სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12149

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1870-1946წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. მერეთი, გორი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1870-1946წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. მერეთი, გორი

1870-1946 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნათაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1870-1946წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. მერეთი, გორი

 გიორგი ნათაძე დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ მერეთში ღარიბი დიაკვნის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფელ მუხრანში, სადაც მამამისი მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა.


პატარა გიორგის წერა–კითხვა სახლში დედამ ასწავლა და მუხრანის სასოფლო სკოლაში მიაბარეს, რის შემდეგაც თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარია 1893 წელს დაამთავრა და მასწავლებლობა დაიწყო. სხვადასხვა დროს გიორგი ნათაძე მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ალში, სტეფანწმინდაში და პანკისში.ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სტეფანწმინდაში მუშაობის პერიოდი. იგი დაუახლობდა გლეხობას, გახსნა მათთვის სამკითხველო სახლი, უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, მართავდა საღამო-წარმოდგენებს. იგი მთელი სულითა და გულით ცდილობდა სკოლის წარმატებას. სტეფანწმინდაში მან შეაგროვა მდიდარი ფოლკლორული მასალა: ლექსები, ლეგენდა–თქმულებები, ზღაპრები, ანდაზები, სახალხო თამაშობანი და სხვები, რომლებიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა. მან შეაგროვა ბიოგრაფიული მასალები ალექსანდრე და დიმიტრი ყაზბეგების შესახებ.

    1898 წლიდან გიორგი ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ვლადიკავკაზში ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, ამავე სკოლასთან არსებული ქართული ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს და სასულიერო სასწავლებელში ქართულ განყოფილებაში ქადაგება დაევალა. აი, რას წერდა გაზეთი "ივერია" ამასთან დაკავშირებით: "კავკავის ქართველობა ამ ჟამად დიდს სამზადისშია. ყოვლადუსამღვდელომ, კავკავისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დღეს, პირველ ნოემბერს უნდა აკურთხოს ახლად აგებული ეკლესია ქართველებისათვის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" სკოლასთან აშენებული ამ ზაფხულში. ერთი სიტყვით, დიდად სასახელო საქმე დააგვირგვინა ამ სამის თვის განმავლობაში კავკავის ქართველთა მცირე საზოგადოებამ, რომელიც ასე ბეჯითად მიდის წარმატების მხრივ". 

    მამა გიორგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კავკავის განყოფილების მდივანი. ხშირად აწვდიდა საჭირო ცნობებს და ანგარიშებს კავკავში მუშაობის შესახებ ილია ჭავჭავაძეს და გაზეთ "ივერიაშიც" აქტიურად თანამშრომლობდა. მამა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული კავკავის ქართულ სკოლასთან ქართული თეატრის დარბაზის აღმშენებელი კომიტეტის დაფუძნება, რაზედაც მან დიდი მუშაობა გასწია და შეაგროვა უამრავი შეწირულება ამ საქმისთვის. მისი თაოსნობით კავკავში შედგა სცენისმოყვარულთა წრე, რომელშიც მონაწილეობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, არჩილ ავალიშვილი, ნიკო კურდღელაშვილი, თომა სარაჯიშვილი, კოწია კახიანი და სხვები. მღვდელი გიორგი ხშირად მართავდა საღამო-წარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიდების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. ამას ადასტურებს პოეტ იოსებ გრიშაშვილის ღია წერილი, რომელიც მას მამა გიორგისთვის 1915 წლის 7 აპრილს მიუწერია კავკავში  (წერილი დაცულია  ლიტერატურის მუზეუმში).

   გიორგი ნათაძემ თავისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველაზე დიდი დრო კავკავის ქართველი მოსახლეობის ერთგულ სამსახურში გაატარა. იგი კავკავში 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ხალხის უზომო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მასთან ხშირად თავს იყრიდნენ კავკავში მყოფი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები: იასონ ლორთქიფანიძე, მოსე კალანდარაშვილი, იასონ მოზდოკელოვი, იოსებ შვილიევი და სხვები. როცა 1908 წელს ცნობილმა დიდმა ქართველმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, ამ სკოლაში თოთხმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ჟურნალ "განათლების" თავკაცად გახდომის გამო კავკავი დატოვა, სკოლის პატრონობა გიორგი ნათაძემ ითავა. 

