სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12080

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკოლოზ მიქელაძე 1854-1929წწ მართლმ. მღვდელი მოღვ. შუამთის მონასტერი, თელავი ნიკოლოზ მიქელაძე 1854-1929წწ მართლმ. მღვდელი მოღვ. შუამთის მონასტერი, თელავი

1854-1929 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მიქელაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ნიკოლოზ მიქელაძე 1854-1929წწ მართლმ. მღვდელი მოღვ. შუამთის მონასტერი, თელავი


  ნიკოლოზ მიქელაძე დაიბადა 1854 წელს ქუთაისის გუბერნიაში თავადის ოჯახში. გარდაიცვალა 9 ნოემბერი, 1929 წელს დაკრძალულია შუამთის მონასტერში

წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა.

   1881 წელს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად დაინიშნა. 1886 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანა და იქაც გუნდის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

    1893 წელს იმავე მონასტერში ეპისკოპსმა ბესარიონმა ბერად აღკვეცა და სახელად ნიკოლოზი უწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. იმავე წელს ალავერდისა და შუამთის მონასტრების ეკონომოსად დაინიშნა და ცოტა ხანში შუამთის მონასტრის საძმოში გადაიყვანეს.


    1898 წელს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წელს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1907 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი საეკლესიო ტიბიკონისა და გალობის უბადლო მცოდნე გახლდათ. გამოირჩეოდა მაღალი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრებით. მან გამოზარდა ბერ-მონაზონთა მთელი ის საუკეთესო თაობა, რომლებიც XX საუკუნის I ნახევარში მსახურობდნენ ალავერდის ეპარქიაში და ათეისტური ზეობის პერიოდში აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ ხელისუფლებისგან დაშინებულ მრევლში. ბერი ნიკოლოზი დახმარებას უწევდა იმჟამად სოფლად არსებულ საკვირაო და სახალხო სკოლებს, რომელთაც ეხმარებოდა ხან მატერიალურად, ხანაც კი სულიერად.

   1911 წელს მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს ეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1913 წელს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალი გადასცეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს.

   1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოებისა და ეკლესიის მდგომარეობა დამძიმდა. ახალი შუამთის მონასტრის კრებულთან ერთად იღუმენმა ნიკოლოზმა მრავალი დევნა და შევიწროება განიცადა და არაერთგზის დარბევის მიუხედავად, სავანე მაინც არ დატოვა და კრებულის გადარჩენილ წევრებთან ერთად შეძლებისდაგვარად იცავდა მონასტერსა და იქ დაცულ სიწმიდეებს. მან წლების მანძილზე მკაცრი ასკეტური და სულიერი მოღვაწეობით საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ალავერდის ეპარქიაში და სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი შუამთის მონასტრის წინამძღვრად გამორჩევისა.

   1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) საკათალიკოსო საბჭოს წერდა: „ვფიქრობ, რომ შუამთის მონასტერს დაენიშნოს ცალკე წინამძღვარი. საჭიროდ მიმაჩნია, რომ მონასტრის წევრი, იღუმენი ნიკოლოზი არჩეულ იქნეს წინამძღვრად. მას დიდი შრომა და ღვაწლი აქვს ამ მონასტერზე. იგი ორმოცი წელიწადია ღირსეულად ემსახურება შუამთის სავანეს“. ამავე წელს შუამთის მონასტერი გამოეყო ალავერდ-აწყურის გაერთიანებულ მონასტერს და მის წინამძღვრად იღუმენი ნიკოლოზი დაინიშნა.

   1926 წლის ზაფხულზე კომუნისტებმა შუამთის მონასტერი დაკეტეს და მონასტრის საძმო აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. იღუმენი ნიკოლოზი ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს წერდა: „შუამთის მონასტრის შავი წოდების ძმობა ბერები შემდეგ მენშევიკური მთავრობის მონასტრის მამულის ჩამორთმევისა დავრჩით მონასტერში ხუთი სული ბერები, რომელთაც ჯერ მენშევიკურმა და შემდეგ საბჭოთა მთავრობამ, ჩვენ როგორც მოხუცებულებს დაგვიტოვეს საზრდოდ სიკვდილამდე, წისქვილიდან სარგებლობის უფლება, როგორც ჩვენი ძმობის მიერ შეძენილი და გაკეთებული წისქვილი, და აგრეთვე საქონელი, უღელი კამეჩი და ორი ძროხა, რომლითაც ვსარგებლობდით აქამომდე. დღეს შუამთაში დაარსდა ყველასთვის სასარგებლო დაწესებულება, დასასვენებელი ბინა. ჩვენც იმედნეული ვიყავით არ მოგვეშლებოდა თავშესაფარი ბინა, და უკანასკნელი საზრდო, და დავრჩებოდით როგორც დღემდი მომვლელად და სისუფთავის დამცველად ამ ძველი ნაშთისა. მიუხედავად ზემო მოხსენებისა, ათ ივლისს აიწერა ყოველივე, დაიკეტა ეკლესია, აღგვეკრძალა წისქვილიდან საზრდოს მიღება, ჩამოგვერთვა საქონელი და სხვა. შემდეგ თხუთმეტი დღისა გამოგვეცხადა მთავრობის მიერ ათი დღის განმავლობაში დაგვეტოვებია და განშორებულ ვიყავით მონასტერს. ჩვენ ყველანი მოხუცებულობაში მყოფნი უმეტესად ორი, 74-72 წლისანი ყოველ ძალღონეს მოკლებულნი და დაავადებულნი, აღარ ვიცით რა გზას დავადგეთ. კვალად ვითხოვთ, ადგილობრივ მთავრობასთან, უკეთუ მონასტერში აღარ შეიძლებოდა ჩვენი დარჩენა, საზრდო მაინც არ ჩამოერთმიათ, ჩვენივე ნაშრომი, შეძენილი წისქვილიდან, მაგრამ არ იქნა შეწყნარებული ჩვენი თხოვნა და ოთხი აგვისტოდან ჩვენც გავშორდით მონასტერს“.

