სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში

1863-1947 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება



გვარი იაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

324       ბეჭდვა

გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში

გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში

არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა–კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ისწავლა. 1885 წლის 5 აგვისტოს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1889 წელს ანაფორა უკურთხეს. 1892 წლის 29 ოქტომბერს ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. ამავე წლის 12 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1897 წლის 1 ოქტომბერს მღვლად დაასხეს ხელი. 1898 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1901 წლის 5 მარტს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის მმართველად გადაიყვანეს და ამავე წლის 25 მარტს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1912 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

1912 წლის 17 ნოემბრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 11 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. მას დაწინაურებასა და წინსვლას ულოცავს სულიერი ძმა, მოწამეთას მონასტრის მღვდელმონაზონი პავლე: ,,თქვენო მაღალღირსებავ, დიდად პატივცემულო და ყოვლად პატიოსანო, მაღალღირსო არხიმანდრიტო გერმანე, მაკურთხე და შემინდევით. პირველ ყოვლისა სიმდაბლით გამოვითხომ შენდობას თქვენი მაღალ ღირსებისაგან და გეანბორებით წმიდა მსხვერპლის შემწირველის მარჯვენას და მოგილოცავ აღმატებული ხარისხის მიღებას და გისურვებ, რათა ურცხვენელად შეგესრულებიოს დედამან ღვთისამან და მიგაგებოსთ იესო ტკბილს. კეთილ საგზლოვანი თქვენი ბარათი მივიღეთ, რომლითაც ძლიერ განვიხარე. ეხლა ჩემს ამბავს იკითხამთ, ვარ თქვენი ლოცვით ჯერჯერობით გვარიანათ, აწი ღმერთმა უწყის. ექვთიმე იყო გუშინ აქა და მოკითხვა თქვენგნივ გარდავეცი. თუ შეგვექმნა ტფილისისკენ წამოსვლა გნახავთ. შემინდევი მაღალ ღირსო ასე ცირე ბარათისათვის, მაგრამ მე როგორი მოუცლელობა მაქვს ეხლა, ეს თქვენი მორჩილი მოგახსენებთ. ვრცელ ბარათს მერმეთ გაახლებთ. არხიმანდრიტმან და მისმან შვილებმა მოგიკითხესთ. თქვენი მაღალღირსებისათვის, მარადის მლოცველი, უღირსი მღვდელმონაზონი პავლე (ჯაფარიძე)".

მისი დანიშვნის დროს ქვათახევის მონასტერი ძლიერ შეჭირვებას განიცდიდა, რის გამოც მონასტერში ბერების რიცხვი ერთობ შემცირებული იყო. საძმოს შემადგენლობა მღვდელმონაზონ ნეოფიტესა (ვარდოსანიძე) და ორი მორჩილისაგან: მათე კირვალიძესა და გიორგი წიკლაურისგან შედგებოდა. მონასტერს დაგროვილი ჰქონდა უამრავი ვალები, რომლის გადახდაც მას საკუთარი ძალებით არ შეეძლო.

მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსებაზე იფიქრა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესს არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრებიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 1912 წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან – მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელმონაზონი ეფრემი (მენთეშაშვილი), ხოლო შიო–მღვიმედან –მღვდელმონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს. 1913 წელს მამა გერმანემ მორჩილებად მიიღო და ანაფორები უკურთხა ბესარიონ კუხალაშვილს, საბა ვარდუაშვილსა (შემდგომაში მღვდელმონაზონი აბო) და სვიმონ ძამაშვილს (შემდგომში მღვდელმონაზონი აითალა). მან დახმარებისათვის მიმართა გორის ეპისკოპოს ანტონს (გიორგაძე) და სთხოვა, აღეძრა შუამდგომლობა წმინდა სინოდში, რათა მონასტრისათვის ვალები ეპატიებინათ. 1916 წლის 15 მარტს მეუფე ანტონი წერილს უგზავნის მამა გერმანეს: ,,მამაო არხიმანდრიტო! მოგიკითხავ ძმურის სიყვარულით და გისურვებ ყოველ კეთილს. 14 ამა მარტს გახლდით სახელმწიფო პალატაში ჩემი მონასტრის მამულის გარდასახადის შესახებ. სხვათა შორის, თქვენი მამულის თაობაზედაც ვკითხე პალატაში ერთ დიდ პირს და მან მითხრა, რომ უწმიდესი სინოდის ობერპროკურორმა აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს ფული ეპატიოს ქვათახევის მონასტერსაო. ამ დღეებში მოველით უქაზს ამ მონასტრის გათავისუფლებაზე, თანაც ის ფული, რომელიც შეუტანიათ ბერებსა (მგონი 1000 მანეთამდე), უკან დაუბრუნდებათო. ისთე გამიხარდა, თითქო ჩემთვის ეჩუქებიოსთ ეს ფული. ქვათახევის ღვთისმშობელი ისთე არ მოიძულებდა თავის მონასტერს, რომ ეს ფული გარდახდომოდათ. იყავით ბედნიერად და მხიარულად. თქვენი პატივის მცემელი ეპისკოპოსი ანტონი."

