მანძილზე ასწავლიდა სახალხო სკოლაში) და მანია (ეს უკანასკნელი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა).
1885 წლის 21 აპრილს სემინარიის კურსდამთავრებული ალექსი.
საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 23 აპრილს კი მღვდლად დაასხა ხელი და საქართველოს
მთიანეთში, სოფელ ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1886 წლიდან დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს, ხოლო 1887 წელს დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.
ამავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1891 წლის 14 თებერვალს ერწო-თიანეთის მხარეში, სოფელ სვიმონიანთხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
აქ მოღვაწეობის პერიოდში მამა ალექსის საფუძვლიანად უზრუნია, სწავლა- განათლების შუქი შეეტანა
სოფელში და დიდი წვლილიც მიუძღვის სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსების საქმეში. აი, რას წერდა ამის შესახებ
1899 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი'': „აგერ ერთი წელიწადია, რაც სკოლა დაარსდა სოფელ სვიმონიანთხევში. ჯერ კარგად მიდის მისი საქმე.
მოწაფენი ბლომად დადიან სკოლაში, მაგრამ სამწუხარო ერთი რამ არის. თუმცა საკუთარი სკოლა
გვაქვს, არტანის ხევის სკოლის ფულსაც გვახდევინებენ, და ეს, მით უმეტეს, არ არის სასიამოვნო, რომ არტანის ხევის მასწავლებელი ტყუილად სცდება,
სრულიად უსაქმოდ არის. ძალიან კარგს ინებებდნენ, ვისიც ჯერ არს, რომ ამ მასწავლებელს
სვიმონიანთხევში გადმოიყვანდნენ, რადგან აქ მოწაფეთა სიმრავლე მეორე მასწავლებელსაც მოითხოვს.
სკოლაში წერა-კითხვას მამა ალექსი გულისაშვილი ასწავლის. მამა ალექსის დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის თავისი მრევლისა და ახლად გახსნილი სკოლის წინაშე.
ერთი წლის სკოლის მოწაფეებისათვის მას გალობა შეუსწავლებია და მოწაფეებმა კიდეც მშვენივრად იგალობეს დღესასწაულზე ეკლესიაში.
დიდი მადლობის ღირსია ყოველივე ამისათვის მამა ალექსი“.
გვ292
ერწო-თიანეთში მსახურების დროს მამა ალექსის (მასთან ერთად ამ საქმეში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მღვდელ
გრიგოლ წიკლაურს) განსაკუთრებულად უზრუნია ნადოკრის ძველი მონასტრისა და იქ მდებარე წმინდა არჩილ მეფის საფლავისათვის·
ქართველთა სამარცხვინოდ, მეფე არჩილის საფლავი რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს და ქრისტეს სარწმუნოებას, იმ პერიოდში სრულიად
მივიწყებული და გავერანებულიყო.
საქმე იქამდე მისულა, რომ ტაძარი პირუტყვთა სადგომად გადაქცეულა. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) პირველმა
იზრუნა მონასტრის განახლებაზე.
