სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
პავლე აზიკური 1830-იანი -1925წწ მართლმ. მღვდელი დაბ. გირევი, ახმეტა, თუშეთი პავლე აზიკური 1830-იანი -1925წწ მართლმ. მღვდელი დაბ. გირევი, ახმეტა, თუშეთი

1830-1925 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი აზიკური სია

ომალო (თუშეთი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

498       ბეჭდვა

პავლე აზიკური 1830-იანი -1925წწ მართლმ. მღვდელი დაბ. გირევი, ახმეტა, თუშეთი


მღვდელი პავლე აზიკური იმედოს ძე მართლმადიდებელი მღვდელი

მღვდელი პავლე აზიკური თუშეთის პირიქითა ხეობის სოფელ ფარსმის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდ მწირია. იგი 1830-იან წლებში სოფელ გირევში დაიბადა. მამამისი ფარსმის მკვიდრი, იმედო აზიკური იყო, დედა – ფარსიკაანთ ქალი. ჰყავდა 3 ძმა: ბასილი, გიორგი და ფილიპე.


მეტად საინტერესოა ისტორია, თუ როგორ გახდა გარე სამყაროს მოწყვეტილი თუშეთის, პირიქითის მიუვალ ხეობებსა და ბუმბერაზ, პირქუშ მთებში დაბადებული თუში კაცი ღვთისმსახური. ამბავი ჩაუწერია მამა პავლეს ძმისშვილს – შიო აზიკურს. ეს ამბავი, ერთი გვარის წარსულიდან, დღეს შესაძლოა ზღაპარივით მოგვეჩვენოს, მაგრამ მასში შეგვიძლია ნათლად დავინახოთ თუში ხალხის მძიმე ყოფა-ცხოვრება.


მამა პავლეს ძალიან ლამაზი მამიდა ჰყავდა, სახელად მაია, რომელიც ქისტმა მოიტაცა და ცოლად შეირთო. მაიას ძმა – ჩეთი, ვერ ეგუებოდა თავისი დის მუსულმანებში ცხოვრებას და წავიდა მის წამოსაყვანად, მაგრამ მაია უკან აღარ გამოჰყვა. იგი დამორჩილებოდა თავის ხვედრს და უჭირდა ქმარ-შვილის მიტოვება. ძმა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და გულში ბოროტი ზრახვა მოსვლია – ქმარს მოვუკლავ და აღარ გაუჭირდება მამის სახლში დაბრუნებაო. ჩეთიმ თავისი ჩანაფიქრი აღასრულა და გირევში დაბრუნდა. მაია კვლავ ოჯახის მორჩილებაში მუსლიმებთან ცხოვრებას აგრძელებდა და არც ფიქრობდა უკან დაბრუნებას. იგი აულში ყველას უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ ქისტური წესის მიხედვით სხვა გვარში უნდა გაეყიდათ. მაშინ კი მაიამ თავს უშველა, ღამე თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოიპარა, საცალფეხო ბილიკებით ჯერ ხევსურეთში გადავიდა, იქიდან უკანა ფშავში და ბოლოს თიანეთში დაბინავდა. აქ მძიმე შრომით ირჩენდა თავს. შემდეგ იგი შეძლებულ ქვრივ კაცს ცოლად შეურთავს და კარგი ოჯახი შეუქმნია. გულში მუდამ თავისი კუთხისა და ახლობლების დარდს ატარებდა. ამიტომ, თუშეთში თავისი ბიძაშვილისთვის (პავლეს მამისთვის – იმედოსთვის) შეუთვლია – ჩემი ძმისწული და შენი ერთ-ერთი შვილი მომიყვანე აქ, თიანეთში და კარგ სწავლა-განათლებას მივცემო. იმედოს პავლე და ხვთისო მამიდასთან გაუგზავნია. აქ ორივემ დაამთავრა თიანეთის სასულიერო სასწავლებელი. ხვთისომ მეცხვარეობა აირჩია, პავლემ კი – სწავლა, თუმცა უცნობია როგორ დაადგა ღვთისმსახურების გზას, როდის და ვისი ხელდასხმით იკურთხა. XIX საუკუნის დასასრულს, თუშეთში მღვდლად ხელდასხმული დაბრუნდა და ფარსმის საზოგადოება ჩაიბარა, რომელშიც 7 სოფელი შედიოდა: ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკუდურთა, გირევი, ბასო და ფარსმა. მამა პავლემ მრავალი მონათლა და აღზარდა. იგი წერა-კითხვას სიპის ქვებზე ასოების გამოწერით ასწავლიდა.