1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღსდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მამა გერმანე ამჯერად უკვე საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია–სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიმართავს დახმარების სათხოვნელად, რათა გაუმჯობესებულ იქნას მონასტრის ძმათა მდგომარეობა.

1917 წლის 11–17 სექტემბერს, როგორც ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვარი მიწვეული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე დელეგატად. 1918 წელს არქიმანდრიტი გერმანე მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრებისა და მონასტრების დახურვა, სიწმინდეების შეურაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა–შევიწროება და ლიკვიდაცია. გამონაკლისი არც მარტყოფის მონასტერი იყო. 

1923 წელს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, რომელსაც ხალხი წმინდა კაცს უწოდებდა და დიდად სასოებდა, საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: "თანამდებობისამებრ ჩემისა, ვაცნობებ თქვენს უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-ნორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას ყოველნაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა...

დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგნები ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი.

აღდგომის მესამე დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრამ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის გაძარცვაზე.

არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე, დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს".

1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. როგორც მამა გერმანე იუწყება, იმ დროისათვის მონასტრის საძმო, გარდა საქონლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელ-მონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელ-მონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელ-მონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი), ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი.

"ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე.ი. 3 მღვდელ-მონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალო¬გი (ხარკი), ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის.

შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში".

1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანე ძმებთან ერთად იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და ქირით დასახლებულიყო სოფლის ზემოუბანში. მალე ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ, სამღვდელო სამოსი წაურთმევიათ და მოხუცი ბერისთვის წვერის ცალი მხარე ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, რაც მის სიწმინდესა და ურისხველობაზე მეტყველებს. სამრეკლოდან ზარები ჩამოუხსნიათ, მამა გერმანეს არც მაშინ დასცდენია საყვედური, მხოლოდ ეს უთქვამს: დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. თვითონ კი წამითაც არ შეყოყმანებულა. ძველებურად ემსახურებოდა ღმერთსა და მოყვასს. მას წინასწარმცნობელობის მადლიც ჰქონია. დიდად დამაშვრალმა მამა გერმანემ 1947 წელს მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს.


გამოყენებული ლიტერატურა:

გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").

აქვე წაიკითხეთ: ბერები »»

სურათზე: არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე 


არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი) 1863-1947წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

არქიმანდრიტი გერმანე, ერისკაცობაში – გრიგოლ იაშვილი, 1863 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღი წერა-კითხვა, წმინდა წკრილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თბილისის 
მაცხოვრის ფერისცვალების სახეღობის მონასტერში ისწავლა. 
1885 წლის 5 აგვისტოს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 
1889 წელს ანაფორა უკურთხეს. 
1892 წლის 29 ოქტომბერს ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და  
სახელად გერმანე უწოდა, ამავე წლის 12 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 
1897 წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 
1898 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1900 წლის 8
გვ476 

