დიმიტრი ჯანაშვილი 1840-1905წწ მართლმ. მღვდელი დაბ. ნუხი, ჰერეთი,
დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი (გრემელი)დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო. 15 დეკემბერი, 1840
გარდაიცვალა 7 ოქტომბერი, 1905, დაკრძალულია სოფელი კახი, ეკლესიის ეზო, საინგილო
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1865 წელს.
რადგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძლების საშუალება არ ჰქონდა, თავის მშობლიურ საინგილოს მიაშურა და იქ, სოფელ ყორღანში, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ყმაწვილების სწავლა-აღზრდის საქმეს; ერთგულად ემსახურებოდა განათლების დანერგვას საინგილოს სოფლებში, აარსებდა დაწყებით სკოლებს და თვით ხელმძღვანელობდა მათ; თორმეტი წელი დაჰყო საინგილოს სოფლებში; 1870 წელს გადავიდა ზაქათლის სამაზრო სკოლაში მასწავლებლად; 1873 წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად, სადაც 1878 წლის სექტემბრამდე მოღვაწეობდა; 1878 წელს მან შეძლო უმაღლეს სასწავლებელში წასასვლელად მოსკოვში წასვლა და სასულიერო აკადემიაში სწავლის გაგრძელება; 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა მასწავლებლად ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში; მის კალამს ეკუთვნის მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები და ნარკვევები; კრიტიკული სტატიები და მეცნიერული გამოკვლევები, სახელმძღვანელო წიგნები და რეცენზიები, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში.
წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.727
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1881-1899)
ისტორიული სურათები : ქართული ეკლესიის გამოყოფა საბერძნეთის ეკლესიიდან და ქართველი ქალი (ავტორი). - გორი, იასონ კერესელიძის გამოცემა, 1914. - IV, 285გვ.
1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.
1868 წლის 12 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ქიზიყელები ინგილოებში“.
1881 წელს მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1882 წლის მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ქალი-აყვანა“ (ლეგენდა), იოსებ ბაქრაძის ლექსი „მიბაძვა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“, ერნსტ რენანის „რა არის ნაცია“ და ვახტანგ ორბელიანის უსათაურო ლექსი.
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N6) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (გაგრძელება), რომელიც მიმოხილული იყო საქართველოს ისტორია.
ჯანაშვილი დიმიტრი იოსების ძე 1881 წელს მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა. 1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო.1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი.
ჯანაშვილი დიმიტრი 1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას. 1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი , რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.
მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს საინგილოში, სოფელ კახში დაიბადა. მის პატარაობაში საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო. სულთნებისაგან ცოტაოდენი შეღავათი მხოლოდ დიდ, ძლიერ და შეძლებულ გვარეულობებს ჰქონდათ და ისიც გამორ- ჩენისათვის: წელიწადში ერთი-ორჯერ ეწვეოდნენ ხოლმე მთელი სახლობითა და ამალით, ჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით ბრუნდებოდნენ ელისუს. შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ მტარვალობას უპირებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა შენგან, ჩვენ ავიყრებით დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე ქართველებსო“. თურმე სულთანი მოლბა და საინგილოს დაპირებული პატიჟი (სასჯელი) ააცილა. 1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. შემდეგ იგი ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილებთან ერთად ქიზიყში, დედოფ ლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან ნიჭიერი იყო, ისე — გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვრე. ამგვარმა თვისებებმა ერთხელ ლამის დაღუპა იგი. მაშინდელ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა და ეს უწესობა-უსამართლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო და გალახა სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი), რომელსაც რაღაც უმსგავსობა ეთქვა. სასწავლებლიდან მხოლოდ იმიტომ არ გარიცხეს, რომ წარჩინებული ქართველები მიეშველნენ, როგორც საინგილოს ერთადერთ წარმომადგენელს. გულკეთილი რექტორიც აღარ გამოეკიდა ამ საქმეს და დიდსულოვნად აპატია. სემინარიის კურსი დიმიტრიმ 1865 წელს დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძე-..
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.18
მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
... ლებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმის გამო, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე მან ცოლად შეირთო ერთი ქიზიყელი მეოჯახე ქალი ელენე და მღვდლად ეკურთხა საინგილოს სოფელ ყორაღანს. ახალგაზრდა მღვდელმა დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება. სამკალი კი მრავალი იყო. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული ქართველები ნელ-ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდა შაქისა და საინგილოს თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე. იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი ინგილოები ქართველები იყვნენ. მაჰმადიანთ, მოლების რჩევით, ისღა დარჩენო- დათ ეს ქართველობისა და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ განზრახვით, ერთ-ერთ დღესაწაულზე ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის ძღვენი მიართვა. აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გა-დაურჩა სიკვდილს. ერთ ღამეს მამა დიმიტრის თანასოფლელმა კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც „ფიცხი და აღტაცებული კაცი“, მაშინვე მიიჭრა იმ ტყეში, სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად შეკრთა. დიდ ხანს იყვნენ ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე თვითონ მამა დიმიტრიმ დაარღვია, რომელიც ქუდმოხდილი, უშიშრად იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები. ძველადვე ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“. ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა მაჰმადიანმა, „ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა,“ უეცრად მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩებითო“! რამდენიმე მაჰმადიანმა წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენ... ხალხი დაიშალა... ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. იმ ყრილობის რამდენიმე მოთავე ციმბირში გააგზავნეს...შემორჩენილია მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის წამოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ ისე გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი პატრონი ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი შეხედეთ ფრინველებსაო, ბრძანებს ქრის ღმერთი სახარებაში: „არა სთესავენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“. მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამკობს მინდვრის ბალახებს მშვენიერის ყვავილებითა“. სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანაზედ რიგიანობა არ არის, არა არსება რიგიანად არ იზრდება მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს, მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაეპატრონებაო“. გარდა ამისა: თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება? ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ, როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება. ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის, რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით; ამასთანავე, ჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ, მოუვლელათ, რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას და პატრონობას, აგრეთვე კაციცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა ჰყავდეს პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილს გზაზედ დამყენებელი და დამრიგებელი. თქვე დალოცვილებო! ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ჭკუაა. მთა და