    1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ქალაქ კავკავის (ვლადიკავკაზი) ქართველთა ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი იგი საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა

    1929 წელს კავკავის ეკლესია დაიხურა და სხვა ეკლესიას შეუთავსეს. მამა გიორგიმ ანაფორა გაიხადა, რადგან მისი მღვდლობით თავის შვილებს სწავლასა თუ სამსახურში ხელი ეშლებოდათ, მაგრამ სკოლასა და თეატრზე ზრუნვა მაინც არ შეუნელებია.

     მღვდელი გიორგი ნათაძე მოხუცებულობის ჟამს, 1933 წელს კავკავიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ხოლო ბოლოს ლიტერატურის მუზეუმში მთავარ შემნახველად. პედაგოგიური და საზოგადოებრივი დამსახურებისთვის მას პერსონალური პენსია დაენიშნა.

     გიორგი ნათაძემ უაღრესად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წერილი, სტატია, გამოკვლევა, მონოგრაფია, მოგონება, ნარკვევი: "ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი", "ქართული ლექსიოგრაფია", "ძველი ხელნაწერების აღწერილობა", "ალექსანდრე ყიფშიძის დღიური", "მოგონება ვაჟა-ფშაველაზე", "ფშაური, გუდამაყრული და მოხეური ლექსები", "ქართული სახელმძღვანელოები მე-19 ს-ში", "საქართველოს კულტურული კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში" (ეს ნაშრომი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში), მონოგრაფიები: "დავით ბატონიშვილზე", "იოანე ბატონიშვილზე".  მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "ხალხური ლექსები და ზღაპრები" და "ბავშვთა ხალხური თამაშობანი საქართველოში". 

    გიორგი ნათაძე გარდაიცვალა 1946 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1915-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის მდივანი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1917)

ბიბლიოგრაფია


ნათაძე გ. 1911 წელს ასეთი იყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის შემადგენლობა: ი. გ. შვილევი (თავმჯდომარე), მღვდელი გ. ნათაძე (მდივანი), ზ. კიკნაძე (ხაზინადარი), წევრები: ი. მ. ლორთქიფანიძე, ტ. ბ. კახიძე, მ. პ. კალანდარიშვილი, გ. მ. ბურდული, თ. პ. სარაჯიშვილი, პ. ა. გედევანიშვილი, ზ. დ. მჭედლიშვილი, ი. ზ. ელერდაშვილი. გამგეობაში შედიოდნენ, ასევე, ამქართა წარმომადგენლები.
ნათაძე გიორგი გრიგოლის ძე 1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პირველ განყოფილებაში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი  . მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ლოცვები და მოთხრობები.
ნათაძე გიორგი გრიგოლის ძე 1905-1906 წლების ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მღვდელი  კავკავის სკოლის პედაგოგი იყო 8 წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 120 მანეთს შეადგენდა. 1916 წელს მღვდელი  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი და თავმჯდომარის მოადგილე.
ნათაძე გიორგი გრიგოლის ძე. 1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ინიციატივით მოწვეულმა კრებამ (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – პედაგოგი ნიკოლოზ ყაზბეგი) მიიღო 5-პუნქტიანი დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის ფილიალის დაარსების თაობაზე და აირჩია გამგეობა: თავმჯდომარე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, წევრები – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ალექსანდრე არტემის ძე მიქელაძე, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე. განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 33 პირი.
ნათაძე გიორგი გრიგოლის ძე. 1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).
ნათაძე გიორგი მღვდელი. 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 5 პედაგოგი იყო: ვ. ბურჯანაძე (I განყოფილებაში), ნატალია კლიმენტის ასული იოსელიანი (II განყოფილებაში), მარტამდე – გრიგოლ რაზმაძე და მარტიდან – გრ. გორდელაძე (III განყოფილებაში), ტრიფონ მ. შუბლაძე (IV განყოფილებაში); საღვთო სჯულს ყველა განყოფილებაში მღვდელი გიორგი ნათაძე ასწავლიდა; ავადმყოფობის დროს მასწავლებლებს ივანე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ენაცვლებოდა.
ნათაძე გიორგი.- 1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით მღვდელი გიორგი ნათაძე კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
1895 წელს კავკავის სკოლასთან დაარსდა საკვირაო სკოლა უფროსებისათვის, სადაც ასწავლიდნენ: გიორგი ნათაძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე გვარამაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი და მთავარდიაკვანი ღუდუშაური.
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.
1900 წელს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრა ივანეს ძე ხახიშვილი და ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი კავკავის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1901 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზის სკოლისთვის 40 „საღვთო ისტორიისა“ და 150 ქართულის რვეულის გაგზავნა სთხოვა.
1901 წლის 10 დეკემბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მართვის წესების შეცვლისკენ მოუწოდა.



მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946

მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრის სოფელ მერეთში, დიაკვნის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა სოფ. მუხრანში გაატარა, სადაც იმ პერიოდში მამამისი, დიაკვანი გრიგოლი მსახურობდა. წერა-კითხვა დედამ შეასწავლა. შემდეგ დაამთავრა მუხრანის სასოფლო სკოლა. 1887 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1893 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია. 1893-1894 წლებში მუშაობდა პედაგოგად ჯერ გორის მაზრის სოფ. ალში, ხოლო 1894-1898 წლებში სოფ. სტეფანწმინდაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სტეფანწმინდაში მუშაობის პერიოდი. იგი დაუახლოვდა გლეხობას, გახსნა მათთვის ბიბლიოთეკა სამკითხველო სახლი, უკითხავდა მათ ჟურნალ-გაზეთებს, მართავდა საღამო-წარმოდგენებს. იგი მთელი სულითა და გულით ცდილობდა სკოლის წარმატებას. არ აკლებდა შრომასა და მეცადინეობას, თავის მცირე შემოსავალსაც კი (300 მანეთი ჰქონდა წელიწადში) სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ცოლ-შვილის ახმარდა, მეორეს  თავის თავს და მესამე ნაწილს სკოლის საჭიროებისა და მოსახლეობისთვის წამლების საყიდლად იყენებდა. 1894 წელს  სოფელში რაღაც ავადმყოფობა მძვინვარებდა, რამაც
რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა მასწავლებელმა გულთან მიიტანა ხალხის სატკივარი და გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის დახმარებას ითხოვდა: „..ამ ბოლო დროს გაურკვეველი სენი მსწრაფლად მუსრს ადენს ხალხს. ამგვარის სატკივრით იმუსრება ხალხი, მშველელი კი არავინ არის. კავკავიდგან ექიმის მოყვანა 20-25 მანეთამდის ჯდება, რაც გლეხისათვის შეუძლებელია, მაზრის ექიმი (დუშეთისა) ძალიან შორს არის, ამგვარად, ხალხი ძალიან შეწუხებულია. კერძოდ, მივმართავ ქართველს ექიმებს და ვსთხოვთ, შეგვატყობინონ ამ ავადმყოფობის მოვლა და წამლობა ან გაზეთის, ან კერძო წერილის საშუალებით". სტეფანწმინდაში გიორგიმ შეაგროვა მდიდარი ფოლკლორული მასალა: ლექსები, ლეგენდა-თქმულებები, ზღაპრები,
ანდაზები, სახალხო თამაშობანი და სხვ. მან შეაგროვა
ძვირფასი ბიოგრაფიული მასალები ალექსანდრე და  დიმიტრი ყაზბეგების შესახებ.


