გაბრიელ ბოჭორიშვილი XIX საუკუნის მეორე ნახევარში რაჭაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. იქვე აკურთხეს დიაკვნად და მღვდლად. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში.
1913 წლის 24 ნოემბრიდან,ალაგირში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ალაგირის განყოფილების დაარსების დღიდან, იყო ამ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსების მიერ ქართველების შევიწროების გამო, 1919 წელს იძულებული გახდა მრევლთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.
მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თავად მსახურობდა. 1922 წლის 10 ოქტომბერს იგი ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი.
მღვდელი გაბრიელი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა გახლდათ.
MEMBER OF ORGANIZATIONS
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე (1914-)
BIBLIOGRAPHY
- XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, "ალილო", 2012
- ბოჭორიშვილი გაბრიელ გრიგოლის ძე მღვდელი 1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ აერჩიათ.
- 1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.
- 1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.
- 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი იყო.
- 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნის თაობაზე შუამდგომლობა თერგის ოლქის უფროსს სთხოვეს, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ.
- 1914 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა გამართა 3 სხდომა და განიხილა 8 საქმე.