36-4 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.19
მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
ბარი ვის გაუსწორებია; მჯობს — მჯობნი არ დაელევაო, ნათქვამია. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი არავინა გყვანდა. აი, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს, კახეთის მეფეს წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვენ გვცემდნენ და გვჩაგვრიდნენ ― ვინ იყო პატრონი და დამშლელი? ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწო-რეთ ისე დაგვემართა, როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და გაბნივნენ ცხოვარნი“. ეს სწორეთ ჩვენ, ინგილოებს დაგვემართა! ბევრია ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ ჭარის ქვეყანაში გადასახლებული სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანე- ბი ცხოვრობენ და იქ დაუვიწყებიათ მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ უპატონობაა. უეჭველია, რომ ამათ პატრონი ჰყოლოდათ, მაჰმადიანების მფლობელობის დროს, ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიოებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით, გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას მაჰმადიანებთან, გავახაროთ ჩვენი დახოცილნი მამაპაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო საქმე მოვახდინეთ. სამასი წელიწადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება, ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ეშმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ, ყველანი, მამაპაპითაც ქრისტიანები ვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია: რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ ჩვენს სარწმუნოებაზედ. მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ. რა რიგად? ისე, რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამაპაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი მაჰმადიანები გავხდეთ, მერე იმ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცევაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო. გარდა ამისა, აი, კიდევ რას ბრძანებს იესო ქრისტე: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“. ხედავთ, რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი. რომ ვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო, იმის სახლში მე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის პატრონს ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც მოვა ღმერთი! აგრე ჩემო ძმებო და მეგობარნო! შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს წინ მარგალიტსა“. 1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდაეცვალა მეუღლე, რაც დიდი დანაკლისი იყო მისთვის. 1870 წელს დაობლებული მოძღვარი ქ. ზაქათალაში გადაიყვანეს, სადაც საღვთო სჯულის მასწავლებლობაც შეითავსა. ქრისტიანობის გასავრცელებლად ხერხიღა იყო საჭირო და მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა მაჰმადიანობის წინააღმდეგი სწავლა, მისიონერობა ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აპირებდა აკადემიაში
36-5 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.20
მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)
შესვლას, მაგრამ ამ დროს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიიწვია ქუთაისის სა-სულიერო სასწავლებელში რუ- სული ენის მასწავლებლად. ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბ- რიელის სურვილს წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ მისიონერობის სურვილი გულიდან არ შორდებოდა. 1878 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1882 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1886 წლს მამა დიმიტრის კვლავ მისიონერად აგზავნიან საინგილოში, სოფელ კაკში. გამოცდილი მოძღვარი ჩასვლისთანავე ძველებური შემართებით შეუდგა ქრისტიანობის ქადაგებას. იმავე, 1886 წლის აგვისტოში, გაზეთი „ივერია“ წერს: „სოფელ კაკიდან გვატყობი- ნებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო, ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის მოძმის გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული, მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. კაკიდან მამა დიმიტრი გადაიყვანეს ჯერ სოფელ ვართაშენში, შემდეგ ალიბეგლოში და ბოლოს ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში, სადაც 1905 წლის 6 ოქ- ტომბერს გარდაიცვალა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1899 წელს მამა დიმიტრი ჯანაშვილის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ მას კეთილშობილურ მისწრაფებას“. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მამა დიმიტრი კარგად ფლობდა რუსულ ენასაც. მის ნაშრომთაგან თვალ- საჩინოა: „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. მისი დევიზი იყო: „ქართველობას ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას — ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“. ამის გამო იგი ყველას ერთნაირად უყვარდა და ამიტომაც, უკვე მკვდარი, დიდის ამბით მიასვენეს ქ. კაკში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები. მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები კი ანდაზად დარჩება საშვილთაშვილოდ.
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მღვდელი დიმიტრი (ოფიციალურ საეკლესიო საბუთებში ვიტალის სახელითაც იხსენიება) იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს (სხვა ვერსიით -- 1844 წელს) საინგილოში, ზაქათალის მაზრაში, სოფ. კახში გლეხის ოჯახში დაიბადა.
მის პატარაობაში საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო, ეს კი ინგილოებისათვის მტარვალობას ნიშნავდა. ცოტაოდენი შეღავათი ჰქონდათ სულთნებისაგან მხოლოდ დიდ, ძლიერ და შეძლებულ გვარებს და ისიც იმისთვის, რომ მათგან საკმაო გამორჩენა ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათ მთელი სახლობითა და ამალით ეწვეოდნენხოლმე, სჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით ბრუნდებოდნენ ელისუს სასულთნოში. შემძლებელ და შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ უბედურებას უმზადებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა შენგან, ჩვენ ავიყრებით დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე ქართველებსხო “, სულთანი თურმე მოლბა და დაპირებული ტანჯვა ააცილა საინგილოს. ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი თავისი გვარის ისტორიაზე წერდა: „ჯანაშვილები საინგილოში ეკუთვნიან წარჩინებულ გვარეულობას. ეს გვარეულობა თავადიშვილის ღირსებისა იყო.