1898 წლის ოქტომბერში გიორგი ნათაძე ჩრდილოეთ კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამასთან დაკავშირებით: „კავკავის ქართველობა ამჟამად დიდს სამზადისშია. ყოვლადუსამღვდელომ, კავკავისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დღეს, პირველ ნოემბერს, უნდა აკურთხოს ახლად აგებული ეკლესია ქართველებისათვის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლასთან აშენებული ამ ზაფხულში. ერთი სიტყვით, დიდად სასახელო საქმე დააგვირგვინა ამ სამის თვის განმავლობაში კავკავის ქართველთა მცირე საზოგადოებამ, რომელიც ასე ბეჯითად მიდის
წარმატების მხრივ. მართალია, ცოტა ხანს მცირე
უსიამოვნება ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის ზოგიერთს წევრთა შორის აქაც მოხდა, მაგრამ ნათქვამია: „მცირე რამე სამდურავი მეგობართა წესიაო“ და ესენიც მალე დაუბრუნდნენ ისევ საზოგადო საქმეს და ასე მშვენივრად დააგვირგვინეს ეს საქმე, რომ ყველა განცვიფრებაში მოდის, -–– ამ ცოტა ხანში როგორ მოახერხესო ასეთის მშვენიერის და კოხტა ეკლესიის მოწყობაო. 28 ოქტომბერს თვითონ ყოვლადსამღვდელო ვლადიმერი ბრძანდებოდა ეკლესიის დასათვალიერებლად და ძლიერ მოიწონა
ყველაფერი. მღვდლად კავკავის ქართველებისათვის დანიშნულ იქმნა „მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლის“ მასწავლებელი გ. ნათაძე, რომელიც უნდა აკურთხოს
ტაძრის კურთხევის დღესვე ეპისკოპოსმა ვლადი

8-1  საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.18
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (გაგრძელება)