მამა პავლეს ცოლად ჰყავდა აბალოიძეების ქალი, რომელიც მალე გარდაეცვალა. მისგან დარჩა ორი ვაჟი: ნიკო და იოსები. მეორედ დაოჯახდა გიუნაიძეების ქვრივ ბავშვიან ქალზე, რომელთანაც შეეძინა კიდევ ხუთი შვილი: მოსე, იოანე (ვანო), ვახტანგი (ვახტო), თებრო და სონა. მამა პავლე ზრდიდა შვიდ შვილსა და გერს. შვიდივე ბავშვი ღვიძლი და-ძმასავით ცხოვრობდა.მამა პავლე შვილებს ლოცვითა და მარხვით ზრდიდა. ვაჟებს უმაღლესი განათლება მიაღებინა, თუშეთში ქალებს იმდროისათვის ხელსაქმის ცოდნა მეტად მოეთხოვებოდათ. უფროსმა ვაჟმა ნიკომ დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსემ – ბაქოს საინჟინრი სასწავლებელი; იოსებმა – სამხედრო სასწავლებელი. [იგი იბრძოდა I მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და ფილტვებით დაავადდა. მან მოახერხა საქართველოში დაბრუნება და ლოგინად ჩავარდნილი მიახლოებით 1925-26 წწ. გარდაიცვალა;] ვანომ დაამთავრა გროზნოს სატყეო ტექნიკუმი; ვახტანგი სუსტი ჯანმრთელობის ყოფილა და 20 წლისა ფილტვების ანთებით გარდაცვლილა.

მღვდელი პავლე სიბერისგან დაუძლურებული, თუშეთიდან ზემო ალვანში ჩამოსულა. უცნობია მამა პავლეს გარდაცვალების ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ იგი 1920-25 წლებში გარდაცვლილა. დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე სამების ეკლესიასთან, რასაც მოწმობს ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე საფლავის ქვის მხედრული წარწერა:


„ილარიონი ეფროს ძე აზიკურიძე 7 წ

გარ 1930 იანვრის 7 ს გვერდით ვსვე

ნივარ ბიძასთან მამა პავლესთან“ სოფელ დართლოში, ერთ-ერთი ძველი სახლის სიპის ქვაზე, მამა პავლეს ხელით ამოკაწრული, სამახსოვრო წარწერაა შემორჩენილი: „ვინც ეს ნაწერი წაიკითხოს დამწერიმც მაიკითხოს. ხელს ვაწერ ფარსმის მღვდელი პავლე აზიკური 1894 წ. [მარტის] 14 დღესა მოსულვარ.“

აქვე ალბათ არ შეიძლება, მოკლედ მაინც არ შევეხოთ მამა პავლეს ერთ-ერთი ვაჟის, მოსეს დიდ დამსახურებას თავისი ხალხის წინაშე.

ნაკლებად ცნობილია, რომ 1928-34 წლებში მოსე აზიკურის მიერ დაიგეგმა ბარიდან თუშეთისკენ მიმავალი გზა (მანამდე შორი, საცალფეხო, მეტად რთული გზით გადაადგილდებოდნენ) და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა იმ გზის პირველად გაჭრა-გაკვალვა, რომელიც დღეს თუშეთისაკენ ერთადერთ საავტომობილო გზას წარმოადგენს.

ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ომალოს სკოლა-ინტერნატი.

მოსეს მიზნად ჰქონია აგრეთვე თუშეთში წყლის პრობლემის შესწავლა-მოგვარება, დაწყებულიც ჰქონია ეს საქმე, მაგრამ აღარ დასცალდა. დაახლოებით 50 წლის ასაკში, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. XX საუკუნის 30-იან ავბედით წლებში შინსახკომში დაკითხვებზე ხშირად იბარებდნენ. მხოლოდ უფალმა უწყის მღვდლის შვილს რას აიძულებდნენ? მას ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც დაავადდა და სავარაუდოდ 1940 წ. გარდაიცვალა.