პაპაჩვენის ბაირამალის სიტყვით, ჯანაშვილები აქეთ გადმოსახლებულან ლორისა თუ ბორჩალოს მხრიდგანრ. ძნელია კაცმა სთქვას, იგინი ვისი ნატამალები არიან: ლორის მელიქიშვილების განაყოფის მელიქ-ჯანაშვილისა თუ გორელ აზნაურ გიორგი ჯანაშვილისა. აღსანიშნავია, რომ ჯ„ანაშვილები მოსახლეობენ საინგილოს სხვა სოფლებშიაც -– ქოთუქლოს, სოსკანს და ალიბეგლოს და საინგილოს გარეთაც ქიზიყში და ქართლში, საცა ებრაელობენ ტფილელ ებრაელ ჯანაშვილებითურთ. კახის ჯანაშვილების საგვარეულო ოქრობექჭდული სიგელი, როგორც მოგვითხრობენ მამა-ბიძანი, დაიწვაო სოსკანში მის დარბევის დროს ლეკებისაგან. გადმოცემავე იუწყება, რომ კახის
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (გაგრძელება)
ჯანაშვილების წინაპარი მათე, რომელსაც სასახლე ჰქონია აგრედ-წოდებულს მათეი-ყალაში, ფრიად მდიდარი კაცი ყოფილა. ჰქონია მფლობელობაში თვით მათეი-ყალას (მათეს ციხეს) მინდორ-ველი, აგრეთვე ფანცაურის გაყოლება მიწები ყუმის ბოლოდგან სოსკანამდე, საცა ჰქონია აგრეთვე საბინაო მამულ-დედული. შაჰაბაზი რომ შემოესიაო საქართველოს (“16 | /წ.), განაგრძობს გადმოცემა, მის ლაშქარს გაუმასპინძლდაო ვინმე შარმა ზან ჯანაშვილი: ყველა მოლაშქრეს მიართვაო გაძღომამდის ახალნაცხობი ლავაში და კილანით (ჭიქით) თაფლი. ამისთანა უხვი სტუმრობა სათნო იჩინაო ყაენმა და ქვეყანა არ დაარბევინაო თავის ლაშქარს: ასე მოგვითხრობდა ამ ამბავს ლეკი კამა ზოღლი: ჩვენს საგვარეულო წიგნებში ასე სწერიაო. სამწუხაროდ, ხსენებულ კამა ზოღლისაგან ვერ გამოვიტანეთ მისი წიგნი, რომ გაგვეგო, მართლა რა და როგორ ენერა. მალე თვითონაც მოკვდა და თუმცა დიმიტრი ნახურშიაც იყო მის ავან-ჩავანის გასაგებად, მაინც ვერას გახდა, ვერ გაიგო, ვის დარჩა კამაზოღლის სახსოვრის წიგნი. პაპაჩვენს, ბაირამალის, რომელმაც იცხოვრა ას წლამდე და რომელსაც, როგორც თვითონ ამბობდა, ახსოვდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, ჰყვანდა სამი ძმა და ხუთი შვილი, უმცროსი მათგანი იყო იოსები, მამა ჩვენის დიმიტრისა. პაპის ბიძაშვილი იყო ის ზილფი ჯანაშვილი, რომელიც თავის ვაჟკაცობით თავ ზარს სცემდა აქაურ მტარვალებს და რომელიც ბოლოს შეიპყრეს და ჭარში აწამეს ლეკების ცოლებმა: შამფურებით დაჩხვლიტესო, სანამ სისხლით არ დაიცლებოდაო და ნელის, მაგრამ საშინელის ტანჯვით სულს არ მიაბარებდაო ღმერთს. გაყრამდის ყველანი სცხოვრობდნენ ზემო მამულში, კობალას პირად. შემდეგ კი მანსური და მისი მომდევნო ძმა გადასახლდნენ სოფლის ქვემო ნაწილში, აგრედ წოდებულ თოფ-ბარში. აწ გიორგის სახელობაც ცხოვრობს ამ თოფ-ბაღის მომიჯნავედ და მათეი-ყალას ბოლოში ორ ხევს შუა, საოლქო დიდ შარას პირად“. დიმიტრის მამას ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. დედამისი –– არზი, ოთარაშვილის ქალი გახლდათ. ამ გვარში შთამომავლობითგანვე დარჩენილი იყო სამკურნალო ხელოვნება, რომელიც მამით შვილზე გადადიოდა. დიმიტრის მკურნალი ბიძის, ჯალილას, სახელი შორს გავარდნილიყო, რადგან დაუცადებლად არჩენდა ჭრილობას და სხვა ავადმყოფობას. იოსები, თავის სახლობით, ღარიბად ცხოვრობდა. იგი, როგორც უმცროსი შვილი, ნებიერად იყო გაზრდილი და დიდად არ უყვარდა მუშაობა; იზიდავდა მას ჩონგურის დაკვრა და გართობა, რადგან უფრო მგოსნური სულისკვეთების კაცი იყო. მამას სოფლურ საქმეში შველოდა მისი შვილი დიმიტრი, რომელიც თუმცა ჯერ ნორჩი იყო, მაგრამ მაინც მთიდამ ზურგით ზიდავდა შეშას, მწყემსს მიჰყვებოდა მინდვრად ძროხის საძოვებლად, ანდა ულკყებს საძოვარზე მიელალებოდა და სხვ.
ალ;იბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია
1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. ნათლობამდე მას ერქვა –– აღაჟანა. შემდეგ იგი, ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილთან ერთად, ქიზიყში, დედოფლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან ნიჭიერი იყო, ისე გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვარე. ამისთანა თვისებამ ერთხელ ლამის დაღუპა იგი. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ყმაწვილობაში დ. ჯანაშვილმა, როგორც ღარიბი კაცის შვილჩა, მრავალი გაჭირვება და ვაი-ვაგლახი გამოსცადა. საინგილოდან ტფილისამდე 227 ვერსია და ამ მანძილს ხშირად ფეხით გაივლიდა ხოლმე, ოღონდ სწავლას არ დაჰკლებოდა აქაურს სემინარიაში. ამ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა, და ეს უწესობა-უსამართლობა იყო მიზეზი, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო და გალახა მაშინდელი რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი). იმდენად მართალი იყო ჯანაშვილი, რომ მთავრობამ მოსწავლე ვერ დაითხოვა სასწავლებლიდან თვით რექტორის გალახვისთვისაც “. 1865 წელს დიმიტრიმ სემინარია დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში ფიქრობდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმიტომ, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, მორჩილება გამოიჩინა და სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე მან ცოლად შეირთო ქიზიყელი ქალი –– ელენე ბეგიაშვილი. 1865 წლის 24 ნოემბერს იგი დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 26 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, სოფ. ყორაღანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესეს.
დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება ახალგაზრდა მღვდელმა. იგი იყო მხნე, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული ქართველები ნელ–ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდათ შაქისა და საინგილოს თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე.
იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი ინგილოები ქართველები არიანო. მაჰმადიანთ, მოლების
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (გაგრძელება)
რჩევით, ისღა დარჩენოდათ, ეს ქართველობისა და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ განზრახვით ერთხელ ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის, დღესასწაულის გამო, ძღვენი მიართვა. აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გადაურჩა
სიკვდილს. ერთ ღამეს მღვდელ დიმიტრის თანასოფლელმა
კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც ფიცხი და აღტაცებული კაცი, იმწამსვე გაიჭრა იმ ტყეში, სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად
შეკრთა. დიდხანს იყვნენ ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე უშიშრად დაარღვია თვითონ მამა დიმიტრიმ, რომელიც ქუდმოხდილი იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები.