მერმა... კავკავის ქართველობას უნდა ეკლესიის კურთხევის დროს მიართვას ყოვლადსამღვდელო ვლადიმერს სამღვდელმთავრო კვერთხი“. ქართული ეკლესიის გახსნის ამბავს ასევე გამოეხმაურა მეორე ქართული გაზეთი „ცნობის ფურცელი“, რომელშიც ვკითხულობთ: „მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ეპარქია გაცალკევებულ იქნა საქართველოს საეგზარქოსოსაგან, ქართველ მღვდლების რიცხვი ამ კუთხეში სულ უფრო და უფრო შემცირდა, და ამჟამად იქ სულ რამდენიმე ქართველი მღვდელი
მოიძებნება. ადგილობრივი ქართველები მიეწერნენ სხვადასხვა ეკლესიას, სადაც წირვა-ლოცვა სრულდება მათთვის გაუგებარ ენაზედ. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია ყოვლადსამღვდელო ვლადიმერმა და ქართველების სურვილის განსახორციელებლად მან მიიღო შემდეგი ზომები: 1) მოიწვია ქართველი საზოგადოება სკოლის სადგომში, მოვიდა აქ თვითონ
ტაძრიდან შემოსილი და მიმართა ხალხს გრძნობით სავსე სიტყვით; 2) მიანდო ადგილობრივი სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელს -– გ. ნ. ფხაკაძეს -- ხალხთან სკოლის სადგომში სასულიერო საუბრების გამართვა ქართულ ენაზე; 3) ხშირ-ხშირად იწვევდა საკათედრო ტაძარში ქართველ მღვდელს და ამით შეძლებას აძლევდა ქართველებს, მოესმინათ
წირვა-ლოცვა სამშობლო ენაზე; 4) თვითონ ეპისკოპოსმა შეისწავლა ქართული ენა და წმ. ნინოს დღეობაზე სწირავდა რუსულ და ქართულ ენებზე; 5) ყოველ ამის გარდა, ეპისკოპოსმა ვლადიმერმა აღმოუჩინა ქართველებს ნივთიერი დახმარებაც. ქართული ეკლესიის სასარგებლოდ უწმინდესის სინოდისაგან იშოვა 1000 მან. არქიელის ასეთი დახმარებით გახნევებულმა ქართველმა საზოგადოებამ გადააკეთა
საეკლესიო შენობად სკოლის სადგომი, ხოლო სკოლისათვის ახალი შენობა ააგო. ქართული ეკლესია, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს კავკავსა და მის
მიდამოებში მცხოვრები 10 000 ქართველის სულიერი მოთხოვნილება, აშენებულია წმ. ნინოს სახელზე. ეკლესიის მღვდლად და სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნულია კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი გიორგი ნათაძე“. 1898 წლის 16 დეკემბერს მამა გიორგის ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში ქართულ განყოფილებაში ქადაგება დაევალა. იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების“ კავკავის განყოფილების მდივანი. კავკავში მუშაობის შესახებ საჭირო ცნობებსა და ანგარიშებს ხშირად აწვდიდა ილია ჭავჭავაძეს და
გაზეთ „ივერიაშიც“ აქტიურად თანამშრომლობდა. მამა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული კავკავის ქართულ სკოლასთან ქართული თეატრის დარბაზის აღმშენებელი კომიტეტის დაფუძნება. ამ საქმისთვის მან დიდი ღვაწლი გასწია და უამრავი შეწირულება შეაგროვა.
1902 წლის 9 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქ. კისლავოდსკში გაემგზავრა. ბესლანის სადგურზე მას შეეგებნენ კავკავის ქართული ეკლესიის მღვდელი გიორგი ნათაძე და დიაკვანი ბართლომე ღუდუშაური. მამა გიორგიმ მის მეუფებას სთხოვა, დაბრუნებისას მოენახულებინა კავკავში მცხოვრები ქართველნი. მისი
მეუფება დაჰპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა და აასრულა კიდეც. 11 აგვისტოს, კვირა დღეს, იგი ქართულ ეკლესიაში წირვაზე მიბრძანდა. წირვის ბოლოს მან ქადაგებით მიმართა იქაურ ქართველებს, შეაქო მათი შრომა და მუყაითობა, მოიწონა ეკლესია და სკოლა. მას განსაკუთრებით მოეწონა ქართული გალობა. წირვის ბოლოს მისი მეუფება პ. ა. გოთუამ სკოლის
დარბაზში ჩაიზე მიიწვია, სადაც ყოვლადსამღვდელომ თვითოეული ქართველი პირადად გაიცნო. შემდეგ ინახულა სკოლის შენობები და დაათვალიერა ბაღი. დასასრულს, მამა გიორგი ნათაძის სახლში საზოგადო სადილი გაიმართა, სადაც მრავალი საგულისხმო სიტყვა წარმოითქვა, გადაიღეს სამახსოვრი ფოტოც, რომელიც, საბედნიეროდ, შემორჩენილია. ის ღამე ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მოძღვრის სახლში გაათია. მეორე დილით, დილის შვიდ საათზე მთელმა
ქართველმა საზოგადოებამ ძვირფასი სტუმარი სამხედრო გზით საქართველოსკენ გამოაცილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა გიორგის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კავკავში ყოფნის პერიოდში. იგი ქართული სკოლის, ქართული თეატრისა და, საერთოდ, კავკაველი ქართველი მოსახლეობის უანგარო და ერთგულ სამსახურში ჩაება და ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მას დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იგონებს მისი ყოფილი მოწაფე, შემდეგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. ზ. ფიცხელაური.
იგი წერდა: „ქართული ენა მან შემაყვარა, ისე საინტერესოდ და მომხიბლავად გვიკითხავდა არა მარტო იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას“ და „ბუნების კარს“, არამედ ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის თხზულებებს. სპეციალურად გვირჩევდა

8-2  საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.19
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (გაგრძელება)

