სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
არსენ სოფრომის ძე თოხაძე 1867-1932წწ მართლმ. მღვდელი (დეკანოზი) დაბ. სოფ. აკეთი (ლანჩხუთი)

1867-1932 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი თოხაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

113       ბეჭდვა

არსენ სოფრომის ძე თოხაძე 1867-1932წწ მართლმ. მღვდელი (დეკანოზი) დაბ. სოფ. აკეთი (ლანჩხუთი)



არსენ თოხაძე დაიბადა 1867 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელში დიაკვნის ოჯახში.


ფოტომასალა მოგვაწოდა: ნინო  ედუარდის ასული თოხაძე- ერისთავი (ოფიციალურად ნინო, ერისთავი მეუღლის გვარი.) შვილიშვილი

ქართველ ხალხოსანთა ჯგუფი

მარცხნიდან მარჯვნივ: სხედან ნიკო ლომოური, მათე კერესელიძე, პავლე ბურჯანაძე.

დგანან კონსტანტინე ცხვედაძე, გოგლიჩიძე, არსენ თოხაძე და ალექსი დავითაშვილი.

წამოწოლილი სოფრომ მგალობლიშვილი.

1888 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1889 წელს დროებით ასწავლიდა მოსამზადებელი კლასების საშუალო განყოფილებებში სხვადასხვა საგნებს.

   1890-1892 წლებში არჩეული იყო სასწავლებლის სამმართველო საბჭოს წევრად. 1892-1893 წლებში აღნიშნულ სასწავლებელში მოსამზადებელ კლასების დაბალ განყოფილებაში რუსულ ენასა და საღვთო სჯულ ასწავლიდა.

   1893 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში განამწესა. 

   1893-1894 წლებში ოზურგეთის სანიმუშო სამრევლო-საეკლესიო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს.

   1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1894 წელს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრად აირჩიეს და ამავე წელს ოზურგეთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინეს.

   1894 წელს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

   1894-1896 წლებში ოზურგეთის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.

   1895-1899 წლებში, ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. ამავე წლებში, ოზურგეთის შტატის კლასებში ქართულ ენას ასწავლიდა.

   1896 წელს სკუფია უბოძეს. 1896 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით, ნაყოფიერი სამსახურისთვის, ფულადი ჯილდო გადაეცა და შტატის მასწავლებლად დაადგინე.

   1896 წელს, ქალაქ ფოთში საეპარქიო შეკრებაზე, დეპუტატად იმყოფებოდა და ამავე წელს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა.

   1897 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი მიიღო და ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქისა კონტროლიორად დაინიშნა.

   1898 წელს შემოქმედის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების კომიტეტის წევრად აირჩიეს და მალევე მონასტერზე გაწეული მზრუნველობისთვის ეპისკოპოს ალექსანდრესგან (ოქროპირიძე) მადლობა გამოეცხადა.

   1899 წელს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და დატოვა იქამდე დაკავებული ყველა საეკლესიო და პედაგოგიური თანამდებობა.

   1899 წელს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის წევრად დაინიშნა და იმავე წელს ამ ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს.

   1899 წელს ფოთის ტაძრის კანდელაკად აირჩიეს.

   1900 წელს, ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის გადაწყვეტილებით, საღვთო სჯულს ფოთის ქალთა წმინდა ოლღას სასწავლებელში ასწავლიდა.

   1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა.

   1900 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1901-1902 წლებში სამეგრელოს ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 

   1902 წლიდან მამა არსენი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1910 წლიდან ამ საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1902 წელს, დროებით, გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს და მალევე ფოთის ქალთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს.   

   1902 წელს ფოთის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილის მოულოდნელად გარდაცვალების გამო, დროებით ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1903-1904 წლებში, დროებით ფოთის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

   1905 წელს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს.

   1906 წელს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ, საეპარქიო სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ და ფოთის ტაძრის წინამძღვრის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც იმავე წლის ივლისში დაამტკიცეს კიდეც დეკანოზის წოდების მინიჭებით.

   1907 წელს ნოსირის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება.

   1908 წელს, მთავარხუცესად 12 წლიანი სამსახურისთვის,  წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1908 წელს, სასწავლო დარგში 20 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

   1916 წელს ბათუმის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს.

   1917, 1921 და 1927 წლებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ, მესამე და მეოთხე საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა.