ძველადვე ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“ ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა მაჰმადიანმა, ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა, უეცრად უკანიდან მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი
იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ!
რამდენიმე მაჰმადიანმა წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენი... ხალხი დაიშალა... ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. რამდენიმე იმ ყრილობის მოთავე ციმბირში გააგზავნეს... შემორჩენილია მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი
ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის წარმოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ ისე
გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი პატრონი
ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი მიხედვით ფრინველებსაო, ბრძანებს ქრისტე ღმერთი სახარებაში: „არა სთესვენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა,
და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“ მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამ ჯობს მი6ნდვრის ბალახებს მშვენიერის ყვავილებითა“ სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანა ზედ რიგიანობა არ არის, არა არსება რიგიანად
არ იზრდება -– მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს, მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გ ზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაპატრონდებაო“ გარდა ამისა:
თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება? ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ, როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება. ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით; ამასთანავე პჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ, მოუვლელათ რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას და პატრონობას, აგრეთვე კაცი-
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (დასასრული)
ცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა
ჰყავდეს პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილილსგზაზედ დამყენებელი და დამრიგემელითქვე დალოცვილე ბო! ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ვჰუაა. მთა და ბარი ვის გაუსწორებია; მჯობსნი არ დაელევაო, ნათქვამია. მეჯობმაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, “ ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი არავინა გყვანდა. აი, მას აქეთ, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს, კახეთის მეფეს, წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვე6
გვცემდნენ და გვგჩაგვრიდნენ -– ვინ იყო პატრონი და დამთლელი? ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწორეთ ისე
დაგვემართა, როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და განიბნივნე6 ცხოვარნი“ ეს სწორეთ ჩვენ, ინგილოებს, დაგვემართა! ბევრია
ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ 4არის ქვეყანაში გადასახლებული სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანები ცხოვრობენ და იქ
დაუვიწყებიათ მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ უპატონობაა. უეჟველია, რომ ამათ
პატრონი ჰყოლოდათ მაჰმადიანების მფლობელობის დროს, ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით, გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას მაჰმადიანებთან, გავახაროთ
ჩვენი დახოცილნი მამა-პაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო საქმე მოვახდინეთ. სამასი წელინადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება, ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ემმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ, ყველანი, მამაპაპითაკც ქრისტიანები კვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ ჩვენს სარწმუნოებაზედ. მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ.
რა რიგად? ისე რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამა-პაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი მაჰმადიანები გავხდეთ, შერე იმ“ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცყვაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო.
გარდა ამისა, აი, კიდევ რას ბრძანებს იესო ქრისტეს: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“ ხედავთ, რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი? რომვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო, იმის სახლში მიე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის პატრონს ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც მოვა ღმერთი აგრე, ჩემო ძმებო და მეგობარნო?” შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს წინ მარგალიტსა“.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.17
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 II ნაწილი
(პედაგოგიური საქმიანობა, აკადემია, თბილისში მოღვაწეობა)
„ანჩისხატის სობოროში ხალხი ბლომად დადის... რადგან მისი სიტყვა ცოცხალია და გრძნობით სავსე”
1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდა ეცვალა მეუღლე, რაც დიდი დანაკლისი იყო მისთვის. დარჩა ერთი ქალიშვილი –– მარიამი (შემდეგში გათხოვდა ინგილო მღვდელ აპოლონ ივანიცკზე). 1870 წელს მამა დიმიტრიმ ქ. ზაქათალის სამაზრო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგობა შეითავსა. აი, რას წერდა ამის“ შესახებ მ. ჯანაშვილი: „1868 წლის აპრილის 4-დან მე ვსწავლობდი ზაქათალის სამაზრო სკოლაში. საღმრთო წერილს გვასწავლიდა დეკ. გრიგოლიევი. 1870 წელს იმან დამავალა, მიმეწერა ფ. დიმიტრისთვის, რომ გრიგო4: ლიევი თავს ანებებს საღმრთო სჯულის მასწავლებლობას და თუ ინებებს, მას გაამწესებენ. დიმიტრი დათანხმდა. ჯამაგირი მცირე ჰქონდა. თუმცა მოხუცი გრიგოლიევი აწირვინებდა ხოლმე თავის მაგიერ სამხედრო ეკლესიაში და იქიდანაც ცოტა-
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
ოდენი შემოსდიოდა. მე ჩინებულად ვსწავლობდი და ნიშნების უპირატესობით ვითვლებოდი „სტარშოით“ სასწავლებლის მოსწავლეებისა. 1872 წელს დავასრულე და დიმიტრიმ ჩამომიყვანა ტფილისს და სემინარიაში მიმაბარა, თვითონ კი უკანვე, ზაქათალას დაბრუნდა. მაშინ იგი უკვე განთქმული მწერალი იყო“. ამ პერიოდში ქრისტიანობის უკეთ საქადაგებლად მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა და მისიონრობა
ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აკადემიაში აპირებდა შესვლას, მაგრამ 1873 წლის 15 თებერვალს გათავისუფლდა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიიდან და იმავე წლის 30 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დანიშნა. წირვა-ლოცვის ჩასატარებლად კი ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. მოძღვარი ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბრიელის სურვილს წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ
სამშობლოში მისიონერობის სურვილი გულიდან არ ამოურეცხავს. 1873 წლის 17 ივლისს 25 მანეთითა და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1874 წელს
34 მანეთი გადაეცა. იმავე წელს წესრიგში მოიყვანა სასწავლებლის ბიბლიოთეკა და კიდევ 25 მანეთით დაჯილდოვდა. იმავე წლიდან სასწავლებლის ყველა განყოფილების I კლასებში ძველი და ახალი
აღთქმის ისტორიის სწავლება დაევალა. 1875 წლის
12 ნოემბერს დაინიშნა წევრად კომისიისა, რომელსაც დაევალა ბიბლიოთეკიდან გასაყიდი წიგნების შემოწმება. იმავე წლის ბოლოდანIII და IV კლასებში რუსულ ენას ასწავლიდა. 1875 წლის 8 თებერვალს
იმერეთისა და სამეგრელოს ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1875 წელს ბიბლიოთეკაში არსებული იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ევალებოდა გამოემუშავებინა წესები სტუდენტებისთვის წასაკითხი წიგნების შერჩევისა ქართულ ენაზე და საქმის წარმატებით დასრულებისთვის 30 მან. გადაეცა. 1876
წლის ოქტომბერს კლასის დამრიგებლად დაინიშნა. 1877 წელს საღვთო სჯულის კარგად სწავლებისათვის 34 მან. გადაეცა. 1877 წელს სკუფია უბოძეს. 1878 წლის 28 იანვარს მეუფე გაბრიელის ლოცვაკურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. ქუთაისში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მან დაიწყო „შემოკლებული ქართული გრამატიკის“ შედგენა, რაც შემდგომში მოსკოვში სწავლის დროს გააგრძელა, თუმცა მისი ამ ნაშრომით ადრევე ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ ამასთან დაკავშირებით: „დროების #213-ში იწერებოდით, სხვათა შორის, ვითომც ამ ჟამად მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილს უკვე
შედგენილი ჰქონდეს შემოკლებული ქართული გრამატიკა. ჰკვირობდით ამასთანავე, თუ რად არ აბეჭდინებს ის ამ სახელმძღვანელოს, თუკი
სრულიად მზად აქვსო. აი, რასა მწერს მოსკოვის აკადემიიდან ამ საგნის შესახებ თვით მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი: „ღრამატიკა ჯერ არ მაქვს
დასრულებული. ვცდილობ კი, რომ მალე შევასრულო. მაგრამ მე ჩემის ხარჯით მისი დაბეჭვდინება არ შემიძლიან. თუ ვინმე იკისრებს, დავასრულებ და გამოვგზავნი დასაბეჭდათ; ასერა საქმე. ამ ღრამატიკაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქუთაისის გიმნაზიაში მატარაძე ამ ჩემს ღრამატიკით ასწავლიდა და გიმნაზიელებს, ბოვშვებს,
ძალიან კარგად ესმოდათ, რადგან რუსული ენის პროღრამისათვის შეყოლებით – შეფარდებით არის შედგენილი". 1881 წლის 20 ნოემბერს სწავლა ნამდვილი სტუდენტის მოწმობით დაასრულა და თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1882 წლის 12 ოქტომბერს გათავისუფლდა . სემინარიიდან და მეორე დღეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ამ დროსვე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის“ გამავრცელებელი საზოგადოების წევრად. 1883 წლის 13 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში, 1884 წლის 26 იანვარს -– ანჩისხატის ტაძარში, ხოლო 1885 წლის 10 თებერვალს ქაშვეთის ტაძარში დიდი მარხვის დაწყებისთანავე ქადაგებების წარმოთქმა დაევალა. მამა დიმიტრი ქადაგებები იზიდავდა მსმენელს. მის პირად საქმეში ეწერა, რომ იგი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. ამასთან დაკავშირებით გაზ. „დროება“ წერდა: „29 იანვარს,
მეზვერისა და ფარისევლის კვირას, მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა დაიწყო ქადაგებების თქმა ანჩისხატის სობოროში. ხალხი ბლომად დადის
და დიდის სიხარულით უგდებს ყურს, რადგან მისი სიტყვა ცოცხალია და გრძნობით სავსე. იგი დაჰპირდა ხალხს, რომ მოძღვრებას იტყვის ყოველ კვირას და დღესასწაულს დღეს ანჩისხატის სობოროში. თებერვლის ორს, უფლის მირქმის დღეს, მამა ჯანაშვილმა მეორე მოძღვრება უთხრა ხალხს. ღმერთმა ჰქნას, რომ ამისთანა მხნე და განათლებული მღვდლები ბევრი ჰყოლოდეს საქართველოს“. 1886 წლის 20 მაისს საქართველოს ეგზარქოსი
პავლე (ლებედევი) მამა დიმიტრის კვლავ საინგილოში, ზაქათალის მაზრაში მისიონერად აგზავნის. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც გავიგეთ, ტფილისის სათავადაზნაუ-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
რო სკოლის სამღვთო წერილის მასწავლებელი მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი მისიონერად დაინიშნა საინგილოში...“ ჩასვლისთანავე ძველებური შემართებით შეუდგა გამოცდილი მოძღვარი ქრისტიანობის ქადაგებას. 1886 წლის აგვისტოში ისევ გაზეთი „ივერია“ წერდა: „სოფელ კაკიდან (იგივე სოფ. კახი -- გ. მ.) გვატყობინებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო,
ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის მოძმის
გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული, მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. სამწუხაროდ, მამა დიმიტრის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. კვლავ მ. ჯანაშვილს მოუსმინოთ: „კახში მაშინ იყო იქაურ მისადევრის უფროსი ვინმე მერკულოვი. გვემეგობრებოდა ვითომ ისე, ვით უგულითადესი ძმა, გვპატიჟობდა, გვიდარბაზებდა. გველაპარაკებოდა საქართველოს კეთილდღეობაზე, დიმიტრის და სხვების
უმეტეს წარჩინებაზე. ამასობაში ტფილისიდამ მოვიდა ქაღალდი შესახებ დიმიტრის გადაყენებისა მისიონერობიდამ. სახტად დავრჩით. უმეტეს გაკვირვებას იჩენდა ზემოხსენებული მერკულოვი. პაპანაქება ზაფხული იყო. დიმიტრი გაემართა ტფილისისკენ და რომ დაბრუნდა ცარიელ-ტარიელი, გვითხრა: „მერკულოვს დავუბეზღებივარ, თუმცა ნამდვილად ვერა გავიგე რაო“. გული დაგვწყდა, მით უმეტეს, რომ მას წინადადებას აძლევდნენ ეპისკოპოსად ეკურთხეო და არ ინება: „წმიდა მაკურთხევლობას ვერ შევასრულებ, რადგან მე მიყვარს მოძრაობა, თავისუფალი ცხოვრება და ეპისკოპოსი კი უნდა იყოსო მდაბალი, მონა უფლიწ სა და წმინდა ყოველი მხრივ“. თუმცა ცილწამებულმა მოძღვარმაც არ დათმო
'' და საქმე საქართველო-იმერეთის სინოზ დალურ კანტორაში აღძრა, და მართლაც, ხუთი წლის შემდეგ მიიღო ცნობა, რომ იგი გამართლებულია, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მისიონე3 რად აღარ დააბრუნეს.