აქვე არ შეიძლება არ მოვიყვანოთ მისი პირადი ჩანაწერებიდან მცირე ამონარიდი, რომელიც მის პიროვნებაზე მეტყველებს: „…მე არ მქონია შემთხვევა პირადად ცალკე, თავისუფლად – მთელი ამ „ბარგის“ გარეშე – მივსულიყავი „ჩინოვნიკურად“ სამუშაო უბანზე. საქმე თხოულობდა მთელ ამ შავ ფიზიკურ შრომაშიაც მიმეღო მონაწილეობა, ამეკიდნა და ჩამომეღო როცა საჭირო იყო ცხენების საპალნე. ხშირად ივლისის დღეებში გვეძებნოს “გამყოლებს” ახალი ზაფხულის თოვლით დაფარული ბილიკები! უნდა გამოვტყდე, სტიქიის მძიმე პირობებს წუთით დაუძლევია ჩემთვის. მიწყევლია ჩემს სავალალოდ, ჩემს მიერვე დაწყებული საქმე, მაგრამ დაბურვილი, მრისხანე, ნამდვილი ზამთრის სურათის, ისევ (მოკლე ხანში) ზაფხულის ბრწყინვალე, ცხოველი მზის სხივებით შეცვლილი ლამაზი მთის ბუნება, წუთში მავიწყებდა მთელს განვლილ ტანჯვა-წამებას და შეგნებაში კვლავ ენთებოდა მხოლოდ დიადი ისტორიული საქმისადმი ენთუზიაზმის უფრო მძაფრი კოცონი… აუტანელ საყოფაცხოვრებო პირობებში გაიარა ჩვენთვის ამ ორმა სეზონმა… თვით მე, პირადად თვეობით ვატარებდი დღე-ღამეს ნაბდის ქვეშ. ეს იყო მთელი ჩემი სახლ-კარი თოვლში, წვიმაში, დარში…

ამრიგად, დასრულდა ის საქმე, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, გულით ვემსახურე ექვსი წელიწადი და რომელიც მე “პატარა სპეციალისტმა” დავისახე ჩემი ზნეობრივი მოვალეობის პრინციპად იმ ხალხის წინაშე, რომლის ძუძუც მე მიწოვია…

მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შრომა პატარა მალამოდ დაედება თუშეთის გლეხობის ტანჯვას. შესრულებული საქმე, განვლილი უდიდესი გარდატეხების შემდეგ, გახდება სტიმულად მისი აღორძინების, კვლავ გამხნევების, შრომის და ხალხის, პირველყოვლისა მისი საყვარელი ხელობის – მეცხვარეობის დარგში თავისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ.“

ქართველებს სარწმუნოებრივმა სიმტკიცემ ჩვენი თვითმყოფადობა – ენა, კულტურა, ტრადიციები შეგვინარჩუნა. ამის ნათელი მაგალითია, ალავერდის ეპარქიის უმშვენიერესი და ღვთივკურთხეული მხარე თუშეთი, სადაც მიუვალ ხეობებში, მთის კალთებზე შეფენილია სიპით ნაგები სამწირველო აკლდამები და ეკლესიები, სიპის ციხე-კოშკები. მუსულმანური სამყაროს გარემოცვაში (ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით – დაღესტანი), მკაცრ საცხოვრებელ პირობებში მყოფი, ბარს მოწყვეტილი თუშები, მხოლოდ ღვთის სიყვარულსა და ღვთის რწმენას შეეძლო დღევანდლამდე ისე მოეყვანა, რომ მათ შეენარჩუნებინათ თავისი ადათ-წესი, სარწმუნოება, კულტურა, რომელსაც ფესვები ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ღრმად აქვს გადგმული.

თუშეთში ათამდე ეკლესია იყო. XIX საუკუნეში აგებულია ხუთი ტაძარი— შენაქოს წმ. სამების, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების, ნაციხარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის, ილიურთის წმ. გიორგისა და დართლოს ღვთისმშობლის ეკლესიები. (ტაძრები ყოფილა ასევე სოფელ ფარსმასა და ჯვარბოსელში). ამჟამად მოქმედი ტაძრებია მხლოდ ომალოსა და შენაქოში.