     დეკანოზ არსენს ჰყავდა მეუღლე მარიამ დიმიტრის ასული და შვილები: პელაგია, ანასტასია, თამარი, ეკატერინე, ალექსანდრა, ნიკოლოზი, არჩილი და ნინო.

   დეკანოზი არსენი გარდაიცვალა 1932 წლის 20 ივლისს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1908 - ვერცხლის მედალი
    სასწავლო დარგში 20 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
  • 1908 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    მთავარხუცესად 12 წლიანი მოღვაწეობისთვის
  • 1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1897 - ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი

ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ბათუმის ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი არსენ თოხაძე.

საშინელი დევნის ჟამს არ შეუწყვეტია მსახურება და ანაფორა არ გაუხდია. მსახურობდა აწ უკვე დანგრეულ ბათუმის საკათედრო ტაძარში (სადაც დღეს სასტუმრო ინტურისტი დგას)

გარდაიცვალა 1932 წლის 20 ივლისს. ჰყავდა მეუღლე მარიამი და 8 შვილი.

საპ. უწყებანი. N 28. 2018 წელი.

დაკრძალულია ქ. ბათუმის წმ. სამების ეკლესიის გვერდით .



დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932

დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 დეკანოზი არსენ სოფრომის ძე თოხაძე 1865 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ. აკეთში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1888 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წლის 24 სექტემბერს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1889 წლის იანვრიდან 6 თებერვლამდე დროებით ასწავლიდა მოსამზადებელ კლასების საშუალო განყოფილებებში სხვადასხვა საგნებს. 1889 წლის 6 თებერვლიდან 1 აგვისტომდე იგივე თანამდებობაზეა დაბალ განყოფილებაში. 1889 წლის აგვისტოს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მაღალ განყოფილებაში მასწავლებლად გადაიყვანეს.
1890 წლის 15 ივლისიდან 25 აგვისტომდე სასწავლებლის სამმართველო საბჭოს წევრია. 1892 წლის 1 სექტემბერიდან 1893 წლის 1 სექტემბრამდე აღნიშნულ სასწავლებელში მოსამზადებელ კლასების დაბალ განყოფილებაში ასწავლიდა რუსულ ენასა და საღვთო სჯულს. 1893 წლის 6 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) აკურთხა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ახალი ხის ეკლესია წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელზე, წირვაზე დიაკვნად ეკურთხა ამავე სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული არსენ თოხაძე, ხოლო მეორე დღეს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა იმავე ტაძრის წინამძღვრად.


1893 წლის 1 სექტემბრიდან 1895 წლის 12 ოქტომბრამდე მაღალ განყოფილებებში ასწავლიდა იგივეს. 1893 წლის 1 სექტემბრიდან 1894 წლის 14 ოქტომბრამდე ოზურგეთის სანიმუშო სამრევლო-საეკლესიო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1893 წლის 26 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 12 იანვარს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრად აირჩიეს.
1894 წლის 30 იანვარს ოზურგეთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინეს. 1894 წლის 24 აპრილს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1894 წლის 24 ივლისიდან
1896 წლის 9 ივლისამდე ოზურგეთის ოლეის სამრევლო–-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1895 წლის 11 იანვრიდან 1899 წლის I იანვრამდე ქ. თაისის გუბერნიის სახალხო დირექტორის გადაწნყვეტილებით ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში
საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1895 წლის 12 დეკემბრიდან 1899 წლის 1 იანვრამდე ოზურგეთის შტატის კლასებში ქართულ ენას ასწავლის. 1896 წლის ივლისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 14 მარტს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით ნაყოფიცრი სამსახურისთვის ფულადი ჯილდო გადაეცა. 1896 წლის 12 ნოემბერს შტატის მასწავლებლად დაადგინეს და ხელფასი დაენიშნა. 1896 წლის 12 ივლისს იყო დეპუტატად საეპარქიო შეკრებაზე ქ. ფოთში. 1896 წლის 9 ივლისს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1897 წლის 29 ოქტომბერს იმპერატორ ალექსანდრე
II-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი მიიღო. 1897 წლის 1 სექტემბერს ოზურგეთის მაზრი-



28-1  საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17ოქტომბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 (გაგრძელება)

სა და ბათუმის ოლქისა კონტროლიორად დაინიშნა. 1898 წელს შემოქმედის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების კომიტეტის წევრად აირჩიეს და მალევე მონასტერზე გაწეული მზრუნველობისთვის ეპისკოპოს ალექსანდრესგან (ოქროპირიძე) მადლობა გამოეცხადა. 1899 წლის 1 იანვარს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და დატოვა იქამდე დაკავებული ყველა საეკლესიო და პედაგოგიური თანამდებობა. 1899 წლის 11 იანვარს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1899 წლის 24 იანვარს გურიასამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს. 1899 წლის 1 სექტემბერს ფოთის ტაძრის კანდელაკად აირჩიეს.