(888 წლის 8 თებერვალს მისიონერობიდან მოხსნილი მღვდელი დიმიტრი ელიზავეტოპოლის გუბერნიაში, მეორე სამთავარხუცესო ოლქში, ქ. ნუხის სამი მღვდელმთავრის (წმ. ბასილი დიდი, წმ. გრ. ლვთისმეტყველისა და წმ. იოანე ოქროპირის) სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე წელს ნუხის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. თუმცა
აქვე უნდა ითქვას, რომ საინგილოში მის ორწლიან სამისიონერო მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამასთან დაკავშირებით ისევ გაზ. „ივერია" წერდა: „მღ. დ. ჯანაშვილი, რომელიც აქ მისიონერად
იყო გამწესებული, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ პალადიმ, თებერვლის დამდეგს გაამწესა მღვდლის ადგილას ქალაქ ნუხაში. მამა
ჯანაშვილის მოღვაწეობას აქ უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სოფ. თასმალოს ინგილოები, რომლებიც ამ ორიოდ წლის წინად წინანდელმა ბლაღოჩინმა, დ. უთიაშვილმა მოაქრისტიანა და რომელნიც ისევ განდგომას აპირებდნენ, მ. დ. ჯანაშვილის მეცადინეობისა და ზეგავლენისა გამო, აღარ გადაუდგნენ სარწმუნოებას. მისიონერმა მიჰმართა კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას და სთხოვა, აეგოთ
თასმალოში ახალ ქრისტიანებისათვის ეკლესია და გაემწესებინათ საკუთარი მოძღვარი. აქამდის ეს ქრისტიანები მიწერილნი იყვნენ სოფ. ყორაღანის ეკლესიაზედ, რომელიც თასმალოს შორავს
თითქმის ათი ვერსით. ეს სიშორე დიდად აბრკოლებდა თასმალოელების დრო-დროზედ წირვალოცვის მოსმენას კვირა-უქმე დღეებში. ხსენებულმა საზოგადოებამ შეიწყნარა მისიონერის მოხსენება და გადასწყვიტა როგორც ეკლესიის აგება, ისე მღვდლის დანიშვნა სოფ. თასმალოში. ამ ორსავე გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს აქაურ ქრისტიანებისათვის, რადგან ამათ გარეშემო სცხოვრობენ გამაჰმადიანებული ინგილოები,
რომლებსაც აქვთ მრავალი მეჩეთები სამრევლო სკოლებითურთ. ამ სკოლებში არაბულს ენაზე, რომელიც არა თუ მოწაფეთ, არამედ მასწავლე-
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)
ბელთაც არ ესმით, რადგან კაიაა ინგილოები ოჯახობაში, ვითარცა ქართველნი, ქართულად ლაპარაკობენ დღეს აღარ გავაგრძელებთ
ლად ლაპარაკობენ. ჩვენ სიტყვას მღ. დ. ჯანაშვილის მისიონერობის ავ-კარგიანობაზე. ეხლა მღ. ჯანაშვილის თხოვნით სწარმოებს გამოძიება. ამ გამოძიებამ უნდა აღმოაჩინოს და გამოაქვეყნოს საბუთნი იმ კაცთა, რომელთა საიდუმლო მეცადინეობით და მიწერ-მოწერით დიმიტრი გადაყენებულ იქმნა მისიონერობის თანამდებობიდან. დასასრულ, უნდა შევნიშნოთ, რომ მღ. ჯანაშვილს მისიონერად მყოფობის დროს
შეუდგენია ვრცელი წერილი შესახებ ქრისტიანობის მდგომარეობისა საინგილოში და წარუდგენია იგი ეგზარხოსისათვის განსახილველად და აღსაბეჭდავად ნება-დართვისათვის. როგორც შევიტყეთ, ეგზარხოსს მოუწონებია ეს წერილი და ნება დაურთავს აღიბეჭდოს ზოგიერთის ალაგების გამოკლებით“. 1890 წლის 2 იანვარს მამა დიმიტრი ალიბეგლოს წმ. ნინოს სახ. ტაძარში გადაიყვანეს, რასაც კვლავ გამოეხმაურა გაზ. „ივერია": „ჩვენ შევიტყეთ, რომ ნუხის მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი მისისავე თხოვნით გაუმწესებიათ საინგილოს სოფ. ალიბეგლოს მღვდლად და ამასთანავე იქაურ სამრევლო სკოლის სამღვთო სჯულის მასწავლებლად“. როგორც ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ ოფიციალური განყოფილებიდან ვგებულობთ, 1899 წლის 5 ოქტომბერს მამა დიმიტრის არაკანონიკური ქმედებების
გამო მღვდლობის ხარისხი ჩამოართვეს საქმის განხილვამდე. სამწუხაროდ, არ არის მითითებული, თუ რა დააშავა მოძღვარმა. როგორც ჩანს,
მისი საქმე კვლავ დადებითად გადაწყდა და 1900 წლის 3 იანვარს თბილისის სანთლის ქარხანაში საქმის მწარმოებლად დანიშნეს, ხოლო იმავე წლის 20 თებერვალს დროებით ხარფუხის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დაევალა წირვა-ლოცვების შესრულება. აი, რას წერდა გაზ. „ივერიაში“ 1899 წელს ვინმე „კახელი“ მამა დიმიტრი მოღვაწეობისა და ბედისა თუ უბედობის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო მოსკოვის ჯანაშვილის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ მას კეთილშობილურ მისწრაფებას". აი ასეთი კაცი დღეს, როდესაც „სამკალი მრავალ არს და მუშაკი ყოვლად არა“, გამოჰკლებია ქვეყნიერებას და ყრუ სოფელში „ულმობელ ბედისაგან“ გატყორცილა... „ბედი მომე და სანეხვეზედ გადამაგდეო“... ჩვენი ხუცესი კი არც ყრუა და
არც უენო, გარნა, როგორც ჰხედავთ, მიუხედავად მისის მრავალგვარ ღირსებისა, მიუგდია იგი ხაშმიანს სოფელში, სადაც ზაფხულობით ისმენს
ბაყაყთა მუსიკას და ზამთრობით კი იყინება სიცივის სუსხით. გარემოებათა ამათ გამო ფუჭად ილევა სიცოცხლე მოღვაწისა და ულმობელ ბედისაგან მრავალგვარად დაჩაგრულ კაცისა. უკეთესს გარემოებაში მას შეეძლო კიდევ ბევრი სარგებლობა მოეტანა ეკლესიისა და მამულისათვის“.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 III ნაწილი