   1926 წლის 18 აგვისტოს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „იღუმენი ნიკოლოზი ინიშნება სოფელ რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიისა და მრევლის წინამძღვრად, ხოლო მღვდელ-მონაზონი იოსები მის თანაშემწედ“. ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამავე წლის სექტემბერში თხოვნით მიმართა თელავის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს კვლავ გახსნილიყო შუამთის მონასტერი, მაგრამ უარი მიიღო. 1926 წლის 21 სექტემბერს სამაზრო კომიტეტმა ასეთი სახის მოკლე უწყება გაუგზავნა მღვდელმთავარს: „თქვენ N 407 მომართვაზედ შუამთის მონასტერი როგორც სამლოცველო სახლი გაუქმებულია. ამის გამო, მის გახსნაზედ უარი გეთქვათ”. საბუთს ხელს აწერდა აღმასკომის მდივანი ბაქრაძე.

   მხცოვანმა იღუმენმა სიცოცხლის სამი უკანასკნელი წელიწადი სოფელ რუისპირში გაატარა. 1927 წელს სამეგრელოში, მენჯის შუშანიების სავანე მწირველი მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი, რასაც ძლიერ განიცდიდნენ ღირსი მამის, ალექსი შუშანიას ბიძაშვილები, მონაზვნები ფავსტო და აკეფსიმა შუშანიები. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ ღირსეულ მოძღვარს, რომელიც მათ სავანეში იმსახურებდა. 1927 წლის 21 ნოემბერს ღირსი მამის სულიერი შვილი, წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) მონაზონ ფავსტოს წერდა: „ვწუხვარ, რომ თქვენი დავალება ვერ შევასრულე შესახებ მწირველის შოვნისა. ის პირები, რომლებზედაც მე გითხარით, ვერ გამოდგენ სასურველი. მამა ნიკოლოზი შუამთისა ლოგინშია ჩავარდნილი, მამა სილოვანზედაც მარწმუნეს უკვე მოხუცებულია და არ გამოგადგებათო. ასე რომ, ჯერჯერობით კიდე მოითმინეთ. იმედი მაქვს ღმერთი გამოგიჩენთ მაგ ადგილის შესაფერის კაცს“.

   1929 წლის 9 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,  აღესრულა მამა ნიკოლოზი. მას წესი აუგო და დაასაფლავა თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. დაკრძალეს რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში.