1900 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის გადაწყვეტილებით ასწავლიდა საღვთო სჯულს ფოთის ქალთა წმ. ოლღას სასწავლებელში. 1900 წლის 11 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წლის 6 მარტიდან 1902 წლის 1 ოქტომბრამდე ასწავლიდა საღვთო სჯულს სამეგრელოს ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1902 წლის 22 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე დროებით გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამლვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1902 წლის 1 ოქტომბერს ფოთის ქალთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1902 წლის 16 სექტემბერს ფოთის ტაძრის წინამძლვრის, დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილის მოულოდნელად გარდაცვალების გამო დროებით დაინიშნა ტაძრის წინამძღვრად, რასაც ასრულებდა 1 ნოემბრამდე. 1902 წლის 4 დეკემბერს
გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამლვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა და ამ პოსტზე იყო 1904 წლის 16 მაისამდე. 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 18 დეკემბრიდან 1904 წლის 7 აპრილამდე დროებით ასრულებდა ფოთის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1905 წლის 19 ივლისს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო
კომიტეტის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ
აირჩიეს. 1906 წლის 18 თებერვალს ფოთის ტაძრის
წინამძღვრის შემსრულებლად, ფოთის ორკლასიანი
სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საეპარქიო სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1906 წლის 1 ივლისს დამტკიცდა ტაძრის წინამძღვრად დეკანოზის წოდების მინიჭებით. 1904 წლის 14 ივლისიდან 1907 წლის 15 იანვრამდე ნოსირის ოლქის მთავარხუცესია. 1908 წლის 3 თებერვალს 12-წლიანი მთავარხუცესად მოღვაწეობისთვის წმ. ანას,III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1908 წელს დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით სასწავლო დარგში 20-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. 1914 წელს დეკანოზი არსენს უთანხმოება მოუვიდა საკათედრო ტაძრის კანდელაკთან მღვდელ ვარლაამ მახარაძესთან (შემდგომში –– ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი). აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „აღდგომა დღეს ფოთის სობოროს დეკანოზს მ. ა. თოხაძეს და კანდელაკს მ. მახარაძეს უსიამოვნება მოსვლიათ ურთიერთშორის, ასე რომ საქმე ხელდახელობამდი მიღწევია. ამის გამო, მის მეუფებას გურია-სამეგრელოს ეპ. ლეონიდეს (ოქროპირიძე) ორთავესათვის მღვდელმოქმედება აუკრძალავს და საქმე გამომძიებელისათვის გადაუცია. ამბობენ მისი მეუფება ამ საქმის გამო ძლიერ შეწუხებულიაო“, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა: „დეკანოზი თოხაძე გაიგზავნოს მონასტერში ორი თვით და გადაყვანილ იქმნას ფოთიდან, მღვდელი მახარაძე კი გაიგზავნოს ერთი თვით მონასტერში და გადაყვანილ იქმნას ტაძრიდან ფოთისავე სხვა სამრევლო ეკლესიაში". დეკანოზმა არსენმა მოღვაწეობა ბათუმის საკათედრო ტაძარში განაგრძო. სწორედ აქედან გამოეხმაურა იგი თავისი მასწავლებლის, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის თ. ჟორდანიას გარდაცვალებას 1916 წელს და მცირე სამგლოვიარო დეპეშა გამოაქვეყნა გაზეთის ფურცლებზე. აი, რას
წერდა იგი: „ქ. ბათუმი. ისტორიკოს ჟორდანიას გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა განსვენებულის ყოფილი მოწაფენი. საქართველომ დაჰკარგა იშვიათი მკვლევარი წარსულისა; განსვენებულის ღვაწლი ღირსეულად დაფასდება მომავალში“. 1917, 1921 და 1927 წლებში დეკანოზი არსენი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ, მესამე და მეოთხე საეკლესიო კრებებს. აქტიური მონაწილეობა მიიღო მან ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. 1921 წლის 8 ოქტომბერი დეკ. არსენი საკათოლიკოსო საბჭოს სწერდა: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, რომ მინდობილობა!
ამა წლის 17 სექტემბერს #1972 ბრძანების შესახე? ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსის, მისი კრებულის: და სხვათა შესანახი წყაროების გამონახვისა, მე მივიღე 24 სექტემბერს. მეორე დღესვე, 25 სექტემბერს გაუგზავნე უწყება საბჭოს მინდობილობაში მოხსენიებულ საეკლესიო ოლქების მთავარხუცესებს რომლითაც მოვიწვიე ისინი საერთო კრებაზე ქ.ლანჩხუთში 5 ოქტომბერს.2 ოქტომბერს ქ.ბათუმში გაიმართა ოლქისა და ქალაქის ქართული ეკლესიების კრებულთა და მორწმუნეთა კრება. ეს კრება მთელი ბათუმის ქართველნი, მოქალაქენი დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით შეხვდნენ და მიიღე ბათუმ-შემოქმედის კათედრის აღდგინების გადაწყვეტილება და ვალად დაიდგინეს ყოველგვარი შემწეობის აღმოჩენა, რაზედაც შესდგა სათანადო ოქმი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა 5 ოქტომბერს ქ. ლანჩხუთში. აქ კრება არ შესდგა, რადგანაც ორი დღის,