სიცოცხლის უკანასკნელი წლები, ალსასრული, მოძლვრის ნაშრომები
1902 წლის 17 ივლისს მლვდელი დიმიტრი ქიზიყში, სოფ. ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ეს იყო მისი
ბოლო ნავსაყუდელი ამ მღელვარე და ბობოქარ წუთისოფელში. 1903
წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა ქართველი მწერალი და პუბლიცისტი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), რომლის დაკრძალვაზეც . _ შესანიშნავი ქადაგება წარმოთქვ. ·„ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა: _ „ქართველნო, რად შეყრილყართ აქ? ნუთუგონიათ, რომ დიმიტრი მაჩხანელი მოკვდაო; ის მაჩხანელი, რომელმაც ძლიერად გაჰცკიცხა „ძმურ სიტყვაში“ ქიზიყის ავი ზნე-ჩვეულება და ცრუმორწმუნეობა; რომელიც მხნედ, უშიშრად და მედგრად ებრძოდა ბოროტებას, არ დასტოვა არც კარგი, არც ავი ქიზიყისა, რომ არ აღენიშნოს მწერლობაში. განა ეს მამულიშვილი მოკვდა?! არა,
იგი არ მომკვდარა. სიკვდილი ორგვარია. ზოგი კაცი მოკვდება თუ
არა, მაშინვე დავიწყებულ იქმნება, როგორც ცოდვილი, როგორც ქვეყნისთვის უსარგებლო კაცი, ხოლო ვისაც უშრომნია
სიცოცხლეში ქვეყნის კეთილდღეობისათვის, იგი კაცი დაუვიწყარია ერისათვის. „კეთილის მოქმედნი აღდგებიან მ,ვდრეთით
ცხოვრებად, ხოლო ბოროტის მოქმედნი –– სასჯელად“ დიმიტრი ეკუთვნის სამშობლო ქცეყნის კეთილ მოღვაწეთ. იგი არკი მოკვდა, არამედ „გარდაიც
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 (გაგრძელება)
ვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად“ იგი თავდადებული იყო სამშობლო
ქვეყნისათვის. ასეთნი კაცნი უკედავნი არიან ხალხის მეხსიერებაში.
მ;ვდარი არის ის კაცი, ვინც არაფერს აკეთებს: ზის და სძამს სხვის
მონაგარს და ამბობს: „მე თუ არ ვიქნები, თუნდა ქვა-ქვაზედაც ნუ
დარჩენილაო “ მჯვდარიის არის,ვინ მშიერ მგელივით აქეთ-იქით იცქირება და ჰპარავს თავის მე ზობელბს: ხარს, კამეჩს, ცხვარს, ქათამს, ბატს და სხვ., და ამ ხელობით უწყვეტავს მოყვასს ლუკმა-პურს, არღვევს მის ოჯახის კეთილცხოვრებას, და თუ დაჩაგრულმა უჩივლა, სახლ-კარსა და საბძელსაც უწვავს, რომ შიმშილით საქონელიც ამოუწყვიტოს. ვინც არ ქურდობს,
შრომობს, იგებს ფულს, იმას კიდევ შინ არ მოაქვს მონაგარი, შედის დუქანში და იქა ჰფლანგავს ნაშრომნადაგ ს მთვრალობაში. მრავალ არიან ამისთანა მავნე კაცნი ქიზიყში და აი, ესენი ბრძანდებიან მ;ვდარნი და არა დიმიტრი მაჩხანელი. იგი იყო კეთილი მუშაკი ქვეყნისა, იგი იყო მშრომელი დაუღალავი, გულ-შემატკივარი ობლებისა და დავრდომილთა. ამისათვის
იგი ღირსია ხსოვნისა და ღირსია ძეგლისა, რომ დაუვიწყარი იყოს მისი სამარე. ცოდვილს კაცს საფლავის ქვაც არ ესაჭიროება, რომ მალე დავიწყებული შეიქმნას იგი ერისაგან. სამწნფხაროდ ჩვენდა, ცოდვილნი
სიკვდილამდე იმზადებენ ქვას და ზედ აწერენ: „წამკითხველნო, შენდობა მითხარითო“ საწყალმა, რად გაიხადა საქმე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც იხვეწება მაპატივეთ დანაშაულიო. დიმიტრი მაჩხანელს არა აქვს რა საბოდიშო. მართალია, დიმიტრისაც ფეხი ნაუბორძიკდა ცხოვრებაში, მაგრამ ვინაა ევეყანაზე უცოდველი? ამ ბორძიკშიაც მრავალთა სხვათაც წილი უძევთ. ქვეყნის გამგებელს თუ ჭკუიანნი მოხელენი არ ახვევიან გარშემო, რა გინდ დიდი ჭკუის პატრონი იყოს და კეთილის მოსურნე, მარტოდ ვერ მისწვდება თავის სანადელს. მაგრამ დიმიტრის იმოდენა სიკეთე მიუძღვის, რომ ღირსია, ძმანო, თქვენის ცხარე ცრემლისა. ხოლო თქცვენი ცრემლი მის სულისათვის არის მალამო, -– მირონია, გუნდრუკია, საკშეველია, რომელიც წინაშე უფლისა აღვალს და „სუნნად სუნნელად მიუძღვის ზეცისა საკურთხეველში“ მის სულსა. სამართალი მოითხოვს ვსთქგათ, რომ მის სულის საცხოვნებლად არც ცრემლია საჭირო. დიმიტრიმ თითონვე შესძინა თავის სულს საუნჯე. მან დააარსა სოფ. ქვემო მაჩხაანში სკოლა, თვის მიერ შეწირულს სახლში. ამ მის სკოლიდგან პაწანა
უალებს შეაქვთ ოჯახში სხივი განათლებისა. როგორათაც პნელი ღამე თენდება და დილით მზე ამოაშუქებს და მოპჰფენს ხოლმე დედამიწას შუქსა და სინათლესა, სწორედ ასრე ნათელი სწავლისა და მეცნიერებისა შეაქვთ
პაწაწინა ქართველებს მმზედაბნელებულ საქართველოში. დიმიტრის
სულის სახსენებლად ესეც საკმარისია. აი, ამისთანა კაცი ღირსია
ქებისა, როცა იგი განვალს ამა სოფლიდგან. ღირსია რომ მის ძეგლზე
ეწეროს: „სიკვდილო გესლიანო! მართალია, შენ მომ7,ალ, მაგრამ სული ჩემი საქმეთა ჩემთაგან შეიქმნა უკვდავი; ხოლო შენ კი, ადამიანის მტერო, მოჰკვდები, ოდეს ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება და ქვეყნიურება განქარდება“ 1904 წლის 6 მაისს მამა დიმიტრი კამილავკით დაჯილდოვდა. დამაშვრალი მოძღვარი 1905 წლის 6 ოქტომბერს აღესრულა. გაზ. „ცნობის ფურცელში“ ჯერ გამოქვეყნდა ნეკროლოგი, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი გარდაიცვალა სოფ. ბოდბისხევში, რასაც აუწყებენ ნათესავთა და ნაცნობთ ქალი მისი მარიამ დიმიტრის ასული