ჩვენს ხელთ არსებული საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ 1930-იან წლებამდე თუშეთში მსახურობდნენ მღვდლები: თადეოზ ბოჭორიძე, პავლე აზიკური, პეტრე ელანიძე, ბაგრატ ცოცანიძე, ზაქარია როსტომაშვილი, არჩილ ფოფხაძე, ალექსანდრე წიკლაური, მღვდელ-მონაზონი აჭაიძე თორნიკე დიაკვანი (1875 – 1976) ახალსოფლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ყვარელი, მღვდელმონაზონი დანიელი…

წყარო ლელა აზიკური

მღვდელი პავლე აზიკური
თუშეთი ჩვენი ქვეყნის მთიანეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ღვთივკურთხეული კუთხეა. უბრალო ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომ სწორედ სარწმუნოებაში მტკიცედ დგომამ შემოგვი-ნარჩუნა ქართველებს ჩვენი თვითმყოფადობა ენა, კულტურა, ტრადიციები. ამისი ნათელი მა-გალითია თუშეთი, რომლის რთულ და მიუვალ ხეობებში ამდენი სოფლების არსებობა და აქ თუში ხალხის ყოფნა ღვთის დიდი წყალობა და დიდი სასწაულია, რადგანაც მთელი საუკუნეები მუსულმანური სამყაროს გარემოცვაში (ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით დაღესტანი), მკაცრ საცხოვრებელ პირობებში მყო- ფი ბარს მოწყვეტილი თუშებიც მხოლოდ ღვთის სიყვარულსა და ღვთის რწმენას თუ შეეძლო დღევანდლამდე მოეყვანა და შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ადათ-წესები და კულტურა. თუში ხალხის ისტორიულ წარსულს, მათ წეს-ჩვეულებებს თუ დავუკვირდებით, კარგად დავინახავთ, რა ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ქრისტიანობა თუში კაცის ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახებოდა: მის ქცევაში, ჩაცმულობაში, შრომასა თუ ხელსაქმეში. დღეს ვერ შეხვდებით ვერც ერთ უხუცეს თუშს, რომელსაც არ ახსოვდეს, თუ როგორ წმინდად ინახავდნენ მათი წინაპრები მარხვას. თუშეთში დაახლოებით ათამდე ეკლესია იყო. დღევანდლამდე მოღწეულია ხუთი მათგანი, რომელთაც XIX საუკუნეს მიაკუთვნებენ. ესენია: შენაქოს წმ. სამების, ომალოს ་ღვთისმშობლის მიძინების, ნაციხარის, ილიურთის წმ. გიორგისა და დართლოს ღვთისმშობლის ეკლესიები, ტაძრები ყოფილა ასევე _ სოფელ ფარსმასა და ჯვარბოსელშიც. აქედან მოქმედია მხოლოდ ერთი ტაძარი სოფელ ომალოში, ხოლო შენაქოს ეკლესიაში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევითა და ადგილობრივი თუშების – სამღვდელოებისა და მოსახლეობის დიდი ენთუზიაზმით, კეთილისმყოფელთა თანადგომით მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. იმედი გვაქვს, ღვთის შეწევნით, ყოველივე კეთილად წარიმართება და შესაძლებელი იქნება ამა წლის ზაფხულში იკურთხოს და თუშეთს შეემატოს კიდევ ერთი მოქმედი ტაძარი დიდებელად უფლისა და სანუგეშოდ მთიელი ხალხისა. როგორც საარქივო მასალებიდან ვიგებთ, დაახლოებით 1930-იან წლებამდე თუშეთში ღვთისმსახურებას ეწეოდნენ თუში მღვდლები: თადეოზ ბოჭორიძე, პავლე აზიკური, პეტრე ელანიძე, ბაგრატ ცოცანიძე, იოანე დაქიშვილი, მღვდელმონაზონი თორნიკე და სხვა.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-18ივლისი 2007წ გვ.18
მღვდელი პავლე აზიკური (გაგრძელება)
