სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი 1864-1927წწ (დეკანოზი) დაბ. სოფ. ჯუღაანი, სიღნაღი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი 1864-1927წწ (დეკანოზი) დაბ. სოფ. ჯუღაანი, სიღნაღი

1864-1927 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება



გვარი შანშიაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

363       ბეჭდვა

ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი 1864-1927წწ (დეკანოზი) დაბ. სოფ. ჯუღაანი, სიღნაღი

ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი 1864-05 ივლისი 1927წწ (დეკანოზი) დაბ. სოფ. ჯუღაანი, სიღნაღი

 ილია შანშიაშვილი დაიბადა 1864 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯუგაანში მღვდლის ოჯახში.


   1887 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემიარია.

   1892 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში განამწესა.

   1894 წელს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1895-1904 წლებში ქვემო მაჩახაანის სამინისტრო სკოლაში საღვთოს სჯულს ასწავლიდა.

   1896 წელს ტიბაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

   1898 წლის მაისში საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1904 წელს ჯუგაანის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს და ამავე წელს ჯუგაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გამგედ და საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1910 წელს სკუფია უბოძეს.

   1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

  მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. ჰყავდა მეუღლე დარეჯან იოსების ასული და შვილები: ალექსანდრე, ელენე, ვასილი და ქეთევანი. იგი გახლდათ ცნობილი პოეტის სანდრო შანშიაშვილის მამა.

   ილია შანშიაშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 5 ივნისს და დაკრძალულია ჯუგაანის სასაფლაოზე.

MEMBER OF ORGANIZATIONS

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1915-)

BIBLIOGRAPHY

შანშიაშვილი ილია ალექსანდრეს ძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ 1913 წლის 5 მაისის საერთო კრებაზე წიგნსაცავ-სამკითხველოების დაარსება დაადგინა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში. ამ საქმის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებად აირჩიეს მასწავლებელი ილია იოსების ძე მენთეშაშვილი (ქვ.მაჩხაანიდან) და მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (ჯუგაანიდან).
შანშიაშვილი ილია.- 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 41 წევრს შორის ირიცხებოდნენ შემდეგი პირები: ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი, მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი, გრიგოლ ნასყიდას ძე ბერძნიშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, იღუმენი დიმიტრი, იოსებ ტატოს ძე ქადაგიძე, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე მჭედლიშვილი, მღვდელი ილია შანშიაშვილი, შაქრო გლახას ძე სალარიძე, გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, მღვდელი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი, გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, სტეფანე დავითის ძე ალადაშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ნიკო მელექსიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2023
ბოლო რედაქტირება 29.09.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0