ივანიცკისა, ქმრითა და შვილებითურთ, მ. გ. ჯანაშვილი მეუღლითა და შვილებითურთ. განსვენებულის გვამს ნაასვენებენ საინგილოს და დაკრძალავენ სოფ. კახის ეკლესიაში“, ხოლო შემდეგ იგივე გაზეთი წერდა: „როგორც უკვე იციან მკითხველებმა, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი. განსვენებული საინგილოდან იყო. იგი პირველი ინგილო იყო, რომელმაც სწავლა მიიღო (სემინარიასა და
აკადემიაში) და საინგილო გააცნო ქართველობას. ინგილოთა შესახებ მღვდ. ჯანაშვილი სწერდა „დროებასა“, „კრებულსა“, „მნათობში“ და სხვაგან. ამასთან, პირველმა მან დაინყო საისტორიო წერილების ბეკჟIდვა ადვილ გასაგებ ენით და ამ წერილებით არა ერთს ქართველს გაუღვიძა ხალისი სამშობლო ქვეყნის წარსულის შესწავლისა. ამ წერილებს იგი ბეჭდავდა
ჟურნალ „ივერიაში“, აგრეთვე ,,დროებასა'' და სხვა გამოცემებში. განსვენებულს დიდი გავლენა ჰქონდა ინგილოებზე და მთელი თაობაც გამოზარდა“. მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილის დევიზი იყო: „ქართველობას ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“. ამის გამო იგი უყვარდა ყველას ერთნაირად და აკი ამიტომაც უკვე მკვდარი დიდის ამბით მიასვენეს ქ. კახში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები.
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 (დასასრული)
მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები კი ანდაზად დარჩება
საშვილთაშვილოდ. მისი გარდაცვალების მიზეზი თავიდანვე არ დაიწერა გაზეთებში, იგი შემდგომში გახდა ცნობილი 1900 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ მარტს კახის ნაწილის უფროსს, ლ. რ. ყანჩელს, შეუტყვია, რომ ალიაბადის საბოქაულოდან იმის ნაწილში გადმოსულა ექვსი ავაზაკი და გამვლელ-გამომვლელთ ელოდება. მაშინვე გაქანებულა,
სროლის დროს სამი ავაზაკი იქვე მოუკლავთ, ხოლო სამი გაქცეულა, მათგან ერთი დაძრილა. ამავე დღეს, როგორც გავრცელდა ხმა, მოუკლავთ ბელაქნის საბოქაულოში სამი ყაჩაღი ბელად
უსუფითურთ. ამ უსუფამ წარსულს ზაფხულს გაძარცვა მღ. დიმ. ჯანაშვილი, რომელიც მას შემდეგ ჩაწვა ლოგინში და განუტევა სული“
1914 წელს, მამა დიმიტრის გარდაცვალებიდან ცხრა წლის თავზე გაზეთი „თემი“ წერდა: „ბ. იასონ კერესელიძემ ერთი კარგი საჩუქარი უძღვნა ქართველ საზოგადოებას: გამოსცა წიგნი, რომელიც შეიცავს ნაწერებს ერთი ძველი ჩვენი მოღვანისას, სახელდობრ, მ. დიმიტრი ჯანაშვილისას. დიმ. ჯანაშვილი თვალსაჩინო მოღვაწე და მწერალი იყო. დაუვიწყარ სერგი მესხის დროს მან დაიწყო თანამშრომლობა გაზ. „დროებაში“ ჰბე9დავდა წერილებს საქართველოს ისტორიიდან. რადგან განსვენებული მწერალი კარგი სახალხო ენით სწერდა ქართულად, ამიტომ მის ნაწერებს ბევრი მკითხველი ჰყავდა ხოლმე. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, დიმ. ჯანაშვილი იღებდა მონაწილეობას თითქმის ყველა ქართულ სა ზოგადო საქმეში. და აი, ამისთანა ადამიანის საფლავზე თურმე ძეგლი არ ყოფილა
აღმართული. „ქართველი სა ზოგადოება მოვალეა მოიგონოს თავისი განაპირა კუთხის შვილიც“, ჰბრძანებს ბ. მოსე ჯანაშვილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ ეთნოგრაფიულმა და ისტორიულშბა საზოგადოებამ ითავა, ქართველი საზოგადოება გაიღებს ფულს და ძეგლი დაედგმება /ვენი მოღვაწის საფლავს“. როგორც ზემოთ ვახსენეთ,
1864 წლიდან იწყება მოძღვრის სამწერლობო მოღვაწეობა. მისი ფსევდონიმი იყო „ინგილო ჯანაშვილი“. წერდა ისტორიულ და ეთნოგრაფიულ წერილებს, კრიტიკულ სტატიებს, ჰქონდა მეცნიერული გამოკვლევები, საბავშვო თხზულებები. უმეტესად ეხებოდა საქართველოს ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით -- საინგილოს ისტორიას და მის მდგომარეობას. თანამშრომლობდა უჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“, „მნათობი“, „სასულიერო მახარობელში“, „ივერიაში“, „დროებაში“, „მოგზაურში“სადაც უამრავი წერილი და საინტერესო სტატია აქვს გამოქვეყნებული. მის ნაშრომთაგან თვალსაჩინოა: „ქართველი ხალხის მწერლები და განათლება მე-6 საუკუნეში“; „წარსული და მომავალი
ცხოვრება ინგილოებისა“; „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. ავტორია სახელმძღვანელო წიგნებისა: „ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია“ (1876წ.); „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ (1886წ.);
ცალკე წიგნებად გამოიცა მისი „შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო“ (1907წ.) და „ისტორიული სურათები“ (1914წ.).