ისეთ წიგნებს, რომლებიც ბავშვებს გვიზიდავდა, გვიტაცებდა. ხმა ჰქონდა შესანიშნავი, დიქცია საუცხოო, ამბის გადმოცემა მხატვრული, ერთი სიტყვით, გვხიბლავდა მოწაფეებს მისი გაკვეთილები და  მოწიწებითა და სიყვარულით ვუყურებდით ამ კეთილშობილ და სპეტაკ ადამიანს. არ ყოფილა არც  ერთი კულტურული წამოწყება კავკავის ქართულ
კოლონიაში, მას რომ აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს, საღამო წარმოდგენების გამართვა იქნება ეს თუ სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმე. მე განსაკუთრებით დიდად დავალებული ვარ მისგან,
როგორც მასწავლებლისგან, რომელმაც კავკავში პირველად ამიხილა თვალი, შემაყვარა ქართული ენა, სამშობლო და მშობლიური ლიტერატურა“. მღვდელი გიორგი ხშირად მართავდა საღამოწარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. ამას ადასტურებს პოეტ იოსებ გრიშაშვილის ლია წერილი, რომელიც მას მამა გიორგისთვის მიუწერია კავკავში 1915 წლის 7 აპრილს.
მამა გიორგი 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ქ. კავკავის (ვლადიკავკაზი, იგივე ძაუგი) ქართველთა ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი, ესწრებოდა საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას.
მამა გიორგი მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდის შესახებ იხსენებს: „დავიბადე ქრისტესშობის ცხრამეტში (ძვ. სტ. 6-ში). სამი დღისა თურმე
ვკვდებოდი. ბალღი მოუნათლავი არ მომიკვდესო, მამაჩემს მახლობელ ეკლესიაში გრააარააბბამე სადაც საყდარს სულმნათი ადამიანი, მღვდელი
გიორგი ნათაძე მწყემსავდა. ეს ძაუგში ხდება. მამაჩემს ეწადა თურმე, თავისი მამის სახელი დაერქმია -- გიორგი. მღვდელს არ უქნია; ვახტანგ მეფის დაბადების დღეა და, დაე, ეს სახელი დაენათლოსო.
ჩვენს სკოლას, ასევე ჩვენს თეატრს, გულშემატკივრები და ქომაგი არ აკლდა. მათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მამა გიორგი. პროფესორი ვა
ნო შადური იგონებს: ყაზბეგიდან კავკავში გიორგი ნათაძემ ჩამომიყვანა 1919 წელს და ქართულ სკოლაში სამ წელიწადს ვისწავლე, მაშინ გამგე გიორგი ნათაძე იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მანამდეც იყო გამგედ. კერძოდ, როცა ცნობილმა დიდმა ქართველმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ ეს სკოლა თოთხმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მიატოვა, ალბათ, 1908 წელს ჟურნალ „განათლების“ თავკაცად გახდომის შემდეგ, სკოლის პატრონობა გიორგი ნათაძემ ითავა. 1923 წელს დედამ იმ სკოლაში რომ მიმიყვანა, გიორგი აღარ იყო გამგედ, მხოლოდ ეკლესიას მღვდლობდა, მაგრამ ეს შესანიშნავი პიროვნება, საზოგადო მოღვანე და კავკავის ქართველებზე დიდი მზრუნველი, ეკლესიიდან მაინც არ აკლებდა ყურადღებას და მზრუნველობას სკოლასაც და თეატრსაც. მას დიდი გავლენა ჰქონდა მმრევლზე.ეკლესიის ამბიონიდანთავისი ბოხი, ხავერდოვანი ხმით დასძახებდა: ხვალ სკოლაში მშობელთა კრებაა და არავინ დააკლდესო, ან:ხვალ საღამოს სკოლის თეატრში წარმოდგენა იმართება და უცილობლად ყველა დაესწარითო! ეს თავისებური წმინდა დავალება იყო და ხალხი უჭოჭმანოდ ასრულებდა. აქვე დავძენ: მამა გიორგის უფროსი ვაჟი შალვა ქართულ დასში აქტიურად მონაწილე-

8-3   საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (დასასრული)