მაისს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის მმართველად გადაიყვანეს. 
1901 წლის 25 მარტს საგვერდულით დააჯილდოვეს. 
1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 
1912 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა· 
1912 წლის 17 ნოემბრის, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 11 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 
მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა· 
1913 წლის 14 იანვარს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. შემონახულია ერთი წერილი, რომლითაც მას დაწინაურებასა და წინსვლას ულოცავს
სულიერი ძმა, მოწამეთას მონასტრის მღვდელ-მონაზონი პავლე: „თქვენო მაღალღირსებავ, დიდად პატივცემულო და ყოვლადპატიოსანო, მაღალღირსო 
არხიმანდრიტო გერმანე, მაკურთხე და შემინდევით. პირველ ყოვლისა, სიმდაბლით გამოვითხომ შენდობას თქვენი მაღალ ღირსებისაგან და გეანბორებით 
წმინდა მსხვერპლის შემწირველ მარჯვენაზე და მოგილოცავ აღმატებული ხარისხის მიღებას და გისურვებ, რათა 
ურცხვენელად შეგასრულებიოს დედამან ღვთისამან და მიგაგებოსთ იესო ტკბილს. კეთილ საგზლოვანი თქვენი ბარათი 
მივიღეთ, რომლითაც ძლიერ განვიხარე. ეხლა ჩემს ამბავს იკითხამთ, ვარ თქვენი ლოცვით «ჯერჯერობით გვარიანათ, აწი ღმერთმა უწყის. 
ექვთიმე იყო გუშინ აქა და მოკითხვა თქვენგნივ გარდავეცი. თუ შეგვექმნა ტფილისისკენ წამოსვლა, გნახავთ. 
შემინდევი, მაღალ ღირსო, ასე მცირე ბარათისათვის, მაგრამ მე როგორი მოუცლელობა მაქვს ეხლა, ეს თქვენი მორჩილი მოგახსენებთ. 
ვრცელ ბარათს მერმეთ გაახლებთ. არხიმანდრიტმან
გვ477  
და მისმან შვილებმა მოგიკითხესთ. თქვენი მაღალ ღირსები სათვის მარადის მლოცველი, უღირსი მღვდელ-მონაზონი პავლე (ჯაფარიძე)“. 
არქიმანდრიტ გერმანეს დანიშვნის დროს ქვათახევის მონა სტერი ძლიერ შეჭირვებული იყო, რის გამოც მონასტერში ბერების რიცხვი ერთობ შემცირდა.
საძმო შედგებოდა მხოლოდ მღვდელ–მონაზონ ნეოფიტესა (ვარდოსანიძე) და ორი მორჩილისაგან: მათე კირვალიძისა და გიორგი წიკლაურისაგან. 
მონასტერს ჰქონდა უამრავი ვალი, რომლის გადახდაც საკუთარი ძალებით არ შეეძლო მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსება დაიწყო 
და ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 
1912 წელს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრიდან – მღვდელ-მონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელ-მონაზონი ეფრემი 
(მენთეშაშვილი), ხოლო, შიომღვიმიდან მღვდელ-მონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს. 
1913 წელს მამა გერმანემ მორჩილებად მიიღო და ანაფორები უკურთხა ბესარიონ კუხალაშვილს, საბა ვარდუაშვილისა (შემდგომში ბერ—დიაკონი აბო) და 
სვიეონ ძამაშვილს (შემდგომში – მღვდელ-მონაზონი აითალა). მან დახმარებისათვის მიმართა გორის ეპისკოპოს ანტონს (გიორგაძე) და სთხოვა, იქნება აღეძრა 
შუამდგომლობა წმინდა სინოდში, რათა მონასტრის ვალები ჩაეწერათ· 
1916 წლის 15 მარტს მეუფე ანტონი წერილს უგზავნის მამა გერმანეს: „მამაო არხიმანდრიტო! მოგიკითხავ ძმურის სიყვარულით და გისურვებ ყოველ კეთილს. 
14-ს ამა მარტს გახლდით სახელმწიფო პალატაში ჩემი მონასტრის მამულის გარდასახადის შესახებ. სხვათა შორის, თქვენი მამულის თაობაზედაც ვკითხე პალატაში 
ერთ დიდ პირს და მან მითხრა, რომ უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს ფული ეპატიოს ქვათახევის მონასტერსაო. 
ამ დღეებში მოველით უქაზს ამ მონასტრის გათავისუ
გვ478

ფლებაზე, თანაც ის ფული, რომელიც შეუტანიათ ბერებსა (მგონი 1000 მანეთამდე), უკან დაუბრუნდებათო. ისთე გამიხარდა, 
თითქო ჩემთვის ეჩუქებიოსთ ეს ფული. ქვათახევის ღვთისმშობელი ისთე არ მოიძულებდა თავის მონასტერს, რომ ეს ფული 
გარდახდომოდათ. იყავით ბედნიერად და მხიარულად. თქვენი პატივის მცემელი ეპისკოპოსი ანტონი“. 
1917 წლის 12 მარტს (ახალი სტილით – 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღდგა 
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტიკეფალია. მამა გერმანე ამჯერად უკვე საქართველოს
ეკლესიის დროებით მმართველს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიმართავს დახმარებისათვის:
„მაქვს პატივი, მოვახსენო თქვენს მეუფებას მას ზედა, რომელ ჩემდამო რწმუნებულის ქვაბთახევის კრებული იღებს ამ ჟამად 
გვ479
ძრიელ მცირე ჯამაგირს, რომელიც ამისთანა სიძვირეში ვერ აკმაყოფილებს მათს მოთხოვნილებას. წინამძღვარი იღებს 300 
მანეთს, ორი მღვდელ-მონაზონი, თითო – 60 მანეთს, ერთი იეროდიაკონი – 50 მანეთს, ორი მორჩილი, თითო – 40 მანეთს წელი·. 
წადში. გთხოვთ უმორჩილესად, ნება მიბოძოთ, მიუმატო მონასტრის საკუთარის საშუალებიდან, ესე იგი შემოსავლიდან, ზემოხსსენებულ 
ჯამაგირზე კიდევ: წინამძღვარის 100 მანეთი, ორ მღვდელ-მონაზონს, თითოს – წელიწადში 60 მანეთი, იეროდიაკონს – 50 მანეთი, 
ორ მორჩილს, თითოს – 40 მანეთი. სრულებით შეადგენს დამატებითი ჯამაგირი კრებულისა ოცდათხეთმეტ 
თუმანს (350 მანეთს). უმდაბლესი მონა და მორჩილი თქვენის მეუფებისა, არქიმანდრიტი გერმანე. 1917 წლის 2 მაისი“. 
გვ480
1917 წლის 8-17 სექტემბერს არქიმანდრიტი გერმანე. როგორც ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი· მიწვეული იყო დელეგატად საქართველოს მართლმადიდებელი
სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 
1918 წლის შემოდგომაზე მამა გერმანე მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს· 
1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრებისა და მონასტრების დახურვა, 
სიწმინდეების შეურაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა-შევიწროება. გამონაკლისი არც მარტყოფის მონასტერი იყო.
1923 წლის 12 მარტს მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი 
(ხელაია) გაგზავნილ წერილში ითხოვს ლოცვა-კურთხევას, თუ როგორ მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში: „თანამდებობისამებრს ჩემისა, 
ვაცნობებ რა თქვენს უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-ნორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას
ყოველნაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგნები 
ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი. აღდგომის მესამე 
დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრაშ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის 
გაძარცვაზე. არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე. დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. 
უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს“. 
მართლაც 1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. მეორე დღეს მამა გერმანე წერილს უგზავნის საკათალიკოსო საბჭოს:
მონასტრის საძმო შესდგებოდა 12 კაცისაგან (ჩვენთვის ცნობილია ცხრა ბერის ვინაობა, ვინც იმ პერიოდში მარტყოფის მონასტერში 
მოღვაწეობდა, ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე, მღვდელ


გვ481
მონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მრვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელ-მონაზონი ანტონი (ოროჟანდოვი), მღვდელ
მონაზონი იოანე (მაისურაძე), ბერ-დიაკონი იოსები (ხარაზიშვილი), ბერ-დიაკონი აითალა (ძამაშვილი), ბერ-დიაკონი იოაკიმე. 
(რამაზაშვილი), ბერი იოსები (მელაძე), გარდა საქონლის მწყემსისა და ერთი კურატი ბიჭისა. ამ 14 კაციდან დასტოვეს 
მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 – კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერ-დიაკონი აითალა მომვლელად 
უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს. დანარჩენთ, რომელთაც სიჯეელე შესწევთ, ე.ი. სამ მღვდელ-მონაზონს, 
ერთ ბერს და ერთ მორჩილს გამოუცხადეს, თუ იგინი ისურვებდნენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალოგი (ხარკი),
ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის. 
შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა, თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი 1 უღელი 
ხარი და 1 მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო თავისი სამართველოსათვის, წაიღეს. აპირებენ 
სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ 
ამ შემთხვევაში“. 
მეტად გაუჭირდათ ბერებს მონასტრის დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. მამა ევაგრე თბილისში გადავიდა, მამა 
იოოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, მამა იოაკიმე კაჭრეთში, 
(თავის ძმის ოჯახს შეეკედლა, მამა ანტონი და ბერ-დიაკონი იოსები წარმოშობით მარტყოფიდან იყვნენ და თავიანთ სახლებში განაგრძეს მოღვაწეობა. 
მონასტერში მხოლოდ მამები – გერმანე, ხარლამპი, აითალა და მოხუცი ბერი. ბრმა იოსები დარჩნენ. 
ღვთის ნებას მინდობილმა მამებმა უკიდურესად მძიმე პირობებში განაგრძეს ღვაწლი.
გვ482 

