ზედა თმოგვის წმ.გიორგი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე.
ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი.
სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII-IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.
ნოშას წარწერა ტაძრის სამხრეთის ფასადზე (XI ს.)
„ქრისტე, შეიწყალე სული ნოშასი, ესე კუთხი მისია.“ |
ანტონის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (XI ს.)
„ქრისტე, შეიწყალე სული ანტონისი.“ ''ქრისტე შეიწყალე ფარსმან ერისთავთ-ერისთავი იოვანეს ძისაი ჭიმჭიმელისაი" |