28-2  საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17ოქტომბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 (დასასრული)

და ღამის განუწყვეტელმა კოკისპირულმა წვიმებმა ისე აადიდეს მდინარეები, რომ ყოველივე მისვლა-მოსვლა შეწყდა სოფლებსა და ქალაქებში და მოწვეული დელეგატები ვეღარ გამოცხადნენ კრებაზე. ამასთანავე ლანჩხუთში სამღვდელო პირთა აზრის გაცვლა-გამოცვლამ გამოარკვია შემდეგი გარემოება. ოზურგეთის მაზრაში თვინიერ საკათოლიკოსო საბჭოში დასახელებულ სასულიერო ოლქებისა ყოფილან კიდევ ოთხი ოლქი: ჯუმათის, გურიანთის, ბახვისა და საჯავახო-სურების. საკათოლიკოსო საბჭოს მიწერილობაში ესენი არ იხსენიებიან ალბათ იმიტომ, რომ ამათი წარმომადგენლები არ დასწრებიან საეკლესიო კრებებს
და ამნაირად ეს ოლქები არცერთ სიაში არ მოხვდა. ეს ოლქები ეკლესიების, კრებულთა და მორწმუნეთა რიცხვით არათუ ნაკლები არიან სხვა ოლქებზე, არამედ ზოგი კიდეც სჭარბობს მათ და ამიტომ მათი წარმომადგენლების დაუსწრებლობა ჩემდამო მინდობილ საკითხის მოსაწესრიგებელ კრებაზედ მიზანშეწონილად ვერ დავინახე. მივიღე რა მხედველობაში აღნიშნული გარემოება და გავითვალისწინე რა, რომ ერთობ წვიმიანმა შემოდგომამ შეიძლება შემდეგშიც ჩაგვიშალოს კრება, და თანაც ახლოვდება ჭირნახულისა და ღვინის დაყენების პერიოდი, რითაც შეიძლება ბევრს შეეშალოს ხელი, ვრაცხ საქმისათვის უმჯობესად თვითოეულმა მთავარხუცესმა თავიანთ ოლქში მოახდინოს კრება, მოისმინოს წინამდებარე საკითხი, გამოიტანოს სათანადო დადგენილება და შეადგინოს ოქმი, რომელსაც გამომიგზავნიან მე არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა“. 1925- 1932 წლებში დეკანოზი არსენი იყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ბათუმის ოლქის მთავარხუცესი. იმ საშინელი დევნისა და რეპრესიების დროს მას არ შეუწყვეტია მღვდელმსახურება და ანაფორა არ გაუხდია. დეკანოზი არსენი 1932 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა. წესი აუგო და დაკრძალა იმჟამინდელმა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა დავითმა (კაჭახიძე) ქ. ბათუმის სამღვდელოებასთან ერთად.
მეუღლე მარიამ დიმიტრის ასული (დაბ. 1873წ.6) და შვილები: პელაგია (დაბ. 1894წ.), ანასტასია (დაბ. 1896წ.), თამარი (დაბ. 1897წ.), ეკატერინე (დაბ. 1898წ.), ალექსანდრა (დაბ. 1899წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1904წ.), არჩილი (დაბ. 1908წ.), ნინო (დაბ. 1912წ.).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.10.2023
ბოლო რედაქტირება 22.01.2026
სულ რედაქტირებულია 11





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0