   2013 წლის 22 მაისს, მისი ცხედარი არქიმანდრიტ იოსების (ლაგაზიშვილი) ცხედართან ერთად ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით შუამთის მონასტერში გადაასვენეს და იგი თავის ძველ სამყოფელს დაუბრუნდა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1913 - სამახსოვრო მედალი
    რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1907 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) 1854-1929
იღუმენი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ნიკოლოზ მიქელაძე ქუთაისის გუბერნიაში თავადის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთის- მშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1881 წლის 6 აპრილს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად დაინიშნა. 1886 წლის 6 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანა და იქაც გუნდის ხელმძღვანელობა ჩააბარა. 1893 წლის 29 ივნისს ამავე მონასტერში ეპისკოპოსმა ბესარიონმა ბერად აღკვეცა და სახელად ნიკოლოზი უწოდა. ამავე წლის 3 ივლისს დიაკვნად აკურთხა,
ხოლო მეორე დღეს –– მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1893 წლის 15 ოქტომბერს ალავერდისა და შუამთის მონასტრების ეკონომოსად დაინიშნა. ამავე წლის 10 ნოემბერს შუამთის მონასტრის საძმოში გადაიყვანეს. 1898 წლის 21 სექტემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 29 ოქტომბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1907 წლის7 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი საეკლესიო ტიბიკონისა და გალობის უბადლო მცოდნე გახლდათ. გამოირჩეოდა მაღალი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრებით. მან გამოზარდა ბერმონაზონთა მთელი ის საუკეთესო თაობა, რომლებიც XXს-ის | ნახევარში მსახურობდნენ ალავერდის ეპარქიაში და ათეისტური ზეობის პერიოდში აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ ხელისუფლებისგან დაშინებულ მრევლში. იგი იმჟამად ხშირ დახმარებას უწევდა სოფლად არსებულ საკვირაო და სახალხო სკოლებსაც, რომელთაც შეეწეოდა ხან მატერიალურად, ხანაც კი სულიერად. 1910 წელს გაზეთი „სახალხო გაზეთი“ წერდა: „გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით თელავის საკვირაო სკოლაში მოსწავლეთა სახელით უღრმესი მადლობა გამოუცხადო შუამთის მონასტრის ხაზინადარს მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს და მონასტრის ძმათა – შეშის შემოწირულებისათვის. საკვირაო სკოლის გამგეობის მონდობილობით, გამგეობის წევრ-ხაზინადარი ვანო პაატაშვილი“. 1911 წლის 6 მაისს მლვვდელ-მონაზონ ნიკოლოზს  ეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალი გადასცეს. 1915 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1915 წელს გაზეთ „საქართველოში“ უცნობი ავტორი ფსევდონიმით „დავიწყებული“ შუამთის მონასტერზე წერდა: „11 ივლისს მომიხდა შუამთის სავანეში ყოფნა. რამდენადაც გახარებთ მისი მდიდარი წარსული, მისი საუცხოვო მდებარეობა, მიდამოს სიკეკლუცე-სისუფთავე, იმდენად გამ- წუხრებთ მისი ეხლანდელი მდგომარეობა. საერ-
14-1  საპატრიარქოს უწყებანი N14  10-16აპრილი 2015წ გვ.20
იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) 1854-1929 (დასასრული)
........... ჩენა, საზრდო მაინც არ ჩამოერთმიათ, ჩვენივე ნაშრომი, შეძენილი წისქვილიდან, მაგრამ არ იქნა შეწყნარებული ჩვენი თხოვნა და ოთხი აგვისტოდან ჩვენც გავშორდით მონასტერს“. 1926 წლის 18 აგვისტოს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: · „იღუმენი ნიკოლოზი ინიშნება სოფელ რუისპირის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიისა და მრევლის წინამძღვრად, ხოლო მღვდელ-მონაზონი იოსები მის თანაშემწედ“. ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამავე წლის სექტემბერში თხოვნით მიმართა თელავის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს კვლავ გახსნილიყო შუამთის მონასტერი, მაგრამ უარი მიიღო. 1926 წლის 21 სექტემბერს სამაზრო კომიტეტმა ასეთი სახის მოკლე უწყება გაუგზავნა მლვდელმთავარს: „თქვენ #407 მომართვაზედ, შუამთის მონასტერი, როგორც სამლოცველო სახლი, გაუქმებულია. ამის გამო, მის გახსნაზედ  უარი გეთქვათ“. საბუთს ხელს აწერს აღმასკომის მდივანი ბაქრაძე. მხცოვანმა იღუმენმა სიცოცხლის სამი უკანასკნელი წელიწადი სოფელ რუისპირში გაატარა. 1927 წელს სამეგრელოში, შუშანიების მენჯის სავანე მწირველი მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი, რასაც ძლიერ განიცდიდნენ ღირსი მამის, ალექსი შუშანიას ბიძაშვილები, მონაზვნები ფავსტო და აკეფსიმა შუშანიები. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ ღირსეულ მოძღვარს, რომელიც მათ სავანეში იმსახურებდა. 1927 წლის 21 ნოემბერს ღირსი მამის სულიერი შვილი,წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) მონაზონ ფავსტოს წერდა: „ვწუხვარ, რომ თქვენი დავალება ვერ შევასრულე შესახებ მწირველის შოვნისა. ის პირები, რომლებზედაც მე გითხარით, ვერ გამოდგენ სასურველი. მამა ნიკოლოზი შუამთისა ლოგინშია ჩავარდნილი, მამა სილოვანზედაც მარწმუნეს უკვე მოხუცებულია და არ გამოგადგებათო. ასე რომ, ჯერჯერობით კიდე მოითმინეთ. იმედი მაქვს ღმერთი გამოგიჩენთ მაგ ადგილის შესაფერის კაცს“.  იღუმენი ნიკოლოზი 1929 წლის 9 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მას წესი აუგო და დაასაფლავა თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. დაკრძალეს რუისპირის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში. 2013 წელს მისი ცხედარი არქიმანდრიტ იოსების (ლაგაზიშვილი) (კხედართან ერთად ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით ძველ სამყოფელში - შუამთის მონასტერში გადაასვენეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2023
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0