1893 წელს მან ზედაზნის მამათა მონასტრიდან ბერ-მონაზონი ეფრემი (დიდებაშვილი)
განამწესა იქ მუდმივად, რომელმაც ეკლესიის ეზო და ტაძარი დაასუფთავა და შეძლებისდაგვარად გაალამაზა. სამწუხაროდ,
მამა ეფრემი 1898 წელს გარდაიცვალა და ტაძარი კვლავ უპატრონოდ დარჩა. სწორედ ამ დროს მამა ალექსიმ და მამა
გრიგოლმა ითავსეს მონასტრის მოვლა-პატრონობა. აი, რას წერს გაზეთ „ივერიაში“ ამის შესახებ მამა ალექსი:
„1899 წლის 21 ივნისს ერთი-ორი კაცის თაოსნობით შეიკრიბნენ არჩილ მეფის
გვ293
საფლავთან თიანეთის მაზრის მოწინავე საზოგადოება: მომრიგებელი მოსამართლე ა. ს. გამრეკელი, მაზრის მკურნალი
ლ. ა. ჯავახიშვილი, მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი, ბოქაულები – გ. დეკანოზიშვილი და ვ. ბარათაშვილი, _
ადგილობრივნი მღვდელნი, მემამულენი და მრავალნი სხვანი. "
სამღვდელოებამ არჩილის მეფის საფლავზე გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ – პანაშვიდი გარდაცვლილი ბერის ეფრემის
საფლავზე, სადაც მღვდელმა ნიკოლოზ კახიშვილმა წარმოთქვა მცირე ქადაგება. ამის შემდეგ გაიმართა საუბარი, თუ რა
ღონისძიებანი გაეტარებინათ ეკლესიის გადასარჩენად. საზოგადოებამ ერთხმად დაადგინა: 1) ეთხოვოს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,
საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს, რომ ნება დაგვრთოს არჩილის ეკლესიის განახლებისათვის, შემოწირულობა მოგროვდეს საქართველოს ყველა კუთხეში,
რადგან არჩილ მეფის საფლავი ეკუთვნის არა რომელსამე კერძო ადგილს, არამედ მთელ საქართველოს. 2) ვიდრე ნებართვა იქნება
აღებული, ეთხოვოს დახმარება მეუფე ალექსანდრეს, როგორც პირველ მზრუნველს არჩილის წმინდა საფლავისა. რადგანაც
მეუფე სხვა ეპარქიაში გადაბრძანდა, მისი სურვილი შეუსრულებელი დარჩა. 3) ჯერ-ხანობით, ვიდრე შორიდან შემოწირულობა
მოგროვდება, ეხლავე არჩილ მეფის ეკლესიის თავსახურავზე (ბანზე) ხეები გადაიკაფოს და კრამიტით გადაიხუროს,
რომ ეკლესიის თაღი წვიმისა და თოვლისგან არ ჩამოიქცეს.
4) მომრიგებელმა მოსამართლემ ა. გამრეკელმა სთქვა: ფრიად საჭიროა,
რომ ეკლესიას თავისი საკუთარი ეზო ჰქონდესო. რას ემგვანება, ეკლესია გავამშვენოთ და იქ მისვლა კი არ შეგვეძლოსო?
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ეზოს ვიღაც ჰაოსიანთ გვარის ოჯახი დაპატრონებია. „ყორღანი“ (სამანი) შიგ ეკლესიის კედლის ძირშია ჩავარდნილი.
მემამულემ რომ მოინდომოს, ფეხს არ მიგვადგმევინებს ეკლესიასთან· პატივცემულმა მემამულემ ი. ს. ოზიაშვილმა საზოგადოებას აღთქმა დაუდვა:
არჩილის ეკლესიის ეზოს ისევ ეკლესიას დავუბრუნებო.
გვ294
ამის სამაგიერო ადგილს ჰაოსიანთ გვარისას ერთი ორად მივცემო· საზოგადოებამ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ოზიაშვილს· შემდეგ გაიმართა ქართველური ნადიმი,
შემკობილი მამულიშვილურის სიმღერებით და მრავალი სადღეგრძელოთი.
ვისურვებთ, ყველა ის, რაც სიტყვით წარმოითქვა, განხორციელებულიყოს და ჩვეულებრივ ქართველურ დავიწყებას არ მისცემიყოს“.
1899 წლის 16 სექტემბერს მამა ალექსი თავისი მშობლიური სოფლის, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის
წინამძღვრად გადაიყვანეს.
1902 წლის 1- დეკეებერს თბილისის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე
მან 1907 წლამდე დაჰყო.
1903 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1910 წლიხ 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.
1911 წელს ამავე ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია.
1914 წლის 20 მარტს კვლავ დაინიშნა III ოლქის მთავარხუცესად·
1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1916 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1922 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა
1921 წლის 25 თებერვლიდან, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ,
სამღვდელოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას,
რეპრესიებსა და ცილისწამებებს. მამა ალექსიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინ
გვ295
აშე. აი, რას სწერს იგი 1923 წლის 1 აპრილს თავისი ოლქის მდგომარეობის შესახებ ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს
(ციცქიშვილი): ,, ამა წლის 25 მარტს III ოლქში ნინოწმინდის, თოხლიაურის გიორგიწმიდისა და საგარეჯოს ეკლესიები