XIX-XX საუკუნეებში პირიქითის ხეობაში მსახური სხვა სამღვდელო პირი, გარდა მღვდელ პავლე აზიკურისა და პეტრე ელანიძისა, არც ზეპირ გადმოცემებსა და არც სხვა წყაროებში არ ჩანს. მღვდელ პავლე აზიკურის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდ მწირია. მისი შთამო-მავლებისა და უკვე ასაკოვანი ნათესავების ხსოვნაში შემორჩენილი წარსულის თავმოყრით, შეძლებისდაგვარად აღვადგინეთ მისი ბიოგრაფია. თუშეთი გეოგრაფიულად იყოფა სამ ხეობად: პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირიქითის ხეობაში მდებარე სოფლებიდან ორ მათგანში დართლოსა და ფარსმაში იყო ეკლესიები. მამა პავლე სწორედ ფარსმის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (რომელიც გირევიდან დაახლოებით 5 კილომეტრზე მდებარეობს) ეწეოდა ღვთისმსახურებას. იგი დაიბადა 1840-იან წლებში სოფელ გირევში. მის მამას ერქვა იმედო, დედა ფარსიკაანთ ქალი იყო. ყავდა 3 ძმა: ბასილი, გიორგი და ფილიპე. მეტად საინტერესოა ისტორია, თუ როგორ გახდა გარე სამყაროს მოწყვეტილი თუშეთის და ისიც პირიქითის მიუვალ ხეობებსა და ბუმბერაზ, პირქუშ მთებში დაბადებული თუში კაცი ღვთისმსახური. მოკლედ გადმოგცემთ იმ გრძელ ამბავს, რომელიც ჩაუწერია მამა პავლეს ძმისშვილს შიო აზიკურს. ეს ისტორიული ნამდვილი ამბავი ერთი გვარის წარსულიდან ,დღეს შესაძლოა ზღაპარივითაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მასში ნათლად შეგვიძლია დავინახოთ თუში ხალხის, ის მძიმე და ტრაგიკული ისტორიული ყოფა, რომლშიც საუკუნეების მანძილზედ მუდმივად უწევდა ცხოვრება. მამა პავლეს ყოლია ძალიან ლამაზი მამიდა (მამის ბიძაშვილი) მაია, რომელიც ერთ ქისტს ყვარებია, მოუტაცია და ცოლად შეურთავს. მამა პავლეს მამა იმედო ვერ ეგუებოდა თავისი ბიძაშვილის მუსულმანებში ცხოვრებას, იქ წავიდა კიდეც მის დასაბრუნებლად, მაგრამ მაია უკან აღარ გამოჰყვა. იგი დამორჩილებოდა თავის ხვედრს და უჭირდა ქმარ-შვილის მიტოვება. იმედო ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და ბოროტი ზრახვაც მოსვლია ქმარს მოვუკლავდა მერე აღარ გაუჭირდება დაბრუნებაო. თავისი ჩანაფიქრის აღსრულების შემდეგ წამოსულა გირევში. მაია კი ოჯახის მორჩილებაში კვლავ მუსულმანებში აგრძელებდა ცხოვრებას და არც ფიქრობდა უკან დაბრუნებას. იგი ყველას უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ ქისტური წესის მიხედვით მას განაჩენი გამოუტანეს – სხვა გვარში უნდა გაეყიდათ. აი, მაშინ კი თავს უშველა, ღამე თავისი პატარა შვილით მთლად მარტო გამოიპარა, საცალფეხო ბილიკებით ჯერ ხევსურეთში გადავიდა, იქიდან უკანა ფშავში და ბოლოს თიანეთში დაბინავდა. აქ მძიმე მუშაობით ირჩენდა თავს. შემდეგ გათხოვილა საკმაოდ შეძლებულ ქვრივ კაცზე და უზრუნველყოფილად ცხოვრობდა, თუმცა თავისი კუთხისა და ახლობლების დარდს მუდამ ატარებდა. ამიტომ, შეუთვლია თუშეთში თავისი ბიძაშვილისთვის (პავლეს მამისთვის) შენი ერთ-ერთი შვილი მომიყვანე აქ თიანეთში და კარგ სწავლა-განათ- ლებას მივცემო. იმედოს გაუგზავნია პავლე და ხვთისო მამიდასთან. აქ ორივემ დაამთავრა თი-ანეთის სასწავლებელი. ხვთისომ მეცხვარეობა ირჩია, პავლეს კი სწავლა აურჩევია, მაგრამ უც-ნობია როგორ დადგა ღვთისმსახურების გზაზე, როდის და ვისი ხელდასხმით იკურთხა, მაგრამ ფაქტია, რომ თუშეთში დაბრუნდა როგორც მღვდელი. ჩაიბარა ფარსმის საზოგადოება (როგორც მაშინ იწოდებოდა), რომელშიც 7 სოფელი შედიოდა: ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკუდურთა, გირევი, ბასო და ფარსმა. მამა პავლემ მრავალი განათლა, აღზარდა და სიპის ქვებზე ასოების გამოწერით ასწავლიდა წერა-კითხვას. თავის შვილებსაც პირველმა მისცა უმაღლესი განათლება. მამა პავლე ზრდიდა შვიდ შვილსა და გერს, ნიკოს, იოსებს, მოსეს, იოანეს (ვანო), ვახტანგს (ვახტო), თებროს და სონას. შვილებს მამა პავლე ლოცვითა და მარ-ხვით ზრდიდა. ვაჟებმა უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს, ქალებს კი წერა-კითხვაც არ ასწავლა. მამა პავლე თვლიდა, რომ ქალისთვის მთავარი იყო ოჯახი და ხელსაქმე. 
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-18ივლისი 2007წ გვ.19
მღვდელი პავლე აზიკური (გაგრძელება)