1923 წლის 4 სექტემბერს არქიმანდრიტი გერმანე სთხოვს საკათალიკოსო საბჭოს: „ჩემდამო რწმუნებულ წმინდა ანტონის მონასტერში მოდიან ზოგიერთ 
შემთხვევაში მორწმუნე პირნი თავიანთი მღვდლითურთ და სურვილისამებრ მათისა იწერენ ჯვარს მონასტრის ეკვდერსა შინა ღვთისმშობლის მიძინებისასა. 
მოსალოდნელია სოფელ მარტყოფიდანაც მოვიდეს მსურველი ჯვრის  წერისა მონასტერში, მით უფრო, არქიმანდრიტი გერმანე რომ მათ ამ ჟამად არ ჰყავთ მღვდელი,
სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დევნულობის წყალობით. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს უწმინდესობას შეასფერის განკარგულებას. შეიძლება მონასტრის 
წინამძღვრისა ან მღვდელ-მონაზვნის მიერ, დაკმაყოფილება მთხოვნელისა, რომ ჯვარი დასწეროს თუ არა“. საერთოდ, მღვდელ-მონაზვნები არ 
აღასრულებენ ქორწინების საიდუმლოს, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ეკლესიები გამუდმებით იხურებოდა და თეთრ სამღვდელოებას აპატიმრებდნენ. 
მორწმუნეებს აღარ შეეძლოთ საეკლესიო საიდუმლოებებთან თავისუფლად მიახლება. ამიტომ კათოლიკოსმა გამონაკლისი დაუშვა და ბერებს უფლება მისცა, 
დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. 
1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე საეკლესიო კრება. 
მასზე ერთ–ერთ საკითხად მამა გერმანეს ეპისკოპოსის ხარისხში აღყვანა განიხილებოდა. სამღვდელოების ნაწილმა გამოთქვა 
მოსაზრება, რომ ქვემო ქართლში არსებული მძიმე სარწმუნოებრივი კრიზისის გამო, აუცილებელი იყო იქ ეპარქიის შექმნა, 
რომლის მღვდელმთავრადაც სწორედ არქიმანდრიტ გერმანეს კანდიდატურა წამოაყენეს, მაგრამ იმხანად ეკლესიაში მიმდინარე
გვ483 
დაძაბულმა მოვლენებმა (საუბარია, ე. წ. „რეფორმატორთა ჯგუფზე) არ მისცა საშუალება. ამ კეთილ წამოწყებას თავისი 
ნაყოფი გამოეღო· 
1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანეც, საძმოს სხვა წევრებთან ერთად, 
იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. იგი ქირით დასახლდა სოფლის ზემოუბანში ფირან კურატიშვილის ოჯახში. მალე 
ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ მისი საცხოვრებელი ადგილი, თავად მამა გერმანე კი სასტიკად უგვემიათ, სამი 
მანეთი და სამღვდელო შესამოსელი წაურთმევიათ, თავჯდომარის ძმისათვის ჩაუცმევიათ და ვირზე შემჯდარი სოფელში ჩამოუტარებიათ·
თავად მოხუცი ბერისათვის ცალ მხარეს წვერი ჩამოუპარსავთ (რითაც ცდილობდნენ ხალხში სარწმუნოების დამცირებას). ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, 
რაც მის სიწმინდესა და ურისხველობას მოწმობს, სამრეკლოდან ჩამოუხსნიათ ზარები. გადმოცემით, ამ ზარებს ისეთი ხმა ჰქონია, რომ 
შორი მანძილის მიუხედავად, სხვა სოფლებშიც კარგად ისმოდა მათი რეკვა. ბერს არც ამაზე აღმოხდენია საყვედური, მხოლოდ 
მშვიდად უწინასწარმეტყველა, დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის არ შერჩებაო. მასში 
იმდენად დიდი იყო ღვთისა და ხალხის სიყვარული, რომ ყოველიგვარი შევიწროების მიუხედავად, არ დატოვა თავისი ადგილსამყოფელი, 
ერთი წამითაც არ შერყევია რწმენა, უწყვეტლივ აღასრულებდა ღმრთისმსახურებას: ნათლავდა, მიცვალებულებს წესს უგებდა და შეძლებისდაგვარად 
აღასრულებდა წირვა-ლოცვასაც. 
ბერის თავდადებულმა მსახურებამ, მისმა სიწმინდემ, მრევლში დღემდე შემოინახა მრავალი მოგონება. არქიმანდრიტ გერმანეს დღესაც იგონებენ, 
როგორც ღვთისნიერ, სათნო გარეგნობის, საშუალო ტანის ბერს. თურმე მეორე მსოფლიო ომში მიმავალ სამ მარტყოფელს უწინასწარმეტყველა, 
ყველანი ჯანმრთელად დაბრუნდებითო, რაც ახდა კიდეც. 
ერისა და ეკლესიისათვის თავდადებულმა მოღვაწემ, არქიმანდრიტმა გერმანემ 1947 წელს მშვიდად შეყჰვედრა სული უფალს. 
გვ484




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2023
ბოლო რედაქტირება 26.06.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0