ობდა, დახელოვნებული სუფლიორი იყო, უიმისოდ წარმოდგენა არ ტარდებოდა. 1929 თუ 1930 წელს ეკლესია დაიხურა და სხვა ეკლესიას შეუთავსეს. მამა გიორგი გაიკრიქა, რადგან მღვდლობით მის შვილებს სწავლასა თუ სამსახურში ხელი  ეშლებოდათ, მაგრამ ჩვენს სკოლასა და თეატრზე ზრუნვა კი არ შეუნელებია (სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენს ეკლესიას არ შემოსწყრენ მაშინ ასე, დაიხურა ბერძნების სკოლა და საყდარი, დაიხურა სომხური სკოლაც). იმის შემდეგ, რაც ჩვენი საყდარი რუსულ საყდარს შეუერთეს, ანუ 1929 წელს, და მღვდელი გიორგი გაიკრიჭა, სკოლასთან არსებული ეკლესიის შენობა ცარიელი დარჩა. სკოლის გვერდზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებს ეს სასიამოვნოდ დაურჩათ:
აჰა, რაკი ქართველებს ეკლესია გაუუქმეს, ახლა გვმართებს, დრო ვიხელთოთ, გავუუქმოთ კლუბი და სკოლაცაო. ადრიდანვე თვალი რომ ეჭირათ ჩვენს სკოლაზედ საყაზარმედ, ამჟამად ეს განზრახვა მეტად გაუცხოველდათ. პირველ რიგში ისინი კლუბში შეძვრნენ, გვთხოვდნენ ყოველ კვირას იქ „ტანცი-მანცების და საღამოების გამართვას,


რათა მერე თანდათან სკოლის მთელი შენობა ჩაეგდოთ ხელში. გიორგიმ მალე იყნოსა მათი განზრახვა და წამოიწყო დიდი რემონტი. ყოფილ ეკლესიას დაუმატა ნახევარი სართული, გაუთანაბრა ორსართულიანი სკოლის დიდოთახებიან შენობას, ასევე კლუბი გადააკეთა საკლასო ოთახებად. ამით გზა გადაუკეტა ვერაგული მიზნით „ტანცი-მანცების“ კლუბში მომწყობებს“. როგორც ამ მოგონებებიდან იკვევა, მღვდელმა
გიორგიმ წვერი გაიკრიჭა და ანაფორა გაიხადა. ეს ამბავი, ასევე მტკიცდება საეკლესიო ჩანაწერებიდანაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1931 წლის
29 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით ვლადიკავკაზის წმ. ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვრად არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) დაინიშნა, რომელმაც 1933 წლის იანვარში ამ ტაძარში მონათლა ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური, დღევანდელი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილიაII. მღვდელი გიორგი ნათაძე მოხუცებულობის ჟამს, 1933 წელს კავკავიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ხოლო ბოლოს ლიტერატურის მუზეუმში
შემნახველად. პედაგოგიური და საზოგადოებრივი დამსახურებისთვის
მას პერსონალური პრემია დაენიშნა. ღვაწლმოსილი და დამსახურებული მოძღვარი და პედაგოგი 1946 წელს გარდაიცვალა. მან დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული  მემკვიდრეობა. მის კალამს ეკუთვნის
მრავალი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წერილი, სტატია, გამოკვლევა, მონოგრაფია, მოგონება, ნარკვევი და სხვ. მაგ.: „ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი“ (ბიოგრაფიული მასალა), „ქართული ლექსიოგრაფია“
(ნარკვევი), „ძველი ხელნაწერების აღწერილობა“,
მთავარ „ალექსანდრე ყიფშიძის დღიური“, „მოგონება ვაჟაფშაველაზე“, „ფშაური, გუდამაყრული და მოხეური ლექსები“, „ქართული სახელმძღვანელოები მე-19 ს-ში“. მონოგრაფიები: „დავით ბატონიშვილზე“, „იოანე ბატონიშვილზე“, „საქართველოს კულტურული
კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში“ (ეს ნაშრომი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში), ასევე მოგონებები სხვადასხვა რევოლუციონერ მოღვაწეებზე. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ხალხური ლექსები
და ზღაპრები“ და „ბავშვთა ხალხური თამაშობანი საქართველოში“ (1945).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2023
ბოლო რედაქტირება 28.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0