მისი ერთ-ერთი ქალი თებრო, როგორც მისი შვილიშვილი იხსენებს, მოხუცებულობამდე (გარდაიცვალა 1979წ, 82 წლის) დანანებითა და საყვედურით იხსენებდაო, რომ მამამ მას განათლება არ მისცა და წერა-კითხვა გათხოვების შემდეგღა შეისწავლაო. უფროსმა ვაჟმა ნიკომ დაამთავრა ყაზანის უნი-ვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსემ ბაქოს საინჟინრო სასწავლებელი; იოსებმა – სამხედრო სასწავლებელი. იგი იბრძოდა I მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და ერთ ხანს ცხოვრობდა შვეიცარიაში. ტყვეობის დროს ფილტვებით დაავადებულმა მოახერხა საქართველოში დაბრუნება და ლოგინად ჩავარდნილი დაახლო-ებით 1925-26 წწ. გარდაიცვალა; ვანომ მთელ თუშეთში პირველმა დაამთავრა გროზნოს სატყეო ტექნიკუმი; ვახტო სუსტი ჯანმრთელობის ყოფილა და 20 წლისა ფილტვების ანთებით გარდა- იცვალა. ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი და მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია, რომ 1928-34 წლებში მამა პავლეს ვაჟის მოსე აზიკურის მიერ დაიგეგმა ბარიდან თუშეთისკენ მიმავალი ყველაზე უკეთესი, სამოკლეო გზა-ბილიკი (მანამდე შორი, საცალფეხო, მეტად რთული გზით დადიოდნენ) და მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა პირველად იმ გზის გაკვალვა, რომელზედაც დღევანდელი სამანქანე გზა გადის. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ომალოს სკოლა-ინტერნატი. მოსეს მიზნად ჰქონია თუშეთში წყლის პრობლემის შესწავლა-მოგვარება (დღემდე მოუგვარებელია), დაწყებულიც ჰქონია ეს საქმე, მაგრამ აღარ დასცალდა. დაახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაურკვეველი მიზეზებით (როგორც XX საუკუნის 30-იან წლებში ხშირად ხდებოდა) იბარებდნენ შინსახკომში დაკითხვებზე. მხოლოდ უფალმა უწყის მღვდლის შვილს რას აიძულებდნენ, რა ცრუ ჩვენებასა და ცილისწამებაზე ვერ იყოლიებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ბოლოს დაავადდა და 1940 წ. გარდაიცვალა. აქვე არ შეიძლება არ მოვიყვანოთ მისი პირადი ჩანაწერებიდან გაცრეცილი რვეულიდან მცირე ამონარიდი, რომელიც თავად ბევრს მეტყველებს: „...მე არ მქონია შემთხვევა პირადათ ცალკე, თავისუფლად – მთელი ამ „ბარგის“ გარეშე მივსულიყავი „ჩინოვნიკურად“ სამუშაო უბანზე. საქმე თხოულობდა მთელ ამ შავ ფიზიკურ შრომაშიაც მიმეღო მონაწილეობა, ამეკიდნა და ჩამომეღო, როცა საჭირო იყო ცხენების საპალნე და ხშირად ივლისის (?!) დღეებში გვეძებნოს „გამყოლებს“ თოვლის დროს, ახალი ზაფხულის თოვლით დაფარული ბილიკები! უნდა გამოვტყდე, სტიქიის მძიმე პირობებს წუთით დაუძლევია ჩემთვის. მიწყევლია ჩემს სავალალოდ, ჩემს მიერვე დაწყებული საქმე, მაგრამ დაბურვილი, მრისხანე, ნამდვილი ზამ-თრის სურათის, ისევ (მოკლე ხანში) ზაფხულის ბრწყინვალე, ცხოველი მზის სხივებით შეცვლილი ლამაზი მთის ბუნება წუთში მავიწყებდა მთელს განვლილ ტანჯვა-წამებას და შეგნებაში კვლავ ენთებოდა მხოლოდ დიადი ისტორიული საქმისადმი ენთუზიაზმის უფრო მძაფრი კოცონი... აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებში გაიარა ჩვენთვის ამ ორმა სეზონმა... თვით მე, პირადად, თვეობით ვატარებდი დღე-ღამეს ნაბდის ქვეშ. ეს იყო მთელი ჩემი სახლ-კარი თოვლში, წვიმაში, დარში ამრიგად, დასრულდა ის საქმე, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, გულით ვემსახურე ექვსი წელიწადი და რომელიც მე „პატარა სპეციალისტმა“ დავისახე ჩემი ზნეობრივი მოვალეობის პრინციპად იმ ხალხის წინაშე, რომლის ძუძუც მე მიწოვია...
24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-18ივლისი 2007წ გვ.20
მღვდელი პავლე აზიკური (დასასრული)
მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შრომა პატარა მალამოდ დაედება თუშეთის გლეხობის ის-ტორიულ ტანჯვას. შესრულებული საქმე, განვლილი უდიდესი გარდატეხების შემდეგ გახდება სტიმულად მისი აღორძინების, კვლავ გამხნევების, შრომის და ხალხის, პირველყოვლსა მისი საყვარელი ხელობის მეცხვარეობის დარგში თავისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ახლავეც ბედნიერი ვარ მით: „რომ გზა უვალი, ჩემგან თელილი, თუშეთო ჩემო, მაინც დარჩება!...“ მშობელი ხალხის სიყვარულით ანთებული გულები, თავისი კეთილი საქმეებით მარადიულად ენთება ღვთის წინაშე (ადამიანური დიდებისაგან დაფარულში) პატარა სანთლებად. ვინ იცის კიდევ რამდენი, ყველასგან უცნობი, თავისი ქვეყნისთვის შრომასა და სიყვარულში მოღლილი სულები მისცემია დავიწყებას. უცნობია მამა პავლეს გარდაცვალების ზუსტი თარიღი და საფლავი. სიბერისგან დაუძლურებული ზემო ალვანში ჩამოსულა და აქვე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 1920-25 წლებში. როგორც ღვთისმსახური, დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე სამების ეკლესიასთან, რასაც ამტკიცებს ტაძრის აღმოსავლეთით დღესაც არსებული საფლავის ქვა მხედრული წარწერით: „ილარიონი ეფროს ძე აზიკურიძე 7 წ გარ 1930 იანვრის 7 ს გვერდთ ვსვენივარ ბიძასთან მამა პავლესთან.“ მადლობა იმ თუშებს, რომელთა დახმარებითაც აიკინძა წარსულის ეს ფურცლები: რევაზ ცაძიკიძეს (აწ განსვენებული რეზო პაპა მთელი თუშეთის პაპა, რომელიც 40 წელი, ზამთარ-ზაფხულ, ცხოვრობდა თუშეთში. გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომას, 86 წლის ასაკში), ანზორ აზიკურს, სალომე ბიღოიძეს, რევაზ პერიაშვილს, ნინო ქააძეს, ლერი აზიკურს, ამირან აზიკურს, მანანა თათარიძეს, თემურ აზიკურს, ბასილ ბაშინურიძეს.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 19-25ივლისი 2007წ გვ.19
,,მომკალით წმინდა საქმისთვის!’’

მადლობა ქეთევან ელიზბარის ასული აზიკური

მადლობა ლუკა ხომასურიძე, დახმარებისათვის



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2023
ბოლო რედაქტირება 